სექტემბრის უმნიშვნელოვანეს სანაკრებო მატჩებზე დიდი ხანია ვფიქრობთ, საქმე ხომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ეხება. ჩვენი ერთ-ერთი მსჯელობა ის იყო, ხვიჩა კვარაცხელიას მანამდე რამდენი მატჩი ექნებოდა ჩატარებული, სექტემბერში ოპტიმალურ ფორმაში რომ გვენახა. ამ მხრივ ცოტა არასასურველი სიტუაცია ვიხილეთ.

საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "პსჟ"-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, რომ ლიდერები, რომლებმაც დაღლილი სეზონის შემდეგ ძალები სათანადოდ ვერ აღიდგინეს, დასვენება დააკლდათ და ფორმაში შესასველად დრო არ ეყოთ, დაესვენებინა. არადა, თითქოს, ტონუსში ყოფნა და დატვირთვის მომატება იყო ის, რაც ამ ბიჭებს სჭირდებოდათ.

სანაკრებო პრიზმას რომ დავუბრუნდეთ, ერთი მხრივ კარგია, კვარაცხელია ტრავმას მაქსიმალურად რომ აირიდებს და ძალებს შეინახავს, მაგრამ როგორც წესი, სეზონის სტარტზე ეს თემები აქტუალური არაა, უფრო პირიქით, ნაკლები პრაქტიკა გვაღელვებს, ხოლმე.

კიდევ რას შეიძლება ცდილობდეს ენრიკე? იქნებ კონკურენციის გაზრდას და იმის დემონსტრირებას, სათადარიგოთა შორის ნებისმიერის დასმა შემიძლიაო, მაგრამ ეს ისაა, რასაც ფეხბურთელები არ დაიჯერებენ.

რაც თვალნათლივ ჩანს, ესპანელი სპეციალისტი ბარკოლასა და რამოშს ეუბნება, თქვენი იმედი მაქვს და გუნდიდან წასვლაზე არ იფიქროთო. ეს თუ მხოლოდ დაპირება არაა, გამოდის, პარიზელებმა გამოკვეთილი ფორვარდით უნდა ითამაშონ, ბარკოლა კი ალბათ მხოლოდ მარცხენა ფრთაზე გამოსვლით იქნება კმაყოფილი. მაშინ გამოდის, "კვარა" მარჯვნივ უნდა ვნახოთ. ამასობაში, ვილი სანიოლმა სანაკრებო ტაქტიკა თუ შეცვალა, იქნებ ის ერთგვარად იძულებული იყოს ამ ტენდენციას აჰყვეს და ხვიჩა ეროვნულ გუნდშიც მარჯვნივ იყოს, რაც მისი ოპტიმალური პოზიცია არაა.

ჯერჯერობით შორი დასკვნებისგან თავს შევიკავებთ და უახლოეს 2 მატჩს დაველოდებით - 22 აგვისტოს "ანჟესთან" შინ და 30 აგვისტოს "ტულუზასთან" სტუმრად.

დავით 67
თუ ნატვრაა, ის მაინც ინატრე, მათ არ გამოუვიდეთ ჩვენთან კარგი თამაში თქო. რად გინდა დამტვრევა და უბედურება .
Levani
ფაქტია ამ თამაშებში ხვიჩას კარგი ფორმა და ჩაკვეს კარგი ფორმა გვჭირდებოდა,მაგრამ რას ვიზამთ- ოპტიმალური შემადგენლობა მთელი პერიოდი არავის არა ჰყავს. ისე ფორტუნამ თურქებს რაც დაეხმარა ახლა ჩვენი ჯერია- ჩალხანა არდა და ქენანი უნდა დაემტვრეს ამ დღეებში თურქეთს
Achi
Rat Unda kvaras praktika kait raa
მირო
მარჯვნივ თამაში ნიშნავს ხვიჩა გადააკეთო სხვა ფეხბურთელად,რაც შეუძლებელია.მარჯვნივ და მარცხნივ ერთ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი მე არ მეგულება.თუ კვარას გაფუჭება უნდა,სხვა ამბავია.რაღაც საეჭვოდ იქცევა ენრიკე.
ენრიკე, მისმინე ბრატ:)
ხვიჩა პესეჟეს კარებში უნდა იდგეს. არ, დაიღლება, ნაკრების თამაშებს დასვენებული შეხვდება და ოპტიმალურ შედეგს დავდებთ:))
სიმართლეს
ნაკრების შემადგენლობას სანიოლი ირჩევს და თვითონ კარგად ეცოდინება,ვის დაუძახებს.შენ არც აქამდე გეკითხებოდა და არც მომავალში შეგეკითხება.დაწყნარდი და თამაშს დაელოდე.
giga23
მარჯვნივ და მცველად დააყენონ ფლანგზე ბარემ.
tngh
ხვიჩა არ არის საუკეთესო ფორმაში. იმედია, ნაკრების თამაშებისთვის მოუმატებს და შევა ფორმაში.
mevludi
კაცმა ჩემპოიონთა ლიგის ფინალში გოლი შეაგდო და რას ამბობთ, მსოფლიო თასზეც ფინალის გარდა საკმაოდ ნორმალურად ითამაშა, ასე რომ დამშვიდდით, თქვენისთანა გულშემატკივრები 5-6 წელია ჩასაფრებული ხართ, როგორც კი 2-3 მატჩს დაბალ დონეზე იტამაშებს იწყებთ გენიოსობას
zura222
სტაპრაცენტი ხარ ძმა. სუ დაიკარგა ეს ბიჭი რადარებიდან. მე მაგას ჯერ კიდე შარშან ვამბობდი და აქ დამცინოდნენ. აჰა ვაარ მართალი?
რეალისტი
მომქანცველი სეზონისა და არასრულყოფილი დასვენების შემდეგ ვარსკვლავი რომ სათანადო კონდიციაში არ იყოს ამაში უჩვეულო არაფერია. ხვიჩას ასეთი პერიოდები არაერთხელ გადაულახია. ასე რომ მოთმინება...
porto
მგონი ჩაესვენა ამ ბიჭის მზე. რამდენი თვეა უკვე ჩაკარგულია, ვერც გოლს იტანს, ვერც მატაობს.
ეგრეა
მეგობრებო ყველას მოგმართავთ,არ იკადროთ ცუდი სიტყვები, ჩვენი მწვრთნელის და ფეხბურთელების მიმართ , ჩვენი ფეხბურთელები და მწვრთნელები ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენ გაგვახარონ , ზოგიერთი ცუდს რომ წერთ ეს თქვენი უკულტურობაა,მე უბრალო გულშემატკივარი ვარ, მადლობა წინასწარ ყველას
გოგა
ერთი თამაში არ ათამაშეს კაცი და დაიწყეს ექსპერტობა, მთლიანად პსჟ არა ფორმაში, მარცხნივ თუ ვის ათამაშებს, მნიშვნელოვან თამაშებში მაგას ვნახავთ, ენრიკეც მართალია თავისთავად 11 ერთიდაიგივე ფეხბურთელით ვერ ითამაშებს სულ, ნანტთან თუ არ ათამაშა ეს ხალხი აბა ვისთან ათამაშოს? ამხელა ხელფასებს უხდის გუნდი და უნდა გამოიყენო, თან ლიგა ერთის გამარჯვებული მაინც წინასწარა ცნობილი ვინ იქნება
ანაღვლე ამათ ნაკრები და მომავალი......
აცალეთ ბატონო დამსახურებული დასვენება სანიოლს და მის შტაბს ხიზანას მეთაურობით. გადაიღალნენ მუხლჩაუხრელი შრომით მთელი წლის მანძილზე. ზაფხულია ჯერ, რა ჯობია კიპრის პლიაჟებზე კოტრიალს. შეიკრიბებიან 5 დღით ადრე, ესენი ხომ პროფესიონალები არიან, აი ნახავთ როგორი ჯერ არნახული ტაქტიკით ათამაშონ ნაკრები. ორივე თამაშს დიდი ანგარიშით მოვიგებთ.)))))
სიმართლე
ეს მძინარე სანიოლა როდისღა აპირებს ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებას?! მაინცდამაინც ყველაზე ბოლოს უნდა გამოაცხადოს, თამაშამდე 1 კვირით ადრე?
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
კვარაცხელია ახალ მწვრთნელთან და ტაქტიკაში უფრო შედეგიანი უნდა იყოს - გასპერინის უპირატესობები...
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]
"კვარაცხელიამ საუკეთესო ფორმა უკან მოიტოვა" - უცხოური მედიის პრევიუ და სავარაუდო შემადგენლობა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს