ცინცინატის მასტერსის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკივიჩმა მხრის ტკივილის გამო ბრიტანელ ენდი მიურეისთან ბრძოლა ნაადრევად დაასრულა

ცინცინატის მასტერსის ფინალმა არ გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი, არადა, გადამწყვეტი მატჩის აფიშა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ნოვაკ ჯოკოვიჩის ფინალში ხილვას უკვე მივეჩვიეთ - სერბი წელს მე-11 ფინალს თამაშობდა და მეათე ტიტულს უმიზნებდა.

ვერ ვიტყვით, რომ ნოვაკი ყველა ტურნირს ერთ დონეზე ატარებს - მასაც აქვს ჩავარდნები, თუმცა ეს აქამდე ტიტულების მოგებაში ხელს არ უშლიდა. ცინცინატი სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა სერბი საუკეთესო ჩოგბურთს არ აჩვენებდა. მან დიდი გაჭირვებით გაიარა მეოთხედფინალში გაელ მონფილსის ბარიერი, ნახევარფინალში კი ტომაშ ბერდიხის ტრავმა დაეხმარა.

რაც შეეხება ჯოკოვიჩის მეტოქეს ენდი მიურეის, ის ამ სეზონში მხოლოდ მეორედ გავიდა საჰარდო ტურნირის ფინალში. პირველი იყო ავსტრალიის ღია პირველობა, სადაც მან სწორედ ნოვაკთან წააგო. ცინცინატიმდე ჰარდისსაფარიან მასტერსებზე კი ბრიტანელს არც ერთი მატჩი არ მოეგო. ამჯერად მან მოახერხა კარგი ფორმის აკრეფა და ყოველი მატჩის შემდეგ უმატებდა თამაშს.

ეს ჩოგბურთელები მეათედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. უფრო ხშირად ნოვაკი იგებდა - 6:3. საინტერესოა, რომ ამ ცხრიდან რვა მატჩი მასტერსის სერიის ტურნირებზე მოდის.

ფინალის დასაწყისი მთლიანად მიურეის დარჩა. ჯოკოვიჩმა ფორჰენდიდან ვერც ერთი მწვავე დარტყმა ვერ განახორციელა და ხშირად ბექჰენდიც ღალატობდა. სეტის შუაში მსოფლიოს პირველი ჩოგანის თამაშში გარკვეული პროგრესი გაჩნდა. მან ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ იქვე ისევ წააგო საკუთარი მოწოდება. ენდი საკმაოდ გონივრულად მოქმედებდა - თავად ბევრს არ უტევდა, მაგრამ არც ინიციატივას უთმობდა მეტოქეს. სერბმა რამდენიმე ლამაზი გათამაშება აჩუქა მაყურებელს, თუმცა მისთვის არადამახასიათებელ უხეშ შეცდომებს ხშირად უშვებდა. პირველი სეტის წაგების შემდეგ ჯოკოვიჩმა კორტზე ექიმს უხმო - ნოვაკი მარჯვენა მხარს იტკიებდა.

სერბმა თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა და კორტზე გავიდა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ საბრძოლო განწყობა სადღაც გაქრა - თავის წარმატებულ დარტყმებზეც კი არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. მან წააგო პირველი სამი გეიმი, რის შემდეგაც თამაშის შეწყვეტა გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ მისი გადაწყვეტილების შემდეგ თავსხმა წვიმა წამოვიდა. ბევრს არ მოეწონა ფინალის ნაადრევად დასრულება, მაგრამ ჯოკოვიჩის სვლა ლოგიკური იყო - მას არ სურდა ამერიკის ღია პირველობის წინ რისკზე წასვლა.

"ნორმალურად მოწოდება არ შემეძლო. მოწოდების საშუალო სიჩქარე საათში 145 კილომეტრს შეადგენდა. ფორჰენდსაც ვერ ვურტყამდი. კიდევ რამდენიმე გეიმის თამაში შემეძლო, მაგრამ რისთვის? ენდი მიურეის დონის მოთამაშის მხოლოდ ბექჰენდით დამარცხება შეუძლებელია", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.

ენდი მიურეიმ მასტერსის სერიის მეშვიდე, სულ კი მე-18 ტიტული მოიპოვა. ფინალი სულ რაღაც 72 წუთი გაგრძელდა - 2007 წლიდან ეს იყო ყველაზე მოკლე ფინალი მასტერსის ტურნირებზე. ოთხი წლის წინ დავიდ ნალბანდიანმა 70 წუთში მოუგო რაფაელ ნადალს. გარდა ამისა, ამ სერიის ტურნირების ფინალებში 2004 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ერთმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო მიატოვა თამაში - ასე მოიქცა შვიდი წლის წინ მაიამიში არგენტინელი გილერმო კორია ამერიკელი ენდი როდიკის წინააღმდეგ.

ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 6:4, 3:0 ჯოკოვიჩის უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა