ჰოლანდიელი ტანმოვარჯიშე ეპკე ზონდერლანდი Ouwehands-ის ზოოპარკის მაიმუნებს ხეზე ასვლასა და ცოცვას შეასწავლის.

ჰოლანდიელი ტანმოვარჯიშე ეპკე ზონდერლანდი Ouwehands-ის ზოოპარკის მაიმუნებს ხეზე ასვლასა და ცოცვას შეასწავლის. ასეთი ვარჯიშების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მაიმუნებს ხეზე ცოცვა დაავიწყდათ.

ორანგუტანების ძირითად საცხოვრებელს რემონტი სჭირდებოდა და ცხოველები ისეთ ვოლიერში შეასახლეს, სადაც ხეები და მათი მსგავსი კონსტრუქციები არ იყო. მაიმუნებიც ხეზე ცოცვას გადაეჩვივნენ და ყოფილ საცხოვრებელში დაბრუნების შემდეგ, მიწაზე დასახლდნენ. ზოოპარკის ხელმძღვანელობამ გამოსავალი იპოვნა: დახმარებისთვის სპორტულ ტანვარჯიშში არაერთი საერთაშორისო ტურნირი პრიზიორ ეპკე ზონდერლანდს მიმართა.

სპორტსმენმა თანხმობა განაცხადა ორანგუტანების გაწვრთნაზე და დღეიდან შეუდგება რთულ სამუშაოს. "იმედი მაქვს, მათ ჩემი არ შეეშინდებათ, მოდუნდებიან და ბეჯითად იმეცადინებენ", - ამბობს ტანმოვარჯიშე. ვარჯიშები ღია რეჟიმში ჩატარდება და ზოოპარკის სტუმრებს საშუალება ექნებათ თვალი მიადევნონ ზონდერლანდის სამწვრთნელო კარიერის პირველ ნაბიჯებს.

ორანგუტანებისთვის აშენებულ ახალ ვოლიერში ექვსი მაღალი ხეა და უახლოეს დღეებს სპორტსმენი მასზე ცოცვას მოანდომებს. "ბუნებაში ორანგუტანები თითქმის არ ჩამოდიან მიწაზე და მუდმივად ხეებზე ცხოვრობენ. ამიტომაც მაიმუნებისთვის ვოლიერი ისე მოვაწყვეთ, რომ მათ მთელი დრო ხეებზე გაატარონ. საჭმელს სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მივაწვდით. მაგრამ ისინი ჯერ კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს ხეებზე, ამიტომაც მივმართეთ დასახმარებლად ზონდერლანდს", - ამბობს ზოოპარკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ეპკე ზონდერლანდი ტანვარჯიშის სამყაროში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. მას არაერთ დიდ ტურნირში მიუღია მონაწილეობა, 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის პრიზიორი გახდა - მედალი ღერძზე გამოსვლაში დაისაკუთრა.

ლელო

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა