ხანტი-მანსიისკში 2011 წლის ფიდეს მსოფლიოს თასის გათამაშებაზე საპრიზო ადგილებისთვის ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა იბრძოლებს
ხანტი-მანსიისკში 27 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება 2011 წლის ფიდეს მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელშიც მთავარი პრიზისთვის 46 ქვეყნის 128 წარმომადგენელი იასპარეზებს.

მათ შორის უმაღლესი რეიტინგის მქონე დიდოსტატები: ფიდეს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი რუსლან პონომარიოვი (უკრაინა), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი), ვასილი ივანჩუკი(უკრაინა),ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), გატა კამსკი (აშშ), მაიკლ ადამსი (ინგლისი), ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი), ემილ სუტოვსკი (ისრაელი) და სხვები.

საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს გალელი ბაადურ ჯობავა, რომელიც მსგავს ტურნირებში მესამედ მოსინჯავს ძალებს. წინა ორში მან ორ-ორი წრე გადალახა, მესამეში ჯერ რუბლიოვსკისთან, შარშან კი ალექსანდრ გრიშჩუკთან დამარცხდა..

წლეულს პირველ წრეში აზერბაიჯანელ ნამიგ გულიევს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში არმან პაშიკიანსა (სომხეთი) და რადოსლავ ვოიტაჟეკს (პოლონეთი) შორის გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას. თუ ამ ბარიერსაც წარმატებით გადალახავს, მაშინ მესამე რაუნდში ბადის მოპირდაპირე მხრიდან დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)-სალეხ სალემისა (არაბთა გაერთიანებული საამირო) და ჰარიკრიშნა (ინდოეთი)-მაქსიმ როდშტეინის (ისრაელი) წყვილებში უძლიერესთა შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეჯიბრებაში ორი მანდილოსანიც მიიღებს მონაწილეობას - ქალთა მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი) და ვაჟებში წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იუდით პოლგარი (უნგრეთი). ქალბატონებს მეტოქეობას, შესაბამისად, სერგეი მოვსესიანი (სომხეთი) და ფიდელ კორალესი (კუბა) გაუწევენ.

მსოფლიოს თასის გათამაშების ექვს რაუნდში ორ-ორი, ფინალში კი ოთხი კლასიკური პარტია გათამაშდება. ფრის შემთხვევაში გამარჯვებულს ბლიცპარტიები გამოავლენს.

პირველი წრის პირველი პაექრობა 28 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი