„სიტყვები არ მყოფნის, იმიტომ რომ ასეთი ემოციის გადმოცემა შეუძლებლად მიმაჩნია. ეს შენ თვითონ უნდა განიცადო. შეიძლება თამაშს უყურო და მოგება ძალიან გაგიხარდეს, მაგრამ შენ თვითონ რომ ხარ პროცესის მონაწილე სულ სხვა შეგრძნებაა. ამ დროს ადრენალინი პიკშია. არც კი წარმომიდგენია სხვა რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი გრძნობა. მართლა რთულია სიტყვების პოვნა, რადგან რისთვისაც ძალიან ბევრი ოფლი დავღვარეთ, ენერგია დავხარჯეთ და ტკივილი ავიტანეთ, დაგვიფასდა“ - ინგლისთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ ემოციებს ვერ მალავს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი დემეტრე დევდარიანი:

„ასეთი გრძნობა ცხოვრებაში პირველად მქონდა და იმედია, არა უკანასკნელად. გამარჯვება მთელმა გუნდმა ცეკვა-სიმღერით ავღნიშნეთ. იმდენად დაღლილი და გახარებული ვიყავი, სიმართლე გითხრათ ზუსტად არც კი მახსოვს რა ხდებოდა. სრული სიგიჟე იყო. მწვფრთნელებისა და მოთამაშეების სახეებიდან ულევი ბედნიერება მოდიოდა“.

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრაში საქართველომ ინგლისი 35:31 დაამარცხა. დევდარიანს, რომელმაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინგლისში რამდენიმე თვე აქვს გატარებული თავიდანვე სჯეროდა, რომ მრისხანე მეტოქის დამარცხება სრულიად რეალური იყო და ამაში თანაგუნდელებსაც არწმუნებდა:

„ინგლისური რაგბი ჩემთვის ასე თუ ისე ნაცნობია და დაახლოებით ვიცოდი რას ითამაშებდნენ, როგორ სტილს შემოგვთავაზებდნენ. ვიცოდი რომ გამარჯვება რთული, მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა და ამას ბიჭებსაც ვეუბნებოდი - ისინიც ჩვენნაირი ბიჭები არიან, ჩვენზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ ნერვიულობენ და შეგვიძლია ამ თამაშის მოგება! ასე აგვიხდეს ყველაფერი“.

„მჯეროდა, რომ ჩვენს გუნდს ყველაფრის მიღწევა შეეძლო. ალბათ, თავიდან ზოგიერთ ჩვენს მოთამაშეს გამარჯვების არ სჯეროდა, მაგრამ ახლა ყველამ ყველაფერი დაიჯერა და ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“.

აპრილში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშა და მართალია სამივე თამაში დათმო, მაგრამ სამივე შემთხვევაში ბრძოლა ბოლო წუთებამდე გრძელდებოდა და ქართველი მორაგბეების რწმენა სწორედ ამან გაამყარა:

„ექვსი ერის ფესტივალის შემდეგ უმეტესობამ დავიჯერეთ, რომ ამ გუნდებს არაფრით ჩამოვუვარდებით. ზუსტად ვიცოდით, რომ შემდეგ თამაშს მოვიგებდით. ძალიან დიდი თავდაჯერება მოგვცა იმან, რომ 18-წლამდელთა სამი ბიჭი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წასული და უდიდესი გამოცდილებით დაგვიბრუნდნენ. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ გამარჯვებაში. სამწუხაროდ, გუნდის კაპიტანი დავით ბარამია გამოგვაკლდა, თორემ დარწმუნებული ვარ ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა“.

საქართველომ ინგლისთან მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მეტოქეს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ - ბურთს და ტერიტორიას აკონტროლებდნენ, უნარიანად უტევდნენ ხელით და მოლით, ინგლისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და 8-ქულიანი ჩამორჩენის (პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში) შემდეგაც კი იგრძნობოდა, რომ გამარჯვება შეიძლებოდა.

„ინგლისის ნაკრებს ცუდი თამაშით ვერ მოუგებ. თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან კარგი თამაში გვქონდა. დიდი უპირატესობა გვქონდა ბურთის ფლობაში. იყო შეცდომებიც და ტექნიკური წუნიც, რომლის გამოსწორება ძალიან მარტივია. მჯერა ასეც იქნება და დარჩენილი ორი შეხვედრის მოგებაც შეგვიძლია“.

„8-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად წამითაც არ გვიფიქრია, რომ უნდა დავნებებულიყავით. გარდამტეხი მომენტი იყო ეპიზოდი, როდესაც ინგლისი ჩვენს 5-მეტრიანთან გვიტევდა და არეკნის დარტყმა გადაწყვიტეს. მანდ მივხვდით, რომ ისინი უფრო ნერვიულობდნენ და ეს თამაში აუცილებლად წამოსაღები იყო. მაგ დროს დავრწმუნდი, რომ ინგლისი გამტყდარი იყო და ეს ხელიდან გასაშვები შანსი არ იყო“.

ინგლისთან გადატანილი ბრძოლის მეორე დღე დასვენებას, აღდგენას და ვიდეო-ანალიზებს დაეთმო. საქართველო მომდევნო თამაშს 12 აგვისტოს, საქართველოს დროით 13:30 საათზე მასპინძელი სამხრეთ აფრიკის (ა) წინააღმდეგ გამართავს.

„ასეთი დიდი გამარჯვების შემდეგ მომდევნო თამაშზე გადართვა ცოტა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას მოვახერხებთ. სერიის დაწყებამდეც ვთვლიდი, რომ სამივე თამაშის მოგება შეგვეძლო და ინგლისთან გამარჯვებამ ეს რწმენა კიდევ უფრო გაამყარა. ვიდეო-ანალიზებმა დაგვანახა ის დეტალები, რაშიც ძლიერები ვართ. ახლა მთავარია ის დეტალები და ტექნიკური წუნი გამოვასწოროთ, რაც ინგლისთან გვქონდა და გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება“.

Rugby.ge

თორნიკე
გაეროს ენები აქ არაფერ შუაშია. რეალობაა ასეთი შექმნილი, სადაც საერთაშორისო მატჩებში პირველ რიგში ინგლისური ენა ფასობს და შემდეგ ფრანგული, ბევრმა მსაჯმა იცის ნამდვილად ფრანგულიც. ფრანგული პრაქტიკულად არსებობისთვისაა საჭირო, რადგან ყველა ფრანგულ კლუბში ფრანგული ენაა პრიორიტიზირებული და აგერ ო'გარაც ფრანგულად ესაუბრება გუნდს ეგ არ არის გასაკვირი და იქ ჩასულს ყველას შემოესწავლება ფრანგული. ადრე არ შევსწრებივარ რაგბში რა როგორ იყო, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ თანამედროვე პროფესიულ რაგბში კაპიტანი ჟესტების ენაზე არ უნდა ესაუბრებოდეს მსაჯს, იმდენად დიდი გავლენა აქვს კომუნიკაციას თამაშის ბედზე. სხვა ენები რაც ახსენე პროფესიულ კარიერაში პრაქტიკული გაგებით უსარგებლოა. თან ვიცი, რომ ამ ბიჭებიდან რამდენიმე ინგლისში სწავლობდა და თამაშობდა შარშან.

კარგი იქნებოდა,მაგრამ ისინი მხოლოდ წელს ამთავრებენ სკოლას და თუ ევროპაში წასვლა იქნება,იქ ტრადიციულად საფრანგეთში მიდიან,ესე იგი,მათთვის უფრო ღირებული,ფრანგულის ცოდნა იქნება და არც სავალდებულოა,ყველამ იცოდეს ინგლისური.გაეროს ოფიციალურ ენებში ფრანგულიც შედის,ესპანურიც,ინგლისურიც და რუსულიც.ინგლისელებმა მსოფლიოს თავს მოახვიეს,ინგლისური ენა!არსებობს ჟესტების ენა,ტერმინოლოგია. მსაჯთან კომუნიკაცია მთელი მეოცე საუკუნე,ასე ხდებოდა და დღესაც შეიძლება.ინტერვიუს რომ იღებენ,ეგ ოფიციალური ნაწილი არ არის.
თორნიკე
კარგი ბიჭები ხართ. უცხო ენებს მიაქციეთ ყურადღება, მატჩისშემდგომ ინგლსიურენოვან ინტერვიუდან თუ ვიმსჯელებთ, კარგად არ არის საქმე მაგ მხრივ. როგორც მოედანზებ(მსაჯთან კომუნიკაციისთვის), ასევე მის გარეთაც დაგჭირდებათ, რომ თარჯიმანს კიდე თარჯიმანი არ ჭირდებოდეს ¯\_(ツ)_/¯
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
მენსანამ რუსთავში იმარჯვა და 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
"პირველ ტაიმში ძალიან სუსტები ვიყავით" - ვინისიუსი მაროკოსთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] კატარმა 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით შვეიცარიასთან ფრეს მიაღწია
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 ტორპედო. ზედიზედ მესამე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - არგენტინა
საფრანგეთში დაბრუნება არ ისურვა - როსენიორი დროებით დაისვენებს
თუ ბარკოლა წავა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
[VIDEO] ბალოგუნის შოუ - აშშ-მა პარაგვაი დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] ლამაზი მატჩი ტორონტოში - კანადამ და ბოსნიამ ქულები გაიყვეს
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
რატომ გაათავისუფლა "ლივერპულმა" მოულოდნელად სლოტი - ოუენმა მიზეზი განმარტა
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ
204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 დილა. ბათუმური სენი და სამწვრთნელო ქაოსის მსხვერპლი
სამწვრთნელო გადაადგილები - ტოპმიოლერი საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონში, საჟი კი "კრისტალ პალასის" დამრიგებლად ინიშნება
ლონდონურმა კლუბმა პსჟ-ს ორი ფეხბურთელი 130 მილიონად დაუფასა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო