კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ლიდერმა იბერია 1999-მა გორის დილას ექვსბურთიანი სხვაობით მოუგო, გაგრამ სტუმრად აჯობა დინამო ბათუმს, ხოლო ტორპედო-თელავი ფრდ დასრულდა…

დილა 0:6 იბერია 1999

ლიდერმა ექვსბურთიანი სხვაობით მოუგო უახლოეს მდევარს. ანგარიში შთამბეჭდავია…

რაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა, დილამ იბერია 1999-თან ჩამორჩენა ექვსიდან ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ აი, ახლა სხვაობა 4 ქულა გახდა და თან, ასეთ ანგარიშს არავინ ელოდა.

34-ე წუთზე გიორგი ტაბატაძე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაში და ანგარიში გახსნა. მალევე, გიზო მამაგეიშვილმა შორიდან ძლიერი დარტყმით გაზარდა სხვაობა...

ტაიმის ბოლოს კი დილას გაუძევეს გამოცდილი პორტუგალიელი პედრო მენდეში. გორელთა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა...

მეორე ტაიმში კი მშვენიერი კომბინაციით გატანილი გოლი ვნახეთ: გიორგი ტაბატაძე-გურამ გოშთელიანი-გიზო მამაგეიშვილი და... ბოლოს ზუსტი დარტმით გიორგი ტაბატაძემ დააგვირგვინა.

ხუთ წუთში იური ტაბატაძემ შორიდან სიზუსტეზე გათვლით დაარტყა და 0:4.

67-ე წუთზე დილას ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები ცხრა კაცით დარჩნენ. იმავე წუთს იური ტაბატაძემ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და სხვაობა ხუთამდე გაზარდა...

ბოლოს კი იურიმ კარგი პასი გააკეთა და თორნიკე ახვლედიანმა ახლოდან გაიტანა - 0:6.

ტორპედო 1:1 თელავი

ფრე ქუთაისში. თელავმა ერთი საათი კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ ქულის მოპოვება შესძლო.

31-ე წუთზე თელაველთა ნახევარმცველმა მიხეილ ბაშელეიშვილმა ჟორჟინიოს წინააღმდეგ იუხეშა. არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ თელაველს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და ყვითელი წითელით შეცვალა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ტორპედომ გაიტანა: ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა, სოლომონ კვერკველიამ ეფექტური პასით შორეულ ძელთან გადაგზავნა ბურთი და იქ კომნენ ანდრიჩი იყო ჩასაფრებული - 1:0.

66-ე წუთზე კი თელავმა გაათანაბრა: ნიკა ცეცხლაძემ ჩააწოდა, კვერკველია ბურთის მიღებისას შეცდა და ტატო ჟივიძემ დასწრებაზე გაიტანა - 1:1. სხვათ შორის, ცეცხლაძეც და ჟივიძეც შეცვლაზე შევიდნენ.

დინამო ბთ 1:2 გაგრა

დინამო ბათუმი იგებდა, მაგრამ საბოლოოდ გაგრამ გაიმარჯვა. გაგრას ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა და ხასიათი გამოიკეთა.

მე-17 წუთზე ლევან ხოზრევანიძემ დააწინაურა ბათუმელები. ახლოდან დაამატა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს. ხოზრევანიძე ამ ზაფხულს გამოჩნდა ბათუმელთა მთავარ გუნდში, სამი მატჩი ჩაატარა და სამივეში გოლი გაიტანა... პლუს, საქართველოს თასზეც მიითვალა გოლი, ანუ თასიანად 4 მატჩი და 4 გოლი აქვს. ანუ, უგოლოდ ჯერ არ გასულა მინდვრიდან.

გაგრამ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, თან ლამაზი გოლით: გიორგი პაპუაშვილმა შორიდან მოულოდნელად დაარტყა ცხრიანში - 1:1.

ბოლოს კი გაგრელთა კომბინაციას მოჰყვა პედრო ბორჟესის ლამაზი გოლი. ბრაზილიელმა გარე ტერფით აჭრა შორეულ კუთხეში - 1:2.

erovnuliliga.ge

ჟორა
ქვეყნის ჩემპიონატს, რომ თავის ფულით საყომარბაზო ფირმა ატარებს, ამაზე უკეთესი ჩემპიონატი როგორ უნდა იყოს?
Simartlei
Chameikvanet qecbaiaaaaaa!
L.J.
TABATADZE Estonelebtan pexi rato gikankalebda????ra saxe hqonda golebis shemdeg ipikrebdi mundiali daxurao :)))))
555
ეროვნულ ჩემპიონატს დაარქვეს ტოტალიზატორის სახელი, ნეტა რატო? კაი მაყუთს უხდის და იმიტო რეკლამისათვის? სირცხვილი არაა ბოლო ბოლო, მოაშორეთ ეგ ბეთი არ შეიძლება? დარწმუნებული ვარ უჩნდება ხალხს საფუძვლიანი ეჭვი რომ არის ჩაწყობილი მატჩები, რა უბედურებაა.
მალხაზ ჯობავა
ხალხო რით ვერ გაიგეთ, უკეთესი მისახვედრი რა გინდათ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგაო და მეტი რა გითხრან!!!! კრისტალბეთი შენს ჭკუაზე გათამაშებს? ჰოდა დაანებეთ ამ ქართულ საკლუბო ფეხბურთს თავი, ვინც დადიხართ სტადიონზე იმათმაც არ იაროთ. ვერ ხვდებით როგორ გაბითურებენ დამყაყებული ფედერაცია და მილიარდების მეპატრონე კრისტალბეთი და ძმანნი მისნი!
ცოტნე
ტაბატაძე სადაც საჭირო იყი იქ გაგეტანა... ან რა გიხარია?
ასეა ეს
რა ხდება და, გახურებული ტოტალიზატორის ყომარია. აბა, საიდან აძლევენ ფეხბურთელებს ხელფასს, მაყურებელი სტადიონზე არ დადის, მაგათი რეკლამები არავის ჭირდება და ხელფასები საკმაო მსუყე აქვთ. აბოთავებენ ამ ხალხს და დადგმულ შოუებს აყურებიებენ.
იბერიას
იბერია რო ჩემპიონი გახდება იმ ჩემპიონატს რავუთხარი…
ტოტტი
სანამ არ გავარდება ტორპედო მანამ არ აპირებენ შუსტერის გაშვება?
ოთარი
ტორპედომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღემდე გუნდად ვერ ჩამოყალიბდა. შიძლება მართლაც ყველაზე კვალიფიციური ფეხბურთელები ყავთ (ქაღალდზე), მაგრამ ეს ერთი მიზნისათვის მოთამაშე გუნდი არ არის. გორში 0:6-ს რათქმაუნდა არავინ ელოდა, მაგრამ აქ სხვა რამ უნდა ვთქვა, ზოგადად არ მიყვარს ეს გოლის გატანის შემდეგ გადაჭარბებული აღნიშვნები, მაგრამ იური ტაბატაძის ჟესტი მისი გოლების შემდეგ, რბილად რომ ვთქვა ლამაზი არ იყო. ალბათ მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებსაც ასეთი ჟესტები მოსწონთ, მაგრამ მინდა რომ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენე საკუთარი თავისა და სხვისი პატივისცემა. კარგი იქნება თუ ვინმე ეტყვის, რომ პატივისცემა მარტო სიტყვის მასალა არ უნდა იყოს და შენი ქცევა შენი სახეცაა.
ვასილიჩი
რა ხდება ბოლობოლო ამ ჩემპიონატში გამაგებინეთ :დდ
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
"ლუის ენრიკე "კვარასავითაა" - მარკინიოსი ქართველს აქებს
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
სუპერთასის დღე! - "კვარა" და პსჟ მორიგი ტიტულისკენ!