"ლივერპულის" ყოფილმა მეკარე პოლონელმა იერჟი დუდეკმა, რომელიც კლუბის ღირსებას 2001/07-წლებში იცავდა, მის პოზიციაზე "მერსისაიდულ" გრანდში კონკურენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ალისონი ამჟამად კლუბის პირველი ნომერია, თუმცა გიორგი მამარდაშვილიც არაჩვეულებრივი კიპერია და ქართველსაც თავისი შანსი მიეცემა.

"ახლა "ლივერპულს" ორი კარგი მეკარე ჰყავს და ასე იყო კელეჰერის დროსაც, როდესაც ირლანდიელს ალისონის შეცვლა შეეძლო და მაღალი დონის თამაშს აჩვენებდა. ყველამ კარგად იცის, რომ ჩემპიონატები გრძელია, არასდროს იცი რა მოხდება და ორი კარგი მეკარე გჭირდება.

ჩემი აზრით, ალისონი მსოფლიოს ერთ-ერთი საკუთესო მეკარე და პირველი ნომერია, მამარდაშვილს კი შეუძლია მისი კარგი შემცვლელი იყოს. მას აქვს შესაძლებლობა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, როდესაც ეს გჭირდება.

ყველა პოზიციაზე კარგი შემცვლელი უნდა გყავდეს, განსაკუთრებით კარში. რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, რადგან პრემიერ ლიგა ცოტა განსხვავებულია.

მას ამ რჩევას მივცემდი... თამაში უფრო სწრაფია. მეკარეებზე გაცილებით მეტი ზეწოლაა და ის ამას ალბათ ძალიან მალე მიხვდება. ეს განსაკუთრებით ეხლა ჩანს, რადგან ყველა მეკარეების ფეხით შეტევის დაწყებას ცდილობს.

პრემიერ ლიგაში თამაშის სრულიად განსხვავებული სტილია. სხვა ევროპულ ჩემპიონატში რაც ჯარიმად ითვლება, პრემიერ ლიგაში თამაშის გაგრძელებისკენ მიგითითებენ! როგორც მეკარემ, ეს უნდა მიიღო და მტკიცედ გჯეროდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, უნდა გაუმკლავდე მას.

ამას თავიდანვე მივხვდი, როდესაც "ლივერპულში" გადავედი და მივხვდი, რომ ადაპტაცია მომიწევდა. თავიდან ალღო ვერ ავუღე, მაგრამ ძლიერი უნდა იყო და ეს შეძლო.

საუკეთესო სიტუაციაა, როდესაც ორივე მეკარე წინ მიიწევს. ასე რომ, თუ ალისონი უმაღლეს დონეზეა, მნიშვნელოვანია, რომ მამარდაშვილი ამ დონეზე ავიდეს და არა ალისონი ქვემოთ ჩამოიყვანოს.

როგორც მეკარეებმა, ორივემ უნდა იმუშაოთ წინსვლისთვის, რადგან ეს მნიშვნელოვანია გუნდის წარმატებისთვის სეზონში და თუ პრემიერ ლიგას ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებთ, მეკარეების კმაყოფილების დონე იგივე იქნება. თუ თქვენი როლის მიმართ ნდობა გაქვთ, ბევრად უკეთესად თამაშობთ.

თუ ალისონის პოზიციაზე ხართ, იცით, რომ ფოკუსირება გჭირდებათ. თქვენ უნდა მოემზადოთ, როგორც პირველი ნომერი. მამარდაშვილმა ახლა იცის, რომ მეორე ნომერია, მაგრამ თუ შანსი გეძლევა, ის უნდა გამოიყენო.

ეს ურთიერთობა მეკარეების მწვრთნელზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ მოამზადებს ის პირველ ნომერს და გააუმჯობესებს მეორე ნომერს. ჯერჯერობით, რაც მე ვნახე, მეკარეებს შორის ურთიერთობა ძალიან კარგია და იმედი მაქვს, რომ ასე დარჩება, რადგან ამდენი ტურნირია და შანსი ყველას ექნება.

ისე აღარ არის, როგორც ადრე... ადრე ერთი მეკარე ზედიზედ 300 მატჩს თამაშობდა", - თქვა დუდეკმა Liverpoolfc.com-თან საუბარში.

გურულო
ეგ ბლანჟე ჩვენ არ გვექნება აქ, თორემ ევჟოპაში ძალიანაც მიღებულია!
არა ბლანჟეს
ეს თათრული ბლანჟე მოიშოროს და ალისონსაც ამჯობინებენ და კიდევ ბარეორსაც
არა ბლანჟეს
ეს თათრული ბლანჟე მოიშოროს და ალისონსაც ამჯობინებენ და კიდევ ბარეორსაც
დათო
ჩემი აზრით მამარდამ უკეთ იცის რათ წავიდა დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს ნუ ინერვიულებთ.
პეტუხი კრიშტიანუ
მაგის პასუხად გეტყვი,რომ პიკფორდის პლიუსია პენალტების მოგერიება,ძნელად წარმოსადგენია იმაზე უკეთესი თამაში რაც პიკფორდმა აჩვენა ევრო 2020-ზე პენალტების სერიაში იტალიასთან,უამრავი შანსი მისცა თავის გუნდს,მაგრამ რათ გინდა?! ეგ არის და ეგ!!!
დ.დ.
222-ო ! შენ ჯიშს და ჯილაგს შე@@ა რაც ქართლ-კახეთში ვირებია ყველამ ერთად !
ეჰეიდა
რა უნდოდა სად წავიდა??? სკამზე ლივერპულში იჯდები თუ რეალში აგე ლუნინიც კი იყო მაგარი მეკარეა ძაან ისიც..მარა სკამის ხეხვა სკამის ხეხვაა..ფული კარგია მესმის
zura222
მამარდა ვერაზდროს ვერ გახდება ალისონის ნაირი დიდი მეკარე. იმიტო რო ალისონს ღმერთმა აჩუქა უდიდესი ტალანტი. მამარდა კარგი საშუალო დონის მეკარეა და მეტი არა

მამარდამ სამ თვეში იმდენი ისწავლა,რომ ვალენსიაში სილესენი ამოაგდო,ძირითადი შემადგენლობიდან.ახლა მას გაცილებით ნაკლები აქვს სასწავლი და კიდევ შეგუება სჭირდება ინგლისურ ფეხბურთთან,უცხოობაში ცხოვრებასაც უკვე შეგუებულია და ალბათ ინგლისური ენაც ეცოდინება რაღაცა დონეზე,იმისაგან განსხვავებით,ესპანეთში ორი სიტყვა რომ არ იცოდა,ესპანურიდან.ძალიან მალე,ლივერპულისათვის სრულფასოვანი მეკარე გახდება და ალისონსაც დიდი ოფლის ღვრა მოუწევს,ადგილის შესანარჩუნებლად.
მამარდა
ირჟი, მადლობა ძმაო. ოთარ გაბელიაც კი ვერ დამარიგებდა ასე. ოჯახში როგორ ხართ, ხომ ხარ სტამბოლის კაჟივით?
q
ალისონი უდიდესი გამოცდილების მქონე მიკარეა სწორი გადაწყვეტილება მიიღო მამარდამ ლივერპულში გადასვლით ალისონისგან ძალიან ბევრს ისწავლის. უფრო თავდაჯერებული გახდება. თანამედროვე მეკარე პრაქტიკულად ბოლო მცველი მოვალეობას ასრულებს ეს უნდა ისწავლოს მამარდამ. პირველი პასი. ფეხით თამაში და არაფერი დაშავდება თუ ერთი წელი იქნება სათადარიგო. ზოგადად ალისონის მინუსი არის პენლების მოგერიება და ადე თუ გვიან მამარდა გახდება ლივერპულში პირველი მეკარე
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "მანჩესტერ სიტიმ" კაცნაკლული "ლივერპული" არ დაინდო
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
დუდეკი: ეშმაკი მეუბნებოდა, ბენიტესისთვის სახეში ჩამერტყა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია