ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბორჯღალოსნები" ერთი კვირით დაისვენებენ

"ბორჯღალოსნები" ერთი კვირით დაისვენებენ

საქართველოს ნაკრებმა შაბათს, ელიტური, მეორე დივიზიონის "ბურგუენთან" მატჩით წვრთნის მეორე ეტაპი დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის საფრანგეთში ემზადება, შაბათს, ელიტური, მეორე დივიზიონის "ბურგუენთან" მატჩით წვრთნის მეორე ეტაპი დაასრულა.

"ბორჯღალოსნები" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ერთი კვირით შვებულებაში გაუშვა. ამასთან უკვე ცნობილია, რომ გუნდის 32-კაციან შემადგენლობას ტრავმირებული ზვიად მაისურაძე და გიორგი ბეგაძე გამოაკლდა. დარჩენილი 30 კი ახალ ზელანდიაში გაემგზავრება.

საფრანგეთში ჩვენს ეროვნულ გუნდს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე სტუმრობდა, რომელმაც ნაკრების მზადების პროცესს უშუალოდ მიადევნა თვალი და "ბურგუენთან" მატჩიც იხილა.

"ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადების ძირითადი ეტაპი დასრულებულია. ის მეტწილად ფიზიკური კონდიციების ამაღლებას და ცალკეული სათამაშო სქემების დახვეწას დაეთმო. ამ უკანასკნელზე მუშაობა კიდევ გაგრძელდება. საფრანგეთში მზადება საკმაოდ ინტენსიური იყო. ნაკრებმა ორი საწვრთნელი შეხვედრაც გამართა. უნდა ითქვას, რომ ბიჭები ძალიან დაიღალნენ და ეს ერთკვირიანი შვებულება, რომელიც გუნდის მოთამაშეებს მწვრთნელმა მისცა, სწორედ რომ დროული იყო.

ვფიქრობ, ფიზიკურად გუნდი კარგადაა მომზადებული. მსოფლიოს თასამდე დარჩენილ დროში კი ტაქტიკურ მონახაზებზე იმუშავებენ. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ორი თამაში საკმარისი არ იყო. სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევს მოკლე სათადარიგოთა სკამი. მეტი თამაში, მეტ ტრავმირებულ მოთამაშეს ნიშნავს. ამის ფუფუნება კი ჩვენ არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ მწვრთნელმა სწორი გადწყვეტილება მიიღო, როცა მხოლოდ ორი მატჩის გამართვა იკმარა.

დანარჩენი კი ახალ ზელანდიაში გამოჩნდება. ამჟამად მზადება მიდის პირველი მატჩისთვის შოტლანდიის ნაკრებთან. ეს გუნდი ჩვენზე ობიექტურად ძლიერია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ძალების ისეთ კონცენტრაციას შეძლებენ და ისეთი თავდადებით ითამაშებენ, რომ სასწაულთან მიახლოებულ მოვლენასთან გვექნება საქმე. ჩვენ ძალიან გვჭირდება შოტლანდიასთან კარგი თამაში.

მერე კი, იქნება ინგლისი, შემდეგ ცოტა დასვენება და რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებთან ბრძოლა. ერთი რამის თქმა გადაჭრით შემიძლია - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში იმისთვის არ მიდის, რომ მეტოქეებს საჩუქრები ურიგოს. ჩვენთან თამაში არავისთვის იქნება ადვილი.

სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო ნაკრებს ზვიად მაისურაძე და გიორგი ბეგაძე გამოაკლდნენ. ზვიადს მუხლი აქვს საოპერაციო. მიკრო ტრავმები აქვთ ლაშა მალაღურაძეს და ილია ზედგინიძეს, მალხაზ ურჯუკაშვილმა ტრავმა საბოლოოდ ახლახან მოირჩინა.

რაც შეხება თამაშს, ანგარიშს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მეტოქე ყველაფერში დავჩაგრეთ, განსაკუთრებით შერკინებაში. უკანა ხაზელებმა შესანიშნავი ლელო გაიტანეს, ისეთი, რომელზეც ნებისმიერი გუნდი მოაწერდა ხელს. დაცვის ხაზი მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს ერთხელაც არ გაუჭრია. ცხადია, არის ხარვეზებიც, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობა მსოფლიოს თასის დაწყებამდე დარჩენილ დროში გაგრძელდება.

გუნდი ოთხ-ხუთ დღეში ისევ კანში შეიკრიბება და სამ სექტემბრამდე იქ ივარჯიშებს. მერე კი ახალ ზელანდიაში გაემგზავრება."

საქართველოს ნაკრები

I ხაზი: გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).

II ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკერენი) გიორგი ნემსაძე (ვალანსი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).

III ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გიორგი ჩხაიძე (ლელო), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი).

N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია).

N:10: მერაბ კვირკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა ხმალაძე (ლელო).

N:12-13: ლაშა მალაღურაძე (უგუნდო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა).

N:11-14: ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი).

N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?

კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია