ლატვიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
საქართველოსა და ლატვიის ამხანაგური მატჩის შემდეგ რიგაში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა განვლილ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში თამაში არ გამოგვივიდა. განსაკუთრებით არ გაგვიმართლა დაცვაში, რისი შედეგიც იყო ის, რომ ლატვია 10 ქულით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ დაცვა გავამაგრეთ და შეხვედრაში გარდატეხაც შევიტანეთ. პირველ ტაიმში ვერ მოხერხდა დაცვის დალაგება, თუმცა მესამე პერიოდში ეს შევძელით და შედეგმაც არ დააყოვნა."

"მეტოქე უკვე გატეხილი გვყავდა და შეგვეძლო, მესამე პერიოდის ბოლოს სოლიდური უპირატესობაც მოგვეპოვებინა, თუმცა მსაჯებმა არ დაგვინდეს და ლატვიელებმა კვლავ მოახერხეს წინ გასვლა. ბოლო მეოთხედში თავისი სიტყვა თქვა ზაზა ფაჩულიამ. მან გამორჩეულად ითამაშა და ღმერთმა ქნას, სულ ასეთი წარმატებული იყოს. ფაჩულიასთან ერთად სხვებმაც კარგად ითამაშეს და მთლიანობაში, ეს გუნდური გამარჯვება იყო."

"ლატვიელებს ამ მატჩის მოგება ძალიან უნდოდათ. ისინი საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშობდნენ, თანაც აქამდე ყველა მოსამზადებელი მატჩი წაგებული ჰქონდათ და გამარჯვება ძალიან სურდათ. ამიტომაც იყო, რომ მასპინძლები ბოლო წამამდე გმირულად იბრძოდნენ, თუმცა ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქეს არაფერი დავუთმეთ."

"წინ კიდევ 2 საკონტროლო მატჩია - ერთი ლატვიასთან და ერთიც ლიტვასთან. ამ მატჩებში ისევ და ისევ დაცვის სრულყოფაზე და შეცდომების მაქსიმალურად შემცირებაზე ვიზრუნებთ."

gbf.ge

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე