1994-1995 წლებში დაბადებულ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე 5 ქართველი ათლეტი იასპარეზებს
პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვოში დღეს დაიწყება 1994-1995 წლებში დაბადებულ ძალოსანთა ევროპის პირველობა, რომელშიც ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით 5 ქართველი ათლეტიც იასპარეზებს.

დღესვე ცნობილი გახდება ვაჟთა 56 კილოში გამარჯვებულის ვინაობა. ჩვენგან ფიცარნაგზე გავა ჩაქველი დებიუტანტი რამინ შამილიშვილი, რომელიც ევროპის ძალოსნობის ფედერაციაში გაგზავნილ სპორტსმენთა წინასწარი შედეგებით (ორჭიდში 200 კგ) მეშვიდე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს. წონის ფავორიტია თურქი ოკან იილმაზი, რომლის პირადი რეკორდია ორჭიდში 230 კილოგრამი. მას რვა კილოთი ჩამორჩება რუსი ასალი აბდულგაშიმოვი, 22 კილოთი - იტალიელი მიჩელ დი ჯუსტო. თუმცა, ეს ყველაფერი პირობითია. პრიზიორის ვინაობას ჩეხანოვოს ფიცარნაგი გამოავლენს.

24 აგვისტოს დაუპირისპირდება მეტოქეებს მსგავსი პირველობის შარშანდელი პრიზიორი ქუთაისელი შოთა მიშველიძე (62), 25-ში ჩაქველი ჯაბა ჩიბურდანიძე და ზუგდიდელი ბაჩანა ქუხალავა (ორივე-69 კგ) იბრძოლებენ მედლებისთვის, 26 აგვისტოს კი ზუგდიდელი თემურ პერტაია მოსინჯავს ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა