„სიტყვები არ მყოფნის, იმიტომ რომ ასეთი ემოციის გადმოცემა შეუძლებლად მიმაჩნია. ეს შენ თვითონ უნდა განიცადო. შეიძლება თამაშს უყურო და მოგება ძალიან გაგიხარდეს, მაგრამ შენ თვითონ რომ ხარ პროცესის მონაწილე სულ სხვა შეგრძნებაა. ამ დროს ადრენალინი პიკშია. არც კი წარმომიდგენია სხვა რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი გრძნობა. მართლა რთულია სიტყვების პოვნა, რადგან რისთვისაც ძალიან ბევრი ოფლი დავღვარეთ, ენერგია დავხარჯეთ და ტკივილი ავიტანეთ, დაგვიფასდა“ - ინგლისთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ ემოციებს ვერ მალავს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი დემეტრე დევდარიანი:

„ასეთი გრძნობა ცხოვრებაში პირველად მქონდა და იმედია, არა უკანასკნელად. გამარჯვება მთელმა გუნდმა ცეკვა-სიმღერით ავღნიშნეთ. იმდენად დაღლილი და გახარებული ვიყავი, სიმართლე გითხრათ ზუსტად არც კი მახსოვს რა ხდებოდა. სრული სიგიჟე იყო. მწვფრთნელებისა და მოთამაშეების სახეებიდან ულევი ბედნიერება მოდიოდა“.

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრაში საქართველომ ინგლისი 35:31 დაამარცხა. დევდარიანს, რომელმაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინგლისში რამდენიმე თვე აქვს გატარებული თავიდანვე სჯეროდა, რომ მრისხანე მეტოქის დამარცხება სრულიად რეალური იყო და ამაში თანაგუნდელებსაც არწმუნებდა:

„ინგლისური რაგბი ჩემთვის ასე თუ ისე ნაცნობია და დაახლოებით ვიცოდი რას ითამაშებდნენ, როგორ სტილს შემოგვთავაზებდნენ. ვიცოდი რომ გამარჯვება რთული, მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა და ამას ბიჭებსაც ვეუბნებოდი - ისინიც ჩვენნაირი ბიჭები არიან, ჩვენზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ ნერვიულობენ და შეგვიძლია ამ თამაშის მოგება! ასე აგვიხდეს ყველაფერი“.

„მჯეროდა, რომ ჩვენს გუნდს ყველაფრის მიღწევა შეეძლო. ალბათ, თავიდან ზოგიერთ ჩვენს მოთამაშეს გამარჯვების არ სჯეროდა, მაგრამ ახლა ყველამ ყველაფერი დაიჯერა და ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“.

აპრილში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშა და მართალია სამივე თამაში დათმო, მაგრამ სამივე შემთხვევაში ბრძოლა ბოლო წუთებამდე გრძელდებოდა და ქართველი მორაგბეების რწმენა სწორედ ამან გაამყარა:

„ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ უმეტესობამ დავიჯერეთ, რომ ამ გუნდებს არაფრით ჩამოვუვარდებით. ზუსტად ვიცოდით, რომ შემდეგ თამაშს მოვიგებდით. ძალიან დიდი თავდაჯერება მოგვცა იმან, რომ 18-წლამდელთა სამი ბიჭი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წასული და უდიდესი გამოცდილებით დაგვიბრუნდნენ. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ გამარჯვებაში. სამწუხაროდ, გუნდის კაპიტანი დავით ბარამია გამოგვაკლდა, თორემ დარწმუნებული ვარ ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა“.

საქართველომ ინგლისთან მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მეტოქეს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ - ბურთს და ტერიტორიას აკონტროლებდნენ, უნარიანად უტევდნენ ხელით და მოლით, ინგლისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და 8-ქულიანი ჩამორჩენის (პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში) შემდეგაც კი იგრძნობოდა, რომ გამარჯვება შეიძლებოდა.

„ინგლისის ნაკრებს ცუდი თამაშით ვერ მოუგებ. თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან კარგი თამაში გვქონდა. დიდი უპირატესობა გვქონდა ბურთის ფლობაში. იყო შეცდომებიც და ტექნიკური წუნიც, რომლის გამოსწორება ძალიან მარტივია. მჯერა ასეც იქნება და დარჩენილი ორი შეხვედრის მოგებაც შეგვიძლია“.

„8-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად წამითაც არ გვიფიქრია, რომ უნდა დავნებებულიყავით. გარდამტეხი მომენტი იყო ეპიზოდი, როდესაც ინგლისი ჩვენს 5-მეტრიანთან გვიტევდა და არეკნის დარტყმა გადაწყვიტეს. მანდ მივხვდით, რომ ისინი უფრო ნერვიულობდნენ და ეს თამაში აუცილებლად წამოსაღები იყო. მაგ დროს დავრწმუნდი, რომ ინგლისი გამტყდარი იყო და ეს ხელიდან გასაშვები შანსი არ იყო“.

ინგლისთან გადატანილი ბრძოლის მეორე დღე დასვენებას, აღდგენას და ვიდეო-ანალიზებს დაეთმო. საქართველო მომდევნო თამაშს 12 აგვისტოს, საქართველოს დროით 13:30 საათზე მასპინძელი სამხრეთ აფრიკის (ა) წინააღმდეგ გამართავს.

„ასეთი დიდი გამარჯვების შემდეგ მომდევნო თამაშზე გადართვა ცოტა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას მოვახერხებთ. სერიის დაწყებამდეც ვთვლიდი, რომ სამივე თამაშის მოგება შეგვეძლო და ინგლისთან გამარჯვებამ ეს რწმენა კიდევ უფრო გაამყარა. ვიდეო-ანალიზებმა დაგვანახა ის დეტალები, რაშიც ძლიერები ვართ. ახლა მთავარია ის დეტალები და ტექნიკური წუნი გამოვასწოროთ, რაც ინგლისთან გვქონდა და გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება“.

Rugby.ge

თორნიკე
გაეროს ენები აქ არაფერ შუაშია. რეალობაა ასეთი შექმნილი, სადაც საერთაშორისო მატჩებში პირველ რიგში ინგლისური ენა ფასობს და შემდეგ ფრანგული, ბევრმა მსაჯმა იცის ნამდვილად ფრანგულიც. ფრანგული პრაქტიკულად არსებობისთვისაა საჭირო, რადგან ყველა ფრანგულ კლუბში ფრანგული ენაა პრიორიტიზირებული და აგერ ო'გარაც ფრანგულად ესაუბრება გუნდს ეგ არ არის გასაკვირი და იქ ჩასულს ყველას შემოესწავლება ფრანგული. ადრე არ შევსწრებივარ რაგბში რა როგორ იყო, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ თანამედროვე პროფესიულ რაგბში კაპიტანი ჟესტების ენაზე არ უნდა ესაუბრებოდეს მსაჯს, იმდენად დიდი გავლენა აქვს კომუნიკაციას თამაშის ბედზე. სხვა ენები რაც ახსენე პროფესიულ კარიერაში პრაქტიკული გაგებით უსარგებლოა. თან ვიცი, რომ ამ ბიჭებიდან რამდენიმე ინგლისში სწავლობდა და თამაშობდა შარშან.

კარგი იქნებოდა,მაგრამ ისინი მხოლოდ წელს ამთავრებენ სკოლას და თუ ევროპაში წასვლა იქნება,იქ ტრადიციულად საფრანგეთში მიდიან,ესე იგი,მათთვის უფრო ღირებული,ფრანგულის ცოდნა იქნება და არც სავალდებულოა,ყველამ იცოდეს ინგლისური.გაეროს ოფიციალურ ენებში ფრანგულიც შედის,ესპანურიც,ინგლისურიც და რუსულიც.ინგლისელებმა მსოფლიოს თავს მოახვიეს,ინგლისური ენა!არსებობს ჟესტების ენა,ტერმინოლოგია. მსაჯთან კომუნიკაცია მთელი მეოცე საუკუნე,ასე ხდებოდა და დღესაც შეიძლება.ინტერვიუს რომ იღებენ,ეგ ოფიციალური ნაწილი არ არის.
თორნიკე
კარგი ბიჭები ხართ. უცხო ენებს მიაქციეთ ყურადღება, მატჩისშემდგომ ინგლსიურენოვან ინტერვიუდან თუ ვიმსჯელებთ, კარგად არ არის საქმე მაგ მხრივ. როგორც მოედანზებ(მსაჯთან კომუნიკაციისთვის), ასევე მის გარეთაც დაგჭირდებათ, რომ თარჯიმანს კიდე თარჯიმანი არ ჭირდებოდეს ¯\_(ツ)_/¯
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"ოკლაჰომას" გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა - "ოკლაჰომას" ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ნუთუ სულ არ რცხვენია? - არშავინი ყოფილმა მეუღლემ ტყუილსა და სიხარბეში ამხილა
"იუვენტუსმა" სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი
"ვერც კი წარმოიდგენთ, ალისონი ისე გვჭირდება" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიელ მეკარეზე ისაუბრა
მადრიდის "რეალმა" ვინისიუსის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, სანდრომ 10 ქულა დააგროვა - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეოთხე გოლი გაიტანა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!