საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ლატვიაში ემზადება, მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. ისრაელთან 4 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ, შემდეგ დღეს, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ესტონეთთან ჩაატარა. შეხვედრა ესტონელთა გამარჯვებით – 75:70 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს ოპტიმალური შემადგენლობით ისევ არ უთამაშია. სანდრო მამუკელაშვილი ნაკრებს კაუნასში, 8 აგვისტოს უერთდება, ხოლო გოგა ბითაძეს ფეხი მსუბუქად აწუხებდა და მწვრთნელებმა მისი მოედანზე გასვლა აღარ გარისკეს.

წინა მატჩისგან განსხვავებით, მოედანზე იყო კამარ ბოლდუინი, რომლის პირველი მატჩი დიდი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში დამაკმაყოფილებელი იყო. ის გუნდთან შეთამაშების პროცესშია და ამ გზაზე სწორედ ესტონეთთან და ისრაელთან გამართული მატჩები დიდად გამოსადეგია.

პირველი პერიოდი 17:20 დავთმეთ, მეორე კი 18:16 მოვიგეთ. ისრაელთან მატჩის მსგავსად, მესამე ათწუთეულში ჩავარდნა გვქონდა. მეოთხედი ბალტიელებმა 26:14 მოიგეს. ბოლო პერიოდში ესტონეთის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა, თუმცა ჩვენებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება.

ბოლო წუთებზე ესტონელებმა მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენმა ნაკრებმა პერიმეტრიდან პასიურად ითამაშა. 19 სროლიდან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდო – ალექსანდრე ფევაძემ, გიორგი კორსანტიამ და კამარ ბოლდუინმა. მეტოქემ 23-დან 7 სამიანის ჩაგდება მოახერხა.

ჩვენს ნაკრებში 18 ქულითა და 4 მოხსნით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. 11-11 ქულა ბექა ბურჯანაძემ და გიორგი კორსანტიამ (პლუს 7 მოხსნა) მიითვალეს. გიორგი შერმადინის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. კამარ ბოლდუინმა შეხვედრა 7 ქულითა და 4 პასით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები ლატვიას ხვალ, დილას დატოვებს და ავტბუსით მეზობელ ლიეტუვაში გადავა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს კაუნასში, ლიეტუვას ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა კაუნო არენაზე, მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება და მისი ტრანსლირება პირდაპირ ეთერში, საქართველოს პირველი არხის საშუალებით განხორციელდება.

GBF.GE

ლალი მოროშკინა
თან რა ბიჭები ყავთ ესპანელებს🔥🔥უჰ,უჰ
გივი
არა უშავს თუ წავაგეთ მოდიან მაგათი შვილები შემცვლელები როგორ ამათმა მამებმა დაიწყეს. სანაძის 3 შვილი ნაკრებში 18 ბში ვინც იყო 100% ნული მაგრამ. 16ბში მარკოიშვილი გამოჩნდა და დაიწყო ტენდენცია მამიკოებს შვილები ჩაანაცვლებენ და ფედერაციაც მაგათი გახდება.ყველა დასაჭერია ვინც ასე იქცევა.შედეგი ყოველთვის მისაღები ბ ლიგა 10 ზე ზევით.სპორტალ ჯე იყავი ჩუმად და აშუქე სულ წაგებები და კატასტროფები.თუ ხმა არ ამოიღე სპორტალ ჯე მოგიწევს გვარების გამეორება მომავალში და სულ წაგება და წაგება .ეტყობა მოგწონთ თქვენც ეს შედეგი და გუხარიათ ეს შედეგი.

ბასილაშვილსაც წაუგია ცინცინატის საკვალიფიკაციოს ფინალი
SOS
ესტონეთს რო ვერ მოუგებ,ესპანეთი,იტალია და საბერძნეთი გადაგვივლიან!!
ბენო
მაგ ჩმორებთან როგორ წააგეთ?... ყოველთვის ვუგრბდით
გიორგი-ს
არ სცალია მამუკელაშვილს ნაკრებისთვის თავის ამერიკელ,კალათბურთელ შეყვარებულს დასდევს ჯერ!
Beto
sandro amerikul ligas tamashobs jer. bitadzis aferistobis ra naxe? an azri rom iaferistos ? procesia samushao da gundi emzadeba. sandroc ukve ikneba. ra ver gaiget rom gundi ert dges ar shendeba da procesia romelic shedegs evropaze moitans.vacalot da vuqomagot nakrebs
გიორგი
აფერისტების ბუდეა. ბითაძემ ზუსტად იგივე მიზეზით არ ითამაშა წინა შეკრებაზეც.. მერე კი შეუთამაშებლობის გამო ჩააგდო ტურნირი. ახლაც იგივე მეორდება. ამ აფერისტებს კაცი როგორ უნდა ენდოს? ან რატომ არაა სანდრო?
გია
10 აგვისტოს, საღამოს 20.30
ბესო
10 აგვისტოს იქნება 20:50 ზე
და თარიღი, დრო ?
"მატჩი გაიმართება" და "პირველი არხი აჩვენებს" მერე, წესით და რიგით სწორი იქნებოდა - როდის გაიმართება-ც (თარიღი და დრო) დაგეწერათ! მაინც მადლობა ინფორმაციისათვის! :)
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89