კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ორივე მასპინძლებმა მოიგეს: გორის დილამ და ქუთაისის ტორპედომ 3-3 ქულა ჩაიწერეს.

დილა 2:0 გარეჯი

გორელებმა მერვე ადგილზე მყოფ გარეჯს მოუგეს და ლიდერ იბერია 1999-ს უფრო მიუახლოვდნენ: ახლა ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან.

პირველი გოლი კონგოელმა დეო ბასინგამ გაიტანა თავურით. აღსანიშნავია ჟან-მარკ ტიბუეს გამოზომილი ჩაწოდება.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, საბოლოოდ კი დილამ გაიტანა კიდევ ერთხელ. კუთხურს მოჰყვა პედრო მენდეშის თავური, ლუკა კუტალაძემ მოიგერია ბურთი, დამატებაზე კი ისევ პედრო მენდეშმა იმარჯვა და 2:0. ეს გამოცდილი პორტუგალიელის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ტორპედო 2:1 გაგრა

ქუთაისის ტორპედომ გაგრას სძლია და მეოთხე საფეხურზე გადავიდა. პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ: ვარლეის პასს მოჰყვა სერბი კომნენ ანდრიჩის დაბალი დარტყმა - 1:0. ანდრიჩს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და აი, გოლითაც აღნიშნა. სერბი შარშან ხორვატიის რიეკაში გახლდათ, მერე კი ზაგრების ლოკომოტივაში იყო განათხოვრებული.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე გაგრამ გაათანაბრა, კერძოდ, ოთარ გაგნიძემ შორიდან დაბალი დარტყმით... ეს გაგნიძის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა ბოლო წუთზე ვარლეიმ გრძელი პასი გააკეთა და შეცვლაზე შესულმა ალეკო ბასილაძემ ახლოდან ერთი შეხებით გაიტანა. საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ბასილაძისთვისაც პირველი გოლია...

ტურის ბოლო მატჩი 4 აგვისტოს გაიმართება

დინამო ბთ-დინამო თბ

erovnuliliga.ge

alexandre
ბოდიშს გიხდი, მეგობარო. სახელის დაწერა რატომ არ შეგიძლია. შეურაცყოფა რომ მომაყენე მე და კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს, ეს გავატაროთ. კარგი. და შენ გგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვადარებ დიდ ექვთიმეს, ან სულაც ილიას?! კიდევ მრავალჯერ სცდები. და იმ ჩამოთვლილების გარდა საქართველოსთვის სხვას არავის არაფერი გაუკეთებია?! მშვიდობას გისურვებ, პირველ რიგში საქართველოში, მერე კიდევ შენს ირგვლივ. გაიხარე. ჰო, მართლა, დამავიწყდა. ოჯახისთვისო! ოჯახი ქვეყნის პირველადი ერთეულია, ზოგადად. და რუსი ან უკრაინელი ქალებისთვის ნაყიდი თუნდაც 1 ბოთლი არაყი - ქვეყნის სამსახური არ გეგონოს.
Deme svani
რაში გაიმარჯვეს?
Simartle
ვაცადოთ ამ კაცს ერთი ორი წელი ჩამოვუყვანოთ დვალი,ყაზაიშვილი,ერთი ორი კარგი შემტევი ლეგიონერი და ნახავთ რაგუნდსაც დააყენებს!!!
მძაღო
წყალში,ფოთოლში,ხეში...ბიძინაა, ის ყველგანაა!!! ასე ბრძანა ამხანაგმა გია ნაცვლიშვილმა.
ტაშკენტიდან მოდის სპასალარიიიი
ხვიჩა დიდია, ხვიჩა გოლია, ხვიჩა ყველგანაა, ის მაღალია, ხეშია, ფოთოლშია, წყალშია და ბასეინშია, მაგრამ წელს ჟოღჟი უფრო მეტ გოლს გაიტაააანს)))))))))))))
დაგაგვიანდა გენო
წელს გორის ბონიემი მოიგებს ჩემპიონატს.
alexandre-ს
კონკრეტულად იქნებ ჩამოთვალოთ რა დიდ საქმეებს უკეთებს ხვიჩა ერს? აქ უცბად ერთი დიდი და ლამის წმინდანად შერაცხული ქველმოქმედი კაცი გამახსენდა, დღესაც რომ ზოგიერთს ასე მიაჩნია. ბოლოს იცით რა გამოჩნდება? რომ ყველას საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის უღვაწია. აი ექვთიმე თაყაიშვილმა ნამდვილად გაუკეთა ერს დიდი საქმე. ქეთევან დედოფალმა, წმინდა ნინომ, ილია ჭავჭავაძემ მაგალითად. ძალიან მიყვარს ხვიჩა როგორც ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ არ გამიგია მისი გაკეთებული დიდი საქმეები და იქნებ მითხრათ....
ტორპედოს ფანი
ტორპედო გახდება ჩემპიონი
alexandre
მე, მაგალითად, მგონია, რომ ხვიჩა დიდ საქმესს აკეთებს ქვეყნისთვის და ერისთვის. მაგრამ "ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების ამომგლეჯს, დედას რომ მკვდარი შვილის თვალს შეაჭმევს, ეკლესიის კარებზე კაცის დამხვრეტებს, ჭებში ხალხის ცოცხლად ჩამყრელებს, მოჭრილი თავებით ფეხბურთის მოთამაშეებს რანაირად ეგუებით და უხრით თავს" - ეს რა შუაშია? რა, ეს ჩემ თავზე უნდა ვიფიქრო, თუ ხვიჩაზე ისე ვფიქრობ? ნამდვილად ვერ მოგმართავ ისე, როგორც შენ დაარქვი შენ თავს (რუსეთიო), მაგრამ, მეგობარო - თუ ასე ფიქრობ, გთხოვ, ბოდიში მომიხადე მეც და უამრავ რუსის მოძულე ქართველს, რომლებიც თვლიან ხვიჩას დღეს(!) ერის სახეთ.
რუსეთს რა და ....
ხვიჩა დიდ საქმეს უკეთებს საქართველესო მსოფლიოში. ))) იქნებ გამარკვიოთ კონკრეტულად რას უკეთებს? იმას რომ მოთხოვნილება და ინტერესი ქართველ ფეხბურთელებზე გაიზრდება და უკეთესად გაიყიდებიან? კი ბატონო, ამით გაძლიერდება ეროვნული ნაკრები, მაგრამ კიდევ უფრო დასუსტდება ეროვნული ჩემპიონატი. აი როგორც ერთი პერიოდი ითამაშა ბათუმში და მოიმატა დასწრებამ თამაშებზე, მაშინ მართლა უკეთებდა კარგს ქართულ ფეხბურთს. ფეხბურთელების გადინება იწვევს უცხოტომელი იაფფასიანი ფეხბურთელების შემოსვლას ქვეყანაში. რა დონეზე ითამაშეს, კი ვნახეთ ამ დღეებში. მე არ მგონია რომ ხვიჩა ქვეყანას რამეს უკეთებს სხვა რამე მნიშვნელოვანს. თავის ოჯახს და ახლობლებს - კი ბატონო. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს რასაც შოულობს. ასე რომ ნუ ვაზვიადებთ. ყველა შრომობს თავისი ოჯახისთვის. სამშობლოს კი მაშინ ადგები, როცა მსახურობ ჯარში მაგალითად. როცა კარს მომდგარ მტერს შეებრძოლები. გამოიგონებ მაგალითად უკერნებელი დაავადების წამალს და შეეწევი ამით ავადმყოფებს. ბავშვებისთვის ფორმისა და ბურთების ყიდვა უფრო პიარ-აქციაა, რომელსაც ყოველი მეორე ცნობილი სპორტსმენი მიმართავს და ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი ქვეყნისთვის გაკეთებულ დიდ საქმეში. ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების ამომგლეჯს, დედას რომ მკვდარი შვილის თვალს შეაჭმევს, ეკლესიის კარებზე კაცის დამხვრეტებს, ჭებში ხალხის ცოცხლად ჩამყრელებს, მოჭრილი თავებით ფეხბურთის მოთამაშეებს რანაირად ეგუებით და უხრით თავს, ცოტა არ იყოს გასაკვირია ღმერთმანი.
ewd
ტორპედომ დროულა გაუშვას მწვრთნელი ჯობია. ესპანელი პორტუგალიელი ნახონ ვინმე
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს