რატის უნგრულ "დიორი ეტოში" კონტრაქტი უმთავრდება და შესაძლოა, "დინამოში" მის გადმოსვლაზე ლაპარაკი ამის გამო დაიწყო
სამწუხარო ფაქტია - 25 წლის თავდამსხმელი სანდრო იაშვილი ისე წავიდა თბილისის "დინამოდან", თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. ჯერჯერობით გუნდშია კიდევ ერთი ფორვარდი - ვახტანგ ფანცხავაც, მაგრამ თბილისელთა ესპანელი მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია არც მას ათამაშებს და უცნობია, ვახტანგი ახალ გუნდს მოძებნის თუ თავის შანსს დაელოდება.

უთამაშებლობა, ცხადია, არავის სიამოვნებს, თანაც ფანცხავა 21 წლისაა, ბუნებრივია, ამბიციაც აქვს და რა გასაკვირი იქნება, დროებით სხვა კლუბში თუ ვიხილავთ.

თბილისის "დინამოს" კი თავდასხმის პრობლემა დღემდე მოუგვარებელი აქვს. აგორდა კიდეც ხმები, თითქოს პრობლემის მოსაგვარებლად გუნდის ხელმძღვანელობა ახალი მოთამაშის შეძენას აპირებს.

ხმების თანახმად, "დინამომ" მოლაპარაკება წამოიწყო უნგრული "დიორი ეტოს" თავდამსხმელთან, 33 წლის რატი ალექსიძესთან, რომელიც თბილისური კლუბიდან 2003 წელს "როსტოვში" გადავიდა და მას შემდეგ კარიერას უცხოეთში აგრძელებს. თუმცა 2005 წლიდან ორწლიანი ჩავარდნა ჰქონდა, საქართველოში დაბრუნდა და ფეხბურთს შეეშვა.

ალექსიძემ კარიერა 2007 წელს განაგრძო თბილისის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობის თხოვნით, ამ გუნდში 2009 წლამდე ითამაშა, ეროვნულ ნაკრებშიც დაბრუნდა და უნგრეთშიც მიიწვიეს. "დიორი ეტოში" გამართულ 68 შეხვედრაში რატიმ 21 გოლი გაიტანა, მაგრამ მალე კონტრაქტი უმთავრდება და შესაძლოა, "დინამოში" მის გადმოსვლაზე ლაპარაკი ამის გამო დაიწყო.

თბილისელთა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშილმა ეს ხმები უარყო და გვითხრა, რომ უცხოეთიდან გამოცდილი ქართველი მოთამაშის დაბრუნება გუნდს ძალიან წაადგება, მაგრამ ალექსიძესთან მოლაპარაკება არ ჰქონიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს