ამხანაგურ მატჩში "ლივერპული" იოკოჰამაში ადგილობრივ იაპონურ კლუბ "იოკოჰამას" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ალისონის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

პირველი ტაიმი "ლივერპულის" უპირატესობით მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ "მერსისაიდელებმა" მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მატჩის მე-40 წუთზე მასპინძლებმა სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე მოგერიება შეასრულა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმში დინ დევიდის ბრწყინვალე პასით "მამარდასთან" პირისპირ დარჩენილმა უენაკამ ანგარიში გახსნა. 62-ე წუთზე ფლორიან ვირცმა სხვაობა აღადგინა და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. 67-ე წუთზე ტრეი ნიონიმ "მერსისადელები" წინ გაიყვანა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ცვლილებაზე შემოსულმა 16 წლის რიო ნგუმოამ დააფიქსირა.

შემდეგ სპარინგს "წითლები" 4 აგვისტოს "ენფილდზე" "ბილბაოსთან" ჩაატარებენ.

იოკოჰომა. „ნისანი“

იოკოჰამა-ლივერპული 1:3

გოლები: 1:0 უენაკა (55), 1:1 ვირცი (62), 1:2 ნიომი (67), 1:3 ნგუმოა (87).

ufrosi
https://www.youtube.com/watch?v=TaYNLB8-iK4

არაფრის თქმა რომ არ შეგიძლია და შენ არსებობის გამართლებას მხოლოდ სხვების,აქ შემომსვლელის თუ სპორტსმენის დამცირების თუ შეურაცხყოფის მცდელობებში რომ ხედავ,სწორედ მაგითი ამტკიცებ,რომ არარაობა ხარ.მეცოდები!

როგორ აიღებდა ალისონი?მამარდა მთელ კარს ვერ დაფარავდა!მან კარის ცენტრი და ახლო კუთხის დაცვის პერსპექტივა დაიტოვა,თავისი მოძრაობით.შორ კუთხეში დარტყმული,შესაძლოა მცველს გამოეტანა,ან კარს ასცდენოდა.სხვა გზა მას უბრალოდ არ ჰქონდა და არც ალისონს ექნებოდა.უფრო წინ რომ გასულიყო,მაშინ შემტევი ბურთს კიდევ უფრო წინ გაიგდებდა და მახვილი კუთხიდან,მაგრამ უკვე ცარიელ კარში გადაგზავნიდა ბურთს.
თემური
ალისონმა რომ გაუშვა ლეაოს დარტყმული ბურთი იმას მამარდა ალბათ აიღებდა! მამარდამ დღეს რომ გოლი გაუშვა იმას ალისონიც ალბათ ვერ აიღებდა! zura222, მეგობარო, ამას შენთან ნიშნის მოგებით არ ვწერ! წარმატებები მამარდას!
ჟორა
ამხანაგური თამაშები იმიტომაა, რომ ფორმში შეხვიდე არა იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკის ფასად ყველა ბურთი აიღო. კაცი გუნდში ურთიერთგაგებას აყალიბებს, აცალეთ.
zura222
ალისონი მაგ გოლს არ გაუშვებდა
წერტილა-სურიკას
რას პროფესორობ აქ, სურიკ?

მამარდა ამ თამაშშიც უკანასკნელი მცველის ფუნქციას ითავსებდა.ვიზუალურადაც ჩან და,რომ დაძაბული იყო,მაგრამ ფეხით თამაშზე უარი არ უთქვამს.რამდენჯერმე გრძელი პასითაც გააგრძელა თამაში,თუმცა ვერ ვიტყვი,რომ სრული სიზუსტით.ასეთ დისტანციაზე პასის დროს,ეს თითქმის შეუძლებელია.სხვა ფეხბურთლებსაც ჰქონდათ ურთიერთგაგების,თუ სიზუსტის პრობლემა.ეს ნორმალურია,რადგან ეს თამაშები,სწორედ ურთიერთკავშირების დამყარებას,ფორმის აღდგენას და სათამაშო სქემების დახვეწა-დამუშავებას ემსახურება.
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
[VIDEO] "მამარდას" ეფექტური მოგერიება "იოკოჰამასთან" - ქართველმა "ლივერპული" გაშვებული გოლისგან იხსნა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ლუის ენრიკე ძალიან მკაცრია - "ლივერპულში" სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა" - ბარკოლამ განმარტა, რატომ უადვილდება "ლივერპულში" თამაში
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!