"სენტ ეტიენის" მთავარმა მწვრთნელმა ეირიკი ჰორნელანდმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ დიდი დაინტერესების მიუხედავად, გუნდი ორი ლიდერის ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის გაყიდვას არ აპირებს.

ნორვეგიელი სპეციალისტმა საფრანგეთის მე-2 ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ, სადაც "სენტ ეტიენმა" გასვლაზე "ლავალთან" 3:3 ითამაშა, beIN SPORTS-სთან ისაუბრა. აღნიშნულ დაპირისპირებაში სტასინი ოფიციალური მიზეზით ტრავმის გამო არ გამოჩენილა, დავითაშვილი კი შეხვედრაში 62-ე წუთზე ჩაერთო.

"ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიწევთ წინ. კმაყოფილები ვართ იმით, რაც სატრანსფერო ბაზარზე ხდება. ის ფაქტი, რომ დავითაშვილი და სტასინი ჯერ კიდევ ჩვენთან ირიცხებიან, ძალიან მახარებს.

ისინი საუკეთესო და ამბიციური ფეხბურთელები არიან. ამ ორმა ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ "სენტ ეტიენს" ნათელი მომავალი ჰქონდეს. იმედი მაქვს, მათ მოედანზე გამოვიყენებთ", - თქვა ჰორნელანდმა.

გოგა
ობიექტურად ზურიკო სეზონის განმავლობაში სენტ ეტიენის ლიდერი იყო, სუბიექტურად - ვთვლი, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ნაკრების “ჯოკერი” არის, შეცვლაზე რომ შედის და სისწრაფის და ტექნიკის წყალობით მეტოქის დაღლილ ფეხბურთელებს ადვილად უსწორდება. ეკუთვნის ბევრად უკეთესი პერსპექტივის გუნდი, პსჟ თუ არა, ლიონის დონე მაინც, ყოველ შემთხვევაში ტოპ5-ის ლიგებში საშუალო გუნდის ლიდერი უეჭველად იქნება!
სიმართლე
ახლა უკვე ზურიკოს უთავბოლო კონტრაქტი... ისევ ჯუღელი - ჩვენი ბიჭების უღელი!

რა აზრი აქვს დატოვებას,დაცვა თუ მაინც მეტს გაუშვებს?სამი გოლი გაიტანეს და ვერ მოიგეს.შარშანაც რამდენჯერ იყო,ორი,ხან სამი გოლი შეაგდეს და მეტოქე თუ ვერ გაიტანდა,თვითონ მცველები იტანდნენ საკუთარ კარში,ან საგოლე პასს ან კიდევ რაღაცა უბედურებას უკეთებდა,საკუთარ კარს.შარშან ზამთარში არ გააძლიერეს,არც ამ ზაფხულში გაამაგრეს და სანამ ასე იქნება,ლიგა 1 კი არა,ლიგა 2-შიც გაუჭირდებათ დარჩენა.მცდელობაც კი არ ჰქონიათ დაცვის გაძლიერებისა და კლასიან შემტევებსაც ხისთავიანების ლიგაში თამაშის იძულებას ფიქრობენ.სამწუხაროდ ქართველების აგენტები,ოღონდ სადმე ააყვანინონ და კონტრაქტში,ცუდი ვარიანტებისაგან დაზღვევის მექანიზმს არ აწერინებენ,მყიდველებს.ზურიკო ვალდებული არ არის მეორე ლიგაში ჩაჰყვეს გუნდს,ამის გაკეთება მხოლოდ საკუთარი სურვილით შეიძლება.გუნდის მფლობელს ალბათ მეტის შოვნა უნდა,მაგრამ ზურიკომ უნდა მოძებნოს საშუალება,გუნდიდან წასასვლელად.მას გაცილებით უკეთეს გუნდში შეუძლია თამაში და უნდა ითამაშოს.
gel-100
არ დათმობთ და ნუ დათმობთ თავად ზურიკოს და მისი აგენტის ბრალია ისეთი კონტრაქტის დადება კლუბთან რო ეხლა და მომავალშიც ხმას ვერ იღებენ და მიყვებიან კლუბს უფსკრულშიც კი,რამდენი პუნქტი არსებობს კონტრაქტის დადების დროს რომლის შეტანაც მონობას აგარიდებდათ? ამ სენტ-ეტიენისა კიდე ის ვერ გავიგე რატო არ აძლიერებენ დაცვას? გუნდს ნორმალური ნახევარდაცვა და კიდევ უკეთესი შემტევები ყავს და დაცვის უვარგისობის გამო ვერ მიყავთ მოგებამდე თამაშები თორე შეიძლებოდა არც გავარდნილიყვნენ ლიგა-2-ში, გუნდი რო სამ გოლს იტანს და იმ თამაშს ვერ იგებს და ეგეთი თამაში შარშანაც ბლომად ქონდათ რავიცი აბა რას უყურებენ, მაინც იმედი მაქვს რო ზურიკო როგორღაც თავს დააღწევს ტყვეობას თუმცა მომავალში აუცილებლად გასათვალისწინებელი ქეისია სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვის, სენტ-ეტიენიც ეხლა არ მყავდეს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გრანდი რო არ იფიქრო გავარდნაზე, რა აგენტები ყავთ ამ ქართველ ფეხბურთელებს გაგიჟდები კაცი
tngh
ზურიკო "სენტ-ენტიენტის" წამყვანი ფეხბურთელია. გუნდი მას არ დათმობს...
გიგო პაპა
ბიჭი სადარიგოზე გადასვეს, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ რომ წასვლა გადაიფიქროს. ოსიმენის ვარიანტია აქაც.
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
ზურიკოს "სენტ-ეტიენში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" შეიძლება სათავეში ნორვეგიელი ჩაუდგეს
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა