ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ნანტი“ 1:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რიგი წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია კი სასტარტოში არ დააყენა. მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო, მათ დასვენება და ძალების აღდგენა ვერ შეძლეს. მატჩი სანახაობრივი არ იყო, სტუმრებმა მხოლოდ ერთი მომენტი შექმნეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, პსჟ ბევრს და უფანტაზიოდ უტევდა და ლუის ენრიკემ 61-ე წუთზე ერნანდესის, ფაბიან რუისის, მბაიეს და ლის ნაცვლად შეცვლაზე მენდეში, ჰაკიმი, დემბელე და დუე შეუშვა. 67-ე წუთზე ვიტინიამ ავაზემისგან რიკოშეტით გაიტანა და „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა. მერე რამუშის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და ის 78-ეზე ხვიჩამ შეცვალა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა.

მომდევნო შეხვედრას პსჟ 22 აგვისტოს სახლში „ანჟესთან“ ჩაატარებს.

ნანტი. „ბოჟუარი“

ნანტი - პსჟ 0:1

გოლი: ვიტინია (67)

Emre
წავიდა ის დროც ბარსა რო უგებდა ერთი ტიკი ტაკათი ყველას, ყოველ წელს იცვლება თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი. ეხლა რო შეხედო ბარსას იმ დროინდელ თამაშებს, მოწინააღმდეგე გუნდი როგორც იცავდა თავს სიცილით მოკვდები
გოდერძი
არც ფორმაში არაა ხვიჩა, არც თამაშის სტიმული და ჟინი არ ეტყობა მაინცდამაინც. მე უფრო იმედგაცრუება შევატყე, არ სიამოვნებს აშკარად რომ ცოტა დროს უთმობს ეს ქლიავი ენრიკე. გასაგებია, რომ ზამენის ფეხბურთელებს უგორებს კოჭს, ეშინია რომ არ გაექცნენ. მაგრამ ამით ხვიჩას აკლდება პრაქტიკა და სტატისტიკა. მოკლედ, ისე უნდა ათამაშდეს რომ ხელშეუხებელი გახდეს მბაპესავით. ნაკრების თამაშებს ხვდება ცუდ ფორმაში ხვიჩა და ყველაზე გულდასაწყვეტი ეს არის..ნეტა, ჟორჟმა მაინც გაგვიმართლოს.
მალხაზ ჯობავა
emre ხარ თუ ერმინე მომისმინე აქეთ, გვარდიოლას რამდენი ხანი ყავდა საათივით აწყობილი ბარსელონა და რამდენი ტიტული მოიგო? მე არ ვამბობ რომ მაგ ჩამოთვლილ მწვრთნელებს ათეულობით წლები ყავდათ გუნდი მაგრამ, ერთი ხუთი-ექვსი წელი შეიძლება დომინანტი გუნდი გყავდეს და მოიგო ის რაც მოსაგებია ერთიდაიგივე შემადგენლობით, რათქმაუნდა ცოტა შესწორებებით.
გოგა
ისე!! რაც არის ის რომ ვთქვათ არაა!! რა დასვენება, მარტო კვარა გადაიღალააა,იმ საკლუბო ჩემპიონატძე მთელი გუნდი მონაწილეობდა და არა მარტო კვარა. მართალია ჩვენ ობიექტურები ვერ ვიქნებით მისი თამაშის შეფასებისას, მაგრამ ბიჭი რომ საშინელ ფორმაშია ფაქტია, მართალია სხვა შარშანდელი ლიდერებიჩ ვერ ბრწყინავენ,მაგრამ ისინი რაღაც დონეზე მაინც თამაშობენ, ნახეთ! გუშინ შემოიყვანა, შექმნეს განსხვავება და თამაში მოიგეს, კვარა კი 15 წუთი ათამაშეს და .... ნული - საერთოდ ამოვარდნილია ტონუსიდან..
Emre
რამე გსმენია განვითარებაზე? ყოველ წელს ძალიან იცვლება თანამედროვე ფეხბურთი, სასწაულ სისწრაფეებზეა ასული, შენ კიდე რინუს მიხელსი სა ფეოლაო
ამბაკო
ვეთანხმები ლუის ენრიკეს,ახლა თუ არა სეზონის დასაწყისში და თანაც ნანტთან,მაშ როდისღა უნდა ათამაშოს ის ფეხბურთელები ,რომლებიც გუნდში ირიცხებიან და ხელფასებს ღებულობენ? ძირითადისთვის ამოსუნთქვის ,ძალების აღდგენის და ფორმაში თანდათან შესვლის უკეთესი საშუალება რა უნდა იყოს? რაც შეეხება ჩვენსას,ხვიჩა კვარაცხელიას,---დავიღალე იმის მოლოდინში,რომ აი ახლა აიწყვიტავს,აი ახლა გამოანათებს,აი ახლა გაგვახარებს.არა და არა,ვერა და ვერა,უკვე რამდენი თამაშია,რომ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.წვალობს და იტანჯება და ჩვენც გვაწვალებს და გვტანჯავს.კიდევ უფრო უარეს დღეში არიან ნაკრების სხვა ფეხბურთელები და რისი იმედი უნდა გვქონდეს? ვაქოთ აკადემიები ნაკრებისათვის ფეხბურთელების გაზრდისთვის და დავჯერდეთ სეზონში ყარაულის თოფის ერთ გავარდნას? ნამდვილი გულშემატკივარი ამას ვერასოდეს შეეგუება.ნაკრები სულაც,რომ დაფრინავდეს და ციდან ვარსკვლავებს წყვეტდეს,ხუთი-ექვსი თამაში სეზონში საკმარისია? ცვენ გვინდა ფეხბურთი,ზოგადად,როგორც სანაკრებო ,ასევე საკლუბო დონეზე და როცა არ გვაქვს და ამ ბალაგანს ვჯერდებით,ესეიგი არ ვართ ნამდვილი გულშემატკივრები და ღირსნი ვართ იმისა რაც გაგვაჩნია.
მალხაზ ჯობავა
მაგარი მურტალი რამეა თავში ავარდნა და გენიოსობის გამოდევნება. ფეოლა, ჰელმუტ შონი, რინუს მიხელსი, ფერგიუსონი, სკოლარი, ტრაპატონი, ახალკაცი, ლობანოვსკი და ვინ იცის კიდევ რამდენი, ერთხელ დახვეწილი ტაქტიკით და შემადგენლობით თამაშობდნენ, რამოდენიმე წელი და ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ მსოფლიოს მოედნებზე! ამან კიდე დაიწყო აქ ყოველ მომდევნო თამაშებზე ექსპერიმენტების მოწყობა. ამხანაგო დოლაბერიძევ, ახლავე აღადგინე ძველი გუნდი!!!!

რას მიედ მოედება
GOMAKO
დავიწყოთ უკვე ლუის ენრიკეს გინება თუ რა ხდება,რაღა ხვიჩაზე ატარებს ყველა ექსპერიმენტს?!ზაბარნი და შევალიე არსად დაგეკარგოთ თფუ თქვენი,ფუნა გუნდია სულით,ვერასდროს გახდება გრანდი
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიამ პენალტით პსჟ დააწინაურა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნანტთან" მატჩში?
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკე: "კვარას" უეჭველი ჩემპიონთა ლიგის მატჩი ეგონა