ინგლისის სუპერთასზე „ლივერპული“ პენალტების სერიაში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა, "არწივებმა" აღნიშნული ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვეს.

„ლივერპული“ ორჯერ იგებდა, „კრისტალ პალასმა“ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში და პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვა.

„წითლების“ კარს ალისონი იცავდა, მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო. მერსისაიდული გუნდიდან გოლები დებიუტანტებმა ეკიტიკემ და ფრიმპონგმა გაიტანეს. ლონდონელთაგან სარის ანგარიშზე მოპოვებული პენალტი და გოლია.

„ლივერპული“ მომდევნო მატჩს 15 აგვისტოს ჩაატარებს - პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს.

ლონდონი. „უემბლი“

კრისტალ პალასი - ლივერპული 2:2 (პენ 3:2)

გოლები: 0:1 ეკიტიკე (4), 1:1 მატეტა (17, პენ),1:2 ფრიმპონგი (21), 2:2 სარი (77)

Hala madrid7
იცით რაა სლოტი მართალიც იყო მამარდა რომ არ ჩააყენა როგორ შეიძლება ერთი თვის მოსული მეკარე ჩააყენო კარში და სათადარიგოზე დატოვო მსოფლიო დონის მეკარე ისეთი როგორიც ალისონია და სანამ სლოტი არ დარწმუნდება მამარდაში იქამდე ალბათ სკამის ხერხვა და გახურება მოუწევს
ავთანდილი
არ ათამაშა გიორგი და დედა ეტირა. ასე იქნება ყოველთვის. გიორგი უძლიერესია მას ვერავინ შეედრება.
გიგო
მერედა ვინ გითხრა, რომ ალისონი დაიღალა? მეკარის თამაში სირბილი კი არა რეაქციაა და ამ რეაქციის გამომუშავებას დიახაც ჭირდება ვარჯიში.

ბარსელონამ შჩესნი რომ წაიყვანა,ფეხბურთისათვის თავი დანებებული ჰქონდა და პრაქტიკულად უვარჯიშებელი ჩადგა კარში.მგონი მის თამაშს არ შესტყობია მთელი ზაფხულის უთამაშებლობა.მეკარეს ბევრი სირბილი არ სჭირდება,რომ დაიღალოს და ვეღარ ირბინოს,დანარჩენი უნარები კი,ასე სწრაფად არ იკარგება და ალისონმა თავისი თამაშით დაამტკიცა,რომ დიდებულ ფორმაშია.ყველას გვინდა მამარდა გახდეს ძირითადი მეკარე,მაგრამ მანაც იცის,სად მიდიოდა და საკუთარი თავის იმედი რომ არ ჰქონოდა,არც წავიდოდა.ორი თამაში ითამაშა და ვნახეთ,მისი თამაში.ამდენი და იმდენი გაუშვაო,აქაც ბევრმა გააკრიტიკა,მაგრამ მეკარე ყველაფერს ვერ მოიგერიებს,როცა დაცვა თავის სიმაღლეზე ვერ არის.აქაც,ალისონის მაგალითი თვალწინ გვაქვს.სააგენტო მეკარეს როგორ შეაფასებს,მაგას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.თამაშს უნდა უყურო და ისე შეაფასო.
პეტუხი კრიშტიანუ
გაბრიელიძე ხარ თუ მიქელგაბრიელიძე,ნორმალური ხარ?
გირჩის თანაშემწე
სიძულვილით აღსავსე ხარ შენ! სულ ცდილობჩააკვეხო ქოცი-ნაცი და პოლიტიკა! გამოიცვალე ზნეც და ეს დისკრედიტირებული სახელი! დიდება სუვერენულ საქართველოს, სიკვდილი ევროკავშირს!
ფარერა
რუსთავიდან ვალენსიაში ჩასულმა ბავშვმა ძირითადი დაითრია და ვალენსიადან ლივერპულში გაყიდული უკვე კაცი სკამზე ჯდომას არ შეეგუება. აქაც გახდება პირველი. მე ასე მწამს და მინდა. რას იტყვით მეგობრებო , დავუცადოთ ჩვენს შანსს.
L.J.
sami goli ar gaushvia,tan getyoba ar giyurebia tamashze Alisontan noli pretenziaaa...
იური გაბრიელიძე
რა შარში გაეხვია ლივერპული ჯერ აზრზე არ არიან.ყველა თამაშში როდესაც კარში ალისონი იდგება საქართველოში N რაოდენობის ლოცვა აღევლინება რომ ლივერპულმა წააგოს. რა გგონიათ, გუშინ სამი პენალტი შემთხვევით გააფუჭეს? არ დაიჯეროთ...
gel-100
აითვალწუნეეს?? სიტყვა ათვალწუნების მნიშვნელობა იცი საერთოოდ?? ლივერპული არის გრანდი რომელსაც წლებია მსოფლიოს საუკეთესო მეკარე უდგას კარში და თან ისე დგას რო პრეტენზიაც ვერავის ექნება და ალისონი ამოაგდონ და ერთი თვის მისული მამარდა დააყენონ ეგ არც არანაირ ლოგიკაში არ ჩაჯდება და ათვალწუნებაც გამოვა ალისონის ოღონდ და არა მამარდასი,,მამარდა იყიდეს 35-მილიონ ევროდ რაც მეკარეებში დღეის მდგომარეობით არის მაქსიმალური თანხა და ტყუილად და ათვალწუნებისთვის არ გადაყრიდნენ მაგხელა თანხას, უბრალოდ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და ალისონმა წასვლა გადადო 1-2 წლით თორე როცა მამარდას ყიდულობდნენ მაშინ ალისონი მიდიოდა, არაფერი საგანგაშო არ ხდება მამარდა წელსაც მიიღებს საკმარის სათამაშო პრაკტიკას, ისწავლის ალისონისგან, შეეჩვევა და ბოლომდე გაივლის ადაპტაციას პრემიერლიგასთან, რაც გამოსასწორებელი აქვს (ფეხით თამაში და გამოსვლები) გამოასწორებს დახვეწავს უფრო და მომავალი სეზონიდან მყარად იქნება ძირითადის მეკარე,,ათვალწუნებით ვერაფრით აითვალწუნებ ერთი თვის წინ მოყვანილ მეკარეს რომელსაც მომავალი 10-წელი უნდა ანდო ლივერპულის კარი
ალისონი
შენ გადაგახდევინეს რამე?
დავით 67
რა არაობიექტური კომენტარებია სიძულვილით აღსავსე (ე.ი ქოცირი). რადგან მამარდაშვილი არ ათამაშეს უნდა გაგიხარდეს გუნდის წაგება? სადაური ლოგიკაა. დარწმუნებული ვარ ზოგნი ალისონს რაღაც უბედურებასაც კი უსურვებენ. ასე იყო ხვიჩაზეც ნაპოლიშიც. თუ ხვიჩა არ ითამაშებდა ან შეცვლიდნენ, ხარობდნენ ვაიგულშემატკივრები. თან პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ლოცულობდნენ რომ ნაპოლი არ გამხდარიყო ჩემპიონი. ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ბოღმა დაავადებაა, თუმცა განკურნებადი. ამისთვის ექიმთან ვიზიტია საჭირო. მამარდას თქვენი მონდომების გარეშეც მიეცემა შანსი თავის გამოჩენის. მაინც ვერ გავიგე რატომ უნდა დასვას მწვრთნელმა ალისონი და ათამაშოს მამარდაშვილი? იმიტომ რომ ქართველებს ასე უნდათ?
ჯორჯო ბიძიაs
კი, მარა, ტრამვა, რომ მიიღოს ალისონმა შენ ჩადგები?

თამაშის მეტი წილი,კრისტალ პალასის უპირატესობით მიდიოდა და ლივერპულს ძირითადში წაგებაც შეეძლო,მიუხედავად იმისა,რომ იგებდნენ.პენალტების სერიაში,სალაჰმა ზედიზედ მეორედ ააცილა კარს.ალისონმა ერთი პენალტი აიღო და ერთიც ძელს მოხვდა.ძირითადში კი,რამდენიმე მართლაც მაგარი ბურთი მოიგერია.ელიოტის და მაკ ალისტერის პენალტები,კრისტალ პალასის მეკარემ მოიგერია.ლივერპულს ბოლოსკენ აშკარად გაუჭირდა.ეტყობა ფიზიკური მომზადება არ ჰკმარათ.

რამდენჯერაც მამარდაშვილს არ ათამაშებს ლივერპული იმდენჯერ წაგება... რა აითვალწუნეს რა...მაშინ რისთვის ყიდულობდნენ...
დიმიტრი
უთამაშებელთა სიას, ზურიკოს და ჩაკვეს, მამარდაც დაემატება. შესარჩევიც კარს მოგვადგა თითქმის.....ვფიქრობ არც ხვიჩა იქნება ოპტიმალურ ფორმაში. 2 კვირაში რა უნდა მოასწროს? ჟორჟს არა უშავს, მეტი პრაქტიკა აქვს და უკეთესადაც გამოიყურება. ქოჩორაც სკამზე ზის. გაგვიჭირდება შესარჩევში.
გურულო
ეტყობა კოჭებში ალისონს რო კაი თამაში ჰქონდა! ამხანაგური თამაში რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო, მაგრამ სუპერთასის თამაშში 3 გოლის გაშვება აკარგად როგორ უნდა შეფასდეს? საინტერესო მოსაზრებაა, ვერ შეედავები... 😀
ზურიკო
ძაან კაი თამაში ქონდა ალისონს თამაშშიც კაი ბურთები აიღო და პენალტების სერიაშიც…უბრალოდ დაცვა იყო ძაან დირკა და მაგიტო წააგეს.
ჯორჯო ბიძია
გაუშვან მაინც სადმე იჯარით მაგ წაგებულებმა
შმაგი
უნდა ყოფილიყო სადაც იყო და იქ აეკრიფა უკეთესი გამოცდილება. ბევრჯერ დასვავენ სკამზე ჯერ სად ვართ.
სიმართლე
მამარდაშვილს სკამის ხეხვა მოუწევს და გააფუჭებს…იმედია ვცდები!
მირო
"მამარდაშვილი არ ათამაშეს"--- შეიძლება ბევრჯერ მოგვიწიოს ასეთი სათაურის წაკითხვა,სანამ ალისონი იქნება გუნდში.მაგრა ტეხავს.
მირო
ესე!!!სანამ მამარდას არ დააყენებთ ძირითადში,სულ ასე იქნებით.
ჟორა
დასირება გამიგია, მაგრამ ასეთი? რისთვისაა მოსამზადებელი პერიოდი თუ არა ფორმის ასაკრებად? დავიჯერო უვარჯიშებელი ალისონი ნავარჯიშებ მამარდაშვილს ჯობია? ჰოდა მიიღო კიდეც დამსახურების მიხედვით.
გიგი
ძალიან ცუდი რომ არ ათამაშეს იმიტომაც წააგეს
გიგი
ეგრე მოუხდებათ რამდენჯერაც არ დააყენებენ მამარდა იმდენჯერ წააგებენ არადა დარწმუნებული ვარ პენლებში გაქაჩავდა მამარდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] "ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
"ლივერპულს" ტრანსფერი პირადად ჩაუშალა, ახლა კი იქ მწვრთნელად მიდის? - სლოტის შემცვლელად გლასნერი განიხილება
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
[VIDEO] 0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? - "ლივერპული" თასიდან "კრისტალ პალასმა" გამოაგდო
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
"ბინძურ სარეცხს საჯაროდ არ ფენენ" - ტიერი ანრიმ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა
[VIDEO] "ლივერპულმა" "ინტერს" სადავო პენალტით მოუგო
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ