ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები შენგელიას გარეშე პირთამდე სავსე 15-ათასიან „კაუნო არენაზე“ ლიეტუვასთან 54:77 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: ბოლდუინი, ანდრონიკაშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, შერმადინი. მასპინძლებმა სტარტზე 9:0 გაქცევა მოახერხეს, ჯიკიჩს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ბურჯანაძემ ორჯერ შედეგიანად შეუტია, შეცვლაზე შესულმა ბითაძემ სამქულიანი ჩააგდო, მამუკელაშვილმა ხუთი ქულა შეგვძინა და პირველი მეოთხედი 19:16 დასრულდა.

სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ირჯებოდა ბოლდუინი, შერმადინსაც არ წაუვიდა თამაში, შეტევების დაგვირგვინება გვიჭირდა, შეცდომებს ვუშვებდით და დიდი შესვენების წინ ტაბლოზე 40:26 დაფიქსირდა.

მეტოქე ფარზე დომინირებდა, სადაც ვალანჩუნასი შეუჩერებელი იყო, პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ, დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ და 18 ქულით გავიდნენ წინ. მერე როგორც იქნა, მეშვიდე ცდიდან ბოლდუინმა პირველი ქულები აიღო, კიდევ ხუთი ქულა ჩააგდო, ჩვენმა გუნდმა კი სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა - 53:45.

დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თითქოს თამაშში დავბრუნდით, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს და დამარცხდნენ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო, 9 ქულა ბურჯანაძემ ჩააგდო, 8 ბითაძემ, 7 ბოლდუინმა, 6 შერმადინმა, 5 კორსანტიამ, 4 კი ოჩხიკიძემ.

ისევ პრობლემაა მოკლე სათადარიგოთა სკამი და ის, რომ ქულების უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელი აგროვებს, ხოლო ერთ მატჩში 54 ქულა ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ერთი სიტყვით, ისრაელთან და ესტონეთთან წაგების შემდეგ, ლიეტუვასთან უფრო დიდი ანგარიშით მარცხი განვიცადეთ და იმედია, როდესაც უკვე ბოლოს და ბოლოს ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება, იმ თამაშს აჩვენებენ, რომელსაც გულშემატკივარი ელოდება.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 აგვისტოს პოლონეთთან ჩაატარებს.

რეალობა
ფეხბურთში 52-ზე რო ვართ ვიცით და კალათბურთზეც რო გვითხრათ თუ შეიძლება..მგონია ძაან უკან ვართ დანიაშიც გამოჩნდა რა ბიჭებიც ვართ!!
ადამიანი
რა ღირს და 180 ლარი ეს თანახას იხდიდი გააიგივეთ სკოლის მიდგომა.ფაქტირად მოვალეობის მოხდის მიზნით.ინდივიდუალური მომზადება ერთი 50 ლარი კვირაში 2 ან 3 დღე.ფიტნესის მომზადება 340 ინსტრუქტორი და აბონემენტი 100 150 ლარი.ამას ბოტასები 300 400 ლარი და თუ ფორმის შეკერვა მოგთხოვეს 150 ლარი.თუ თბილისიდა არ არის და უწევს ჩამოსვლა ჩათვალე ვალებში ჩაუძირები.როგორ მე ერთი 207სმ ბავშვი არავინ არ მიაქცია ყურადღება და ზის სახლში.რომ მიექციათ რა გამოვიდოდა კაცმა არ იცის.მაგრამ კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო. ვალები ავიღე რომ ევლო და 6 წლის მერე მითხრეს სუსტიაო.აი ასე ხდება ყველაფერი
ks
saidan moatries es boldvini ??? qartveli magaze cudad itamashebs vinme?? an es treineri ??? azrze araa erti kombinacia argauketebiat!!
მოყვარული
თუ იცით რა ღირს ბავშვი რომ ატარო კალათბურთზე? ---ფულიანი, მაგრამ უჯიგრო ტიპების გასართობად აქციეს....ნიჭიერ ბავშვებს შანსი არ აქვთ.
გივი
20 ბი 20 ადგილი 18 ბი 12 ადგილი. 16 ბის უსახური გამოსვლა ა ლიგაში. დიდი ნაკრები ბებრები და ახალგაზრდები ვინ....20 ბიდან ბ ლიგაში 20 ადგილით რომ ვართ? ფედერაცია უნდა გადადგეს მთელი შემადგენლობა იმიტომ რომ უკან და უკან მივდივართ კალათბურთში. აკადემიაბის კონტროლი უნდა დაიწყოს იმიტომ რომ აკადემიებში ახლობლებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე უცხოდ მისულ ბავშვს.შესაბამისად გაიზარდნენ ვინები 18 ბის და 20 ბის განადგურებით ევროპაზე. აკადემიებს უნდა მოთხოვოს ფედერაიამ და უნდა ჩაერთოს ბავშვების გაზრდაში და ახლობლობა უნდა გადავარდეს.ფედერაციამ კარები ყველა ბავშვს უნდა გაუღოს და არა მარტო თავის შვილებს და ახლობლებს.ამიტომ ფედერაცია უნდა გადადგეს.ჟურნალისტებმაც უნდა ამოიღოთ ხმა.გუშინდელი თამაში იყო ქუჩის კალათბურთი.შენგელიაც რომ ყოფილიყო და შევქმნით ილუზიას რომ რამეს გააკეთებდა
1981
შენგელიას იქით კატასტროფაა. ერთი 10 -12 წელი მკვდარია ეს სპორტი საქართველოში
მერაბ მაღლაკელიძე
სავალალო დღეშია ქართული კალათბურთი, ასაკობრივ ნაკრებების თამაში ვერანაირ იმედს ვერ იძლევა სასიკეთოს, კლასში იმხელა სხვაობაა როგორც ცა და დედამიწა. ფედერაციაში კიდევ რას ფიქრობენ უვარგისი ბოლდუინის იმედათ ყოფნა? შენგელიაც მალე წავა და მერე რა გვეშველება? სანაძემაც მაგრად მოუკლო, რატი კიდევ ვერ შედგა კალათბურთელად, რისი იმედი უნდა გვქონდეს? გოგა და მამუ შესარჩევში ვერ ითამაშებენ, დავქვეითდებით ბ ლიგაში და გავხდებით მაჩანჩალები.
toy
დღეს ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდმა წააგო და თან ლიეტუვაზე გაცილებით სუსტებთან და საკმაოდ სოლიდური სხვაობით, საბერძნეთმა-იზრაელთან, ბოსნიამ-მონტენეგროსთა, ნუ კვიპროსი=სერბეთთან სახსენებლადაც არ ღირს, ასე, რომ კატასროფა არ მომხდარა.

ნაკრებიდან თანდათან მიდიან ვეტერანები და მათი ღირსეულად შემცვლელები აღარსად ჩანან.ამ ჩემპიონატის შემდეგ,გიორგი შერმადინიც ამთავრებს სანაკრებო კარიერას და დიდი ალბათობით,მომდევნო ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვეღარ მოვიპოვებთ.ბითაძეს და მამუკელაშვილს ხომ მხოლოდ ფინალურ ტურნირებზე შეუძლიათ ნაკრების დახმარება,ჩვენ კი,იქამდე ვერ მივაღწევთ.როცა 20 წლამდელების თამაშს ვუყურებდით,მგონი ყველა დარწმუნდა,რომ მის წევრებს,კალათბურთთან მხოლოდ შორეული ნაცნობობა აკავშირებს და პირველ ნაკრებს ვერაფერს შემატებენ.არა,დრო მოვა და მათ მოუწევთ,პირველ ნაკრებში თამაში,მაგრამ ეს უკვე სადღაც მეორე,ან სულაც მესამე დივიზიონში იქნება.ასაკობრივი ნაკრების მოვალეობა,პირველი ნაკრებისათვის შევსების მომზადებაა,თუნდაც მხოლოდ ერთის,მაგრამ სრულფასოვანი შევსების.ჯარიმების სროლა არ შეუძლიათ და ბურთის გათამაშება,რა იმედი უნდა გვქონდეს მაგათგან?რამდენიმე წლის წინ,ჩვენი ასაკობრივი ნაკრები,რომელიღაცა უცხოურ ტურნირზე თამაშობდა,სტრიმს ვუყურებდი და ჩვენი მწვრთნელის მხრიდან ისეთი დედის გინების კორიანტელი ისმოდა მთელი თამაშის დროს,რომ იმ 17-18 წლის ბიჭებისაგან,ყოველ წამს დედას რომ უგინებს მწვრთნელი,კალათბურთელი კი არა,კაციც ვერ გაიზრდებოდა.ვერც გაიზარდნენ და ვერც იზრდებიან.ასე დათრგუნული ადამიანი,ინიციატივას ვერ გამოიჩენს და გაბედულად ვერ ითამაშებს.მაშინ სპორტალზეც დავწერე,ამის შესახებ.რა ფედერაციის ხელმძღვანელებმა არ იციან,მათი დანიშნული მწვრთნელი ასე რომ თრგუნავს სასკოლო ასაკის ბიჭებს?სკოლაში მასწავლებელმა ბავშვს რომ უყვიროს,ამის გამო აგდებენ სკოლიდან და მწვრთნელი რა, მასწავლებლად არ ითვლება?არც მწვრთნელად ვარგა და არც კაცად,მაგრამ წლები იყო ნაკრებში.ალბათ სხვებიც იქნებიან მსგავსები და ყველაფერი განადგურებისაკენ მიდის.დარბაზები შენდება,ნიჭიერი ბავშვები კი,სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან და ნორმალურ მწვრთნელს რომ არ ამზადებ,ვის უნდა მოეკითხოს?ყოფილი კალათბურთლი,პირდაპირ მწვრთნელი ვერ გახდება,მან პედაგოგიკა და კიდევ სხვაც ბევრი რამე უნდა ისწავლოს.სწავლობენ და იყენებენ?რა ვიცი,თითქოს არაფერი ეტყობათ.როცა ხედავ,რომ სისტემა არ მუშაობს და სანაკრები კადრების გაზრდა სულ უფრო ძნელდება,ხომ უნდა მიხვდნენ მესვეურები,რომ რაღაცა შესაცვლელი და მხოლოდ უცხოელების ხელში შენი მომავლის ჩაგდება,დამღუპველია?პოლიტიკაშიც და სპორტშიც,შენი ბედის უცხოელების ხელში ჩაგდება,ერთნაირად დამღუპველია.ჩვენი თავი,ჩვენადვე გვეყუდნოდეს,ახლა უფრო აქტუალური გახდა,ოღონდ,ჩვენი თავი,ქვეყნის შვილებს უნდა მივანდოთ და არა მედროვეებს,ან უცოდინრებს.
დააT-as
ნუ პრაფესორობ რა დღეს იზრაელმა 17 ქულით მოუგო საბერძნეთს, ჩვენ 10-ით მოგვიგო და რა ჩვენ საბერძნეთზე მაგრები ვართ? არაფერს ნიშნავს ამხანაგური მოგება წაგება.
რა ვიცი აბა....
თუ სანაძეს ათამაშებ, მაშინ დერიუგინიც დააბრუნე, გივი ბიჭიაშვილიც მაგარი გვყვავდა. სადაც ლონდარიძე, იქაც სინჯარაძე ან გენადი კაპუსტინი დასვი. ნაკრები გვყავს, მტერსაც რომ არ უსურვებს კაცი. ყველა გუნდი ჩვენზე ვარჯიშობს. სხვათა შორის წინა მოსამზადებელიც ესე ჩააგდეს.
შენგელია კი არა, ამათ მამაზეციერიც ვეღარ უშველის!
სისწრაფეში დაგვჩაგრეს, პირველი შეტევა ნულზე გვქონდა. უკან დაბრუნებასაც ვერ ვასწრებდით. ჯინჭარაძე, ლონდარიძე, სანაძე, შერმადინის იმედად ვართ? სად არიან ახალგაზრდები, ფედერაციას პატრონი ყაავს საერთოდ? ადრე დავაი ბიჩებოს მაინც იძახდნენ, პირსახოცებს აბზრიალებდნენ, ეხლა მაგასაც არავინ კადრულობს, მალე სომხეთ-აზერბაიჯანიც მოგვიგებს.
ჭინჭრაქა
სანაძე და კაშია ბიძაშვილ-მამიდაშვილებია? თუ 50 წლამდე თამაში დაგინებული აქვთ?
დააT
ამ თამაშს შენგელიაც ვერ უშველიდა. 10 წელიწადზე მეტია ახალგაზრდული 16-18-20 წლამდე ნაკრებიდან შევსება აღარ მოდის. შერმადინი 2-3 წლიან გამონაკლის თუ არ ჩავთვლითმთელი, მისი კარიერა ნაკრებში არ იყო კარგი და ეხლა საპატიო ყარაულივითაა. ლონდარიძე და სანაძის ძმა 12 კაციან განაცხადს ასვებენ. ოჩხიკიძე ძალიან ცუდი გამთამაშებელია, დიდხანს იჩერებს ბურთს და შეტევას ვერ ანვითარებს. სანაძე და ანდრონიკაშვილი ხასიათების კალათბურთელია, დღეს ორივე უხასიათოდ იყო. ბოლდუინი ნახევრად სამოყვარულო გუნდებთ იყო მაგარი, ეხლა ვნახეთ რაც არის. ადვილი წარმოსადგენია რას გვიზამენ ევრობასკეტზე. შენგელიას, ბითაძის და მამუკელაშვილის გარეშე სამოყვარულო გუნდი ვართ და ეს პერსპექტივა უახლოეს 5-6 წელიწადში გველოდება.
rona
ნუ წიოკობთ რა ორღობის დედაკაცებივით, თოკოასთან ერთად ბევრს გავამწარებთ, კამარს წაუვა და ვნახოთ რა.

ძალიან დიდ პატივს ვცემ სანიკიძეს და ეს უდონობაც მისი ბრალი არაა, მაგრამ სამარცხვინოა , როცა გუნდი აგებს იმიტომ, რომ არ იცის კალათბურთის თამაში. ალბათ გამოსავალი ინტელექტის მქონე მწვრთნელობის მოსურნეების უცხოეთის საუკეთესო სკოლებ ში გაგზავნაა, რომ კარგი მწვრთნელები დადგნენ, და კალათბურთის ანა ბანა ასწავლონ ნიჭიერ ქართველ ბიჭებს.

რომელ თამაშს აჩვენებენ ' რომელიც არ იციან , რადგან არავინ ასწავლათ ? მარტო ცენტრებსა იციან თამაში , აქაურებს კი ელემენტარულ კომბინაციებს უხსნის ჯიკიჩი , გუშინ სროლაში ავარჯიშებდა საწყალი კაცი . სულ თავი ხელებით უჭირავს . ეს ბოლდუინი კი ალბათ გუნდურ თამაშსაა დაჩვეული და შოკშია. დენიკინის დროინდელი საოცარი " მოთამაშეები " ცალკე თემაა. სანსძეს მეტი შვილი არ ჰყავს ? იქნებ ყავს და ისიც შეიყვანოს ნაკრებში , ეგებ გვიშველოს 🤦
შაქრო პაპა
შემდეგ თამაშებს უფრო დიდი სხვაობით წააგებენ. ბებერმა ვალანჩუნასმა გადაახია თავზე ბურთი ბითაძეს. ნახევარი გუნდი ბალასტია. შერმადინი უკვე საჯარიმოებსაც ვეღარ აგდებს. 24 წამში რომ ბურთის კალათში ტყორცნას ვერ მოახერხებ, თანაც 6-ჯერ თუ 7-ჯერ, დამთავრებულია გუნდზე საუბარი. ტყუილად იხარჯება ხალხის ფული. მარტო სანდროს და თოკოს იმედად შორს ვერ გავფრინდებით. არც მწვრთნელი წყვეტს ციდან ვარსკვლავებს. უჯიგროდ ათამაშა გუნდი.
კორსანტია 2
იმედი ნუ მოგეშალოთ, მაგრამ ამ გუნდის იმედზე ჩემი მტერი იყოს
Beto
პროცესია მოსამზადებელი და უკეთესობა იქნება ! შენგელია დიდი ძალაა და არ იყო, სანდრო ახალი დამატებულია და სანამ გადმოერთვება ევროპის დროზე დრო უნდა, ბითაძეს თუ ტრავმა ჰქონდა ესეიგი უჭირს ჯერ.იმ ფაქტსკი ვერ გავექცევით რომ მოკლე სკამია. მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვა გუნდი იქნება ევროპაზე, მომზადებულიც და კონცენტრირებულიც. წარმატებები!ევროპის მერე გავაკეთით ანალიზი აჯობებს!
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
"კრისტალ პალასთან" მატჩში მამარდაშვილი სათადარიგოა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
ინიგო მარტინესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ალ ნასრს" შეუერთდა
დღეს მამარდაშვილი "ლივერპულში" პირველი ტიტულის მოგებას ეცდება - სად შევძლებთ ინგლისის სუპერთასის ყურებას?
მე-20 ტური დაიწყო: ორი მატჩი, ორი ფრე
ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენი" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
0:8 - ქართველების "მეცი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
"ეს სირცხვილია" - ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას აუცილებლად იმსახურებდა
რა რეაქცია ჰქონდა "გალათასარაის" პრეზიდენტს, როცა საფონოვის დამატება შესთავაზეს?
კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე - საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი