ერთ-ერთ აზიურ ტოტალიზატორში "ბაქის" მოგებაზე დიდძალი თანხა დაიდო
ბაქოურ დერბიში, რომელშიც ერთმანეთს "ინტერი" და "ბაქი" ხვდებოდნენ, მსაჯის მიერ დამატებული პირველი წუთი მიმდინარეობდა, როცა "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია ბურთს დაეუფლა და მისი ფეხი აშკარად უნებლიეთ მოხვდა "ბაქის" ფეხბურთელს. არბიტრმა ლომაიას წითელი ბარათი უჩვენა და მის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

მომხდარით აღშფოთებულმა "ინტერის" პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა თავის გუნდს მოედანი დაატოვებინა. აღსანიშნავია, რომ "ინტერის" კარში პენალტი 49-ე წუთზეც დაინიშნა და ლომაიამ დარტყმა მოიგერია. მატჩში გოლი არ გასულა.

ბუნებრივია, ამ სკანდალს აზერბაიჯანულ სპორტულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ინტერისა" და განსაკუთრებით მისი ქართველი მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მოძულე "აზერისპორტმა" მოსალოდნელი შეფასებები გააკეთა და ყველაფერში "ინტერი" გაამტყუნა, ლომაიას კი კიკბოქსიორი უწოდა.

ცხადია, თამაშის თვითნებურად მიტოვება არ არის კარგი საქციელი და "ინტერი" დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსაჯთა ბრიგადა მთელი მატჩის განმავლობაში "ბაქის" სასარგებლოდ მოქმედებდა.

ნიკოლოვმა ღიად განაცხადა, რომ მსაჯები მოსყიდულები იყვნენ: "მოედნის დატოვების გადაწყვეტილება პირადად მე მივიღე და ამიტომაც ამაზე პასუხისმგებლობასაც მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. ეს არ იყო ემოციურ ნიადაგზე გადადგმული ნაბიჯი, უნამუსო მსაჯობის წინააღმდეგ ხმა უნდა ამოგვეღო და ამიტომაც პროტესტის ეს ფორმა მისაღებად მივიჩნიე. პროტესტი მხოლოდ ლომაიას გაძევების გამო არ გამომითქვამს, მსაჯები მიზანმიმართულად მუშაობდნენ "ინტერის" წინააღმდეგ. რამილ დინიევის ბრიგადას ჩვენი ძაღლის უკანალში შეტენვა ჰქონდა დავალებული და ამ დავალებას ნახევრად პროფესიონალურ დონეზე ასრულებდა. ასეთ ჩემპიონატში თამაშს ის სჯობს, საერთოდ არ ითამაშო", - განაცხადა ნიკოლოვმა.

თავისი პოზიცია დააფიქსირეს "ბაქის" წარმომადგენლებმაც. გუნდის ლატვიელმა დამრიგებელმა ალექსანდრს სტარკოვსმა თქვა, ნურლან ნოვრუზოვს ლომაიას 45-ნომრიანი ბუცის კვალი მკერდზე ახლაც ეტყობა და ამიტომაც პენალტი დასანიშნი იყოო. ცხადაძეს ბრალი სტარკოვსის სიტყვიერ შეურაცხყოფაში დასდეს, რაც ქართველმა სპეციალისტმა კატეგორიულად უარყო.

აზერბაიჯანის პროფესიული საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტი მომხდარზე დღეს, 23 აგვისტოს იმსჯელებს და სასჯელებსაც ჩამოარიგებს. როგორც ამბობენ, "ინტერი" ქულების დაკლებას გადაურჩება და მხოლოდ ფულადი სანქცია დაეკისრება. ბუნებრივია, "ბაქისთან" მატჩში გუნდს წაგება ჩაეთვლება.

P.S. ბოლო ინფორმაციით, ნიკოლოვმა მოიპოვა ფაქტები, რომ ერთ-ერთ აზიურ ტოტალიზატორში "ბაქის" მოგებაზე დიდძალი თანხა დაიდო. "ინტერის" პრეზიდენტი უეფაში წერილს გზავნის და ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"