ევროპის სუპერთასზე პსჟ-მ პენალტების სერიაში "ტოტენჰემი" დაამარცხა და პირველად მოიპოვა ტიტული.

„პარი სენ ჟერმენმა“ თამაში ახალი მეკარით, დისკვალიფიცირებული ნევეშის გარეშე და შემტევი შემადგენლობით დაიწყო. თავიდან ფრთხილი, თანაბარი თამაში იყო, პირველი მომენტი „ტოტენჰემმა“ შექმნა, როდესაც რიშარილსონის დარტყმული ბურთი შევალიემ მოიგერია. პარიზულ გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო წინასასეზონო შეკრება გვიან დაიწყო, სპარინგი არ ჩაუტარებია, ფორმაში არ არის, მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა და ვან დე ვენისგან გოლიც მიიღო.

მეორე ტაიმი ლონდონელთა შეტევებით დაიწყო და რომერომ თავით დალაშქრა შევალიეს კარი. პსჟ თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჯერ კვარაცხელია ფაბიან რუისით, შემდეგ კი ბარკოლა, ზაირ-ემერი და დუე მბაიეთი, ლით და რამუშით შეცვალა. ცვლილებებმა გაამართლა, ლიმ და რამუშმა ვიკარიოს გაუტანეს, ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში პსჟ-მ იმარჯვა.

"პარი სენ ჟერმენი" გახდა პირველი ფრანგული კლუბი, რომელმაც ევროპის სუპერთასი მოიგო, "ტოტენჰემი" კი აღნიშნული ტურნირის ფინალში მესამედ დამარცხდა.

მომდევნო მატჩს პსჟ 17 აგვისტოს ჩაატარებს - ლიგა 1-ის პირველ ტურში გასვლაზე „ნანტს“ შეხვდება.

უდინე. „ფრიული“

პსჟ - ტოტენჰემი 2:2 (პენ 4:3)

გოლები: 0:1 ვან დე ვენი (39), 0:2 რომერო (48), 1:2 ლი (85), 2:2 რამუში (90+4)

ხაჩიკას
მხითარიანს მიხედე
პეტუხ რონალდოს
ათეულის გუნდია?!მთელი პრემიერლიგა კუდით ათრია,მხოლოდ ჩელსიმ მოუგო,ისიც სეზონის სულმთლად მიწურულში,როცა გუნდი უკიდურესად გადაღლილი იყო,აგერ ახლაც,6 დღის შეკრებილმა გუნდმა,ტოტენჰემს მაინც აჯობა,რომელსაც თვენახევარი ჰქონდა ნავარჯიშები და ისევ მათზე დაბლა აყენებ,შე მართლა პეტუხო?
ჟორა
ჯორაZ, მიხვედრა ერთია და თამაშის შესაძლებლობა მეორე, მთელი 90 წუთი პირველ ნომრად თამაშს კოლოსალური ძალები ჭირდება, თანაც ასეთ თამაშს შეჩვეული უნა იყო. რეალი ამ თამაშს ვერ ითამაშებს, იმიტომ რომ ბევრი მაგათი ვარსკვლავი უკან ჩასვლას არ კადრულობს. მბაპე იმიტომ გაიქცა პსჟ-ედან, რომ დაცვის დახმარებას თხოვდენ.

ზაფხულია,მოსამზადებელი პერიოდი.გუნდების მომზადება სათანადო დონეზე ჯერ ვერ არის.ახლა რომ დამატებითი დრო დანიშნონ,ვერავინ გაუძლებს.ინგლისის სუპერთასზეც,კრისტალ პალასმა და ლივერპულმა პირდაპირ პენალტები დაარტყეს.ამიტომაც არის,რომ სუპერთასებს,დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
Сурик222-ს
სურიკ, გნა, ელი! წადი, სომხური ცეკვა იცეკვე!
zura222
ის ვიდეოც დადეთ აი ამ სურათის გადაღების მომენტში მარკინიოსი და დუე ქართულს რომ ცეკვავენ DD
zura222
კინაღამ რომ წააგეს ეს ენრიკეს უაზრო ექსპერიმენტების ბრალია ! ჯერ ერთი კვარა მარჯვენა შუამარბად(არა გარემარბად არამედ შუამარბად ანუ ნახევარმცველად) რომ დააყენა ბარემ კარში დაეყენებინა შეიძლება ის მეორე გოლი არ გაეშვა P არაა ხვიჩა ნახევარმცველი მაგის სტიქია შეტევაა და თანაც მარცხენა ფლანგიდან ! ბოლო ბოლო გააერკვიოს ვინ სჭირდება მარცხენა შემტევად ხვიჩა თუ ბარკოლა და ერთერთი გაუშვას გუნდიდან @ ხომ ხედავს ვერც კვარა და ვერც ბარკოლა მარჯვნივ ვერ თამაშობენ @ ან ფაბიან რუისი და ლი სკამზე უზის და ზაირ ემირის და დუეს რომ ათამაშებს მაგათ ადგილზე სადაც არაა მათი ადგილი განსაკუთრებით დუესი @ რა დროს ექსპერიმენტები იყო რაა ამხანაგური თამაში იყო თუ საფრანგეთის ჩემპიონატზე ხვდებოდნენ ვიღაცა ოსერს თუ გენგამს ?? @
ჟორა
ეს ვერ გავიგე გაუქმდა ეს დამატებითი დრო ეგრევე პენლებზე რომ გადავიდნენ?
აბაკო
რა თქმა უნდა პსჟ მძიმედ გამოიყურებოდა,რაც მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო იმ საპატიო მიზეზთა გამო რომლებიც მის გუშინდელ მდგომარეობას ახლდა.მე ხვიჩაზე ვდარდობ და მწყდება გული.მაშინაც კი,როცა ის მატჩებს მაღალ დონეზე ატარებდა,მუდმივად მრჩებოდა უკმაყოფილების გრძნობა,რამეთუ რჩებოდა შთაბეჭდილება,რომ მას კიდევ მეტი შეეძლო.ამ ბოლო დროს კი მისი თამაში რაღაც წვალებას დაემგვანა.წვალობს თვითონაც და გვაწვალებს ჩვენც.არა გოლი,არა საგოლე პასი,არა ჯარიმა,არა კუთხური,არა დრიბლინგი,მხოლოდ ბლომად აკიდებული ჯარიმები(გუშინ ზედიზედ ხუთჯერ დაჯარიმდა და ენრიკეც იძულებული იყო შეეცვალა).დრიბლინგი შეიძლება ყოველთვის არ გამოგივიდეს,მაგრამ ჯარიმის და კუთხურის მაღალ დონეზე შესრულებას რა უშლის ხელს? ჩემთვის ეს გამოცანაა.ჩვენ გვინდა ,რომ მან შევარდენივით იფრინოს,ჯერჯერობით კი ,სამწუხაროდ ,კუსავით დაღოღავს.და კიდევ,მინდა ჩემი აზრი ვთქვა პსჟ -ს სამ ფეხბურთელზე:ვიტინია,მენდეში და აკიმი არიან თავკერძა დეგენერატები,მომენტებში ზედმეტად იღებენ თამაშს თავის თავზე და პრბლემას ქმნიან საკუთარი გუნდისათვის,აღარაფერს ვამბობ დუეზე.
კახი
წარმატებები ხვიჩას,საქართველოს იმედს. ისე ჩვენში გუბაზობა ძალიან შემოვიდა მოდაში. დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს,ზეგ მესამე.
ჟორა-s
ხო ჩელსი და ტოტონეჰემი მიხვდა როგორ ეთამაშათ პსჟესთან და ლივერული, არსებალი და ინტერი ვერ მიხვდა :)
პაღიზ
პსჟ_მ ფორმა თუ აკრიფა კი ვიცით რა შეუძლია. იმედია ფორმას აღიდგენენ.
ჟორა
ეს თამაში ტოტენჰემმა წააგო, რადგან დაიღალა და ბოლომდე ვერ გაქაჩა პირველ ნომრად თამაში. ხომ ნახეთ ჩელსიმ როგორ დაამარცხა პსჟ. მთელი 90 წუთი ბურთი არ დაუთმო და კიდევ შეეძლო გატანა. ისე რა უნდა მოსთხოვო პსჟ-ეს ქანცგამცლელი სეზონის შემდეგ ორკვირიანი დასვენებით რა ძალები უნდა აღედგინათ. ვარჯიში კი ერთი კვირაა დაიწყეს. უდიდესი შეცდომა იყო დონარუმას გაშვება. შევალიე ძალიან დაბალია მეკარისთვის და ნახტომი თუ მაინც უვარგა, კარგია.
იკა
ყველა ტოპ გუნდი რამის 4-5 ბურთით დაამარცხა. ბაიერნს 9 კაცით გაუტანა. ლივერპულისთვის 8 გოლი უნდა გაეტანათ ალისონი რო არა. არსენალს ლონდონში 35 წუთი ბურთი არ დაანახა და ცალკარა ეთამაშა. რეალთან 4-0 ვარჯიშობდა. ატლეტიკოსთან ნახევარი ძალით 4-0 მოუგო. პრემიერ ლიგის ყველა გუნდი გააგდო. ეხლა იასნა წაგებებიც ფეხბურთის ნაწილია. და ბევრჯერ წააგებს პსჟ, მარა მთავარია რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კიდევ ფავორიტია. არმესმის ხალხი როგორ ამბობს უცნაურ კომენტარებს რატომ წერენ? უფრო მაგარ გუნდში გადადი ხვიჩა, პსჟ არაა პრემიერ ლიგის 10 ელის და 5 ეულის გუნდიო. მოდი ცოტა აზრზე მოდით.
ჟორა
არავითარი გარიგება, ტოტენხემმა უბრალოდ ვერ შეძლო 90 წთ. პირველ ნომრად თამაში და შენარჩუნებაზე წავიდა თუ არა, მაშინვე ვთქვი: პსჟ-ეს დრო დადგათქო და მოიგეს კიდეც. ხომ ნახეთ, როგორ ეთამაშა ჩელსი, მთელი 90 წთ. ბურთი არ დაუთმო და მოიგო კიდეც.
123
რა კრიტერიუმებითი ამბობთ პსჟ პრემიერლიგის 10 ეულის გუნდი არააო? ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. ან შურით ან არ გესმით ფეხბურთი. ყველა პრემიერ ლიგის გუნდი გააგდო. მთელი ევროპა წალეკა და ვერა ვხვდები. იმედია მომდევნო სეზონშიც იგივეს იზამს.
კ. ლ.
გილოცავთ ქართველის გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ფორმაში მალე ჩადგება და ისევ გაგვახარებს. ვხედავ, სურიკა222-ს გაუღვიძია და კვლავ ამყრალებს აქაურობას. წადი, რა, ბიჭო, გიუმრის საიტებზე წერე!
პეტუხი კრიშტიანუ
პუსუჟუ პრემიერლიგის ათეულის დონის გუნდა არაა,შეიძლება ათეულში კი მოხვდეს გაჭირვებით,მაგრამ ხუთეული გამორიცხულია!
ს
ტუთაშხიაშია ესეთი მომენტი ქალი რო ცდილობს პოლიციას დაუმალოს თუთაშხიას ადგილსამყოფელი და ეს რო მაინც ეუბნება მაინც მოგზავნილი მგონიხარო :) ეს შთაბეჭდილება დამრჩა ამ თამაშში მოიგო პსჟ-ემ ბოლოს მაგრამ მაინც გარიგებული თამაში მგონია უბრალოდ იმ დონეზე დაიხვეწა, რომ რაში მაზავენ და რა ქონდათ ფულის ასაღებად გამაზული ტოტალიზატროში ვეღარ გაიგებ :) ამერიკაშიც ფინალი როგორ წააგო ჩელსისატნ. უბრალოდ ვერ დავიჯერებ მაგას :) ეს არაბი ხალიფა გიჟი არ არის. მილიარდები აქვს ჩადებული მაგ კლუბში და ბიზნესი ისაა რომ ქმედებით თანხა გამოიმუშაო და არა ხარჯო

ზურა მართალი ხარ ძმა 100%
zura222
სუ ვამბობდი რო ეს პესეჟე მაგარი ბანძი გუნდია, პროსტო უმართლებთ სულ, კვარაც ძაან სლაბია მაგასაც ადრე უმართლებდა მარა მორჩა მაგისი კინო, აწი სხვა ფეღბურთელები უნდა ვეძებოდ
Givi
პსჟ მძიმედ თამაშობდა ფორმაში არ არიან, მაგრად გაუმართლად, კვარა მარჯვნივ ნაკლებად სახიფათოა და მარცხნივ ჯობდა აშკარად.
გიგო პაპა
სამწუხაროდ რისიც მეშინოდა, ისეც მოხდა. არ ღირდა ყველა შემტევის ერთად დაყენება. ხვიჩას თავის ფლანგზე უჭირს უკვე თამაში და იქით მხარეს საერთოდ უაზრობა იყო მისი ყველა მოქმედება, კაცი ვერ მოატყუა და კარში არ დაურტყამს. ვერ შეარჩია ენრიკემ სწორი შემადგენლობა. ჯობდა ფაბიან რუისი დაეყენებია ძირითადში. ტყუილად ენდობა დუეს ხვიჩაზე და ბარკოლაზე მეტად, პირველი სწორედაც რომ ეგ უნდა შეეცვალა. ასეა თუ ისე გაუმართლეს შემოსულებმა და მეკარემაც იყოჩაღა პენალტების სერიაში. პრინციპში ერთ პენალს ალბათ დონარუმაც აიღებდა. აი იმ მეორე ბურთს კი ნაღდად არ გაუშვებდა. ვულოცავ ხვიჩას, თუ ათეულში მოხვდა, ალბათ კარგი იქნება მაინც. იმედია ნანტთან პირველ თამაშშივე გამოიჩენს თავს. წარმატებები ახალ სეზონში ჩვენს იმედს!
მეგრელი
100%
კვარა გვინდა ფორმაში სასწრაფოდ
კვარას წონაში მამოტება არ შვენის. ასე რომ შეხვდეს ისეთ მნიშვნელოვან თამაშებს რაც თურქეთან და ბულგარეთან გვექნება, ძალიან სამწუხარო იქნება. მსოფლიოზე თუ უოცნებია თამაში ნაკრებთან, სასწრაფოდ თავს უნდა მიხედოს.
გგ
ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ნაადრევია, ახლა იწყება სეზონი. ფაქტია, ამ ეტაპზე, პსჟ ისეთი ფეერიული არ/ვერ არის, როგორიც სეზონის ბოლოს იყო. გადაღლილობა, მოტივაციის ნაკლებობა, მოსამზადებელი პერიოდის არქონა მსოფლიო ჩემპიონატის გამო, - მიზეზი რომელიმე, ან ყველა ერთადაა. ოქროს ბურთზე რომ თითქმის მთელი გუნდია წარდგენილი, შეიძლება ესეც ვერ თამაშობს დადებით როლს, - ერთგვარი შიდა მარათონია. ალბათ აგვისტო-სექტემბერი გუნდის შესაკრავად უნდა გამოიყენოს ენრიკემ, - ამ პერიოდში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება (ლიგა 1-ს ასეც მოიგებენ და ისეც; ჩ/ლიგაზე რამდენიმე მატჩის წაგებაც შეიძლება) და ოქროს ბურთსაც რომელიმეს ჩაახუტებენ (ალბათ დემბელეს). ოქტომბრიდან გამოჩნდება, რეალურად რა ბიჭები არიან. ხო, ხვიჩას წარმატებები, ნებისმიერ შემთხვევაში!
ზაზა
ძალიან სუსტად ითამაშა კვარამ.თურქეთთან და ბულგარეთთან 2 უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს სექტემბერში და ძველებური ხვიჩა გვჭირდება. დღეს თავწაჭრილ ქათამივით დაბორიალებდა. აშკარად უნდა მოუმატოს.

არ იყო სისწრაფეები,არ იყო მეკარის და დაცვის კოორდინაცია.ეს მოსალოდნელიც იყო,ისინი ხომ სულ ერთი კვირაა,რაც შეიკრიბნენ და მეკარემაც,პირველად ითამაშა გუნდში,მაგრამ შეცვლების შემდეგ,მაინც შესძლეს ტემპის მომატება და ტოტენჰემს თავი უკვე გამარჯვებული რომ ეგონა,მაშინ შემოუტრიალეს თამაში.გამარჯვება ცუდი თამაშის ფონზე!სწორედ ეს არის კლასის ნიშანი.ლუის ენრიკესაც ემოციებზე ეტყობოდა,რომ ამ თამაშში აუცილებლად გამარჯვება,მის მიზანს არ შეადგენდა.ეს თამაში, სეზონისათვის მზადების სქემაში ერთი,რიგითზე ცოტა მეტი მნიშვნელობის თამაში იყო და თუ მოიგებდნენ,ძალიან კარგი,მაგრამ თუ წააგებდნენ,არც მაგაზე მოიკლავდნენ თავს.მოიგეს,კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლნენ და ახლა ჩვეულებრივად გააგრძელებენ ახალი სეზონისათვის მზადებას,რომელიც გაცილებით რთული იქნება პსჟსათვის.სტარტი კარგია,მთელ სეზონში შარშანდელივით წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.
გიორგი 3
ვულოცავ ჩვენს ბიჭს კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებას! მაგრამ როცა წონაში აქვს მომატებული და ჩვეულ ფორმაში არ არის, მისი ყურება ცოტა ძნელია, ვიცით რა მისი შესაძლებლობები.
მირო
ტოტენჰემს კლასი არ ეყო,აირია ბოლოში და სწორად ვერ ითამაშა.
გაუმჯობესებული შეთავაზება გაგზავნილია - დავითაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ
უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება „პროტური ფოთი 2025“
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და ახლა მნიშვნელოვანი თანხის გადახდაც მოუწევს - მუდრიკის თავს კვლავ ცუდი ამბებია
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
გაუმჯობესებული შეთავაზება გაგზავნილია - დავითაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
"აიაქსმა" ბრაიან ბრობი პრემიერ ლიგის კლუბს მიჰყიდა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა
უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება და პსჟ როტაციით "ტულუზასთან"
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"მანჩესტერ სიტი" გამოირიცხა? - პსჟ-მ დონარუმას თაობაზე შეთავაზება მიიღო
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატი სურს - თურქეთის ნაკრებს ყოველთვის ყველაფერი არ გამოუვა!
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით
სიმონსი კარიერას არა "ჩელსიში", არამედ "ტოტენჰემში გააგრძელებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
[VIDEO] ეს რა იყო? - რიშარლისონის ულამაზესი გოლი "ბარნლისთან"
"კვარა" ისევეა, როგორც მე, იდეალურად" - ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
ნიკო პაზი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს