საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას. 21 აგვისტოს, თბილისში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ცერემონიის ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით მიმართეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. ასევე ფიფას წევრი ასოციაციების რეგიონულმა კოორდინატორმა მარკო ფერიმ და უეფას ნაციონალური ასოციაციების დირექტორის მოადგილემ ტიერი ფავრმა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მიხეილ მესხის ოჯახის წევრები და ყოფილი "ავაზელები" - ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები. მიხეილ მესხის სახელობის სკოლის აღსაზრდელებმა კი, გახსნის ცერემონიის ფარგლებში ღია ვარჯიში გამართეს.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სტანდარტული მოედანი ტრიბუნით და განათებით, ასევე მინი მოედანი ტრიბუნით, განათებით და ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. აღნიშნული ტერიტორია 2022 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქალაქ თბილისის მერიისგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.

პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

დიღმის მასივის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა თბილისის ხუთ უბანში. მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე. ასევე ფოთში, რუსთავში, სამტრედიაში, ქუთაისში, რუხში, ლაგოდეხსა და გვიმბალაურში.

GFF.GE

მოცლილებს!
რა დღეში ხარ ნაცებო? თქვენ მიიღეეთ ამ "ავაზის" გახსნისთვის და ბავშვების გახარებაში რაიმე წვლილი? არა! და ამიტომ ენები დაიმოკლეთ და დაეგდეთ თქვენს ადგილას! სადაც არ გეკითხებათ ნუ ეჩრებით!
მწვრთნელი გვყავს, უკეთესს ვერ ინატრებს კაცი
ამ სანიოლს რომ დაარბენინებთ აღმა-დაღმა გარდამავალი დროშასავით, მაგას მეტი საქმე არა აქვს? თუ პიარის დარგში გყავთ საარჩევნოდ, მწვრთნელობას რაღას აბრალებთ? იმის მაგიერ, რომ ტვინს იჭყლეტდეს როგორ მოვუგოთ თურქებს, მათ თითოეულ მოთამაშეს სწავლობდეს, ტაქტიკურ და სტრატეგიულ სქემებს ადგენდეს, სტადიონებს გასახსნელად იცლის? აი მაგიტომაც არის მოყვარული პრაქტიკანტი და არა პროფესიონალი. ეგრე დაყვებიან გახსნებზე უბან-უბან ფედერაციის ბობოლებს ანჩელოტი და სპალეტი? თუ ავაზის აღზრდილია და მშობლიური სკოლა მოენატრა?
მერაბი ჩხოროწყუ
კი ბატონებო ფედერაციას მადლობა ამისთვის, მაგრამ გუშინ საღამოს სომხეთის ნოამ გაანადგურა ოლიმპია ლუბლიანას გუნდი და გაინაღდა კონფერენსლიგის ჯგუფი, ვულოცავ მთელ სომხეთს, ვუსურვებ წარმატებებს,მაგათაც ჩვენზე მეტი ფული იდება ფეხბურთში თუ, არ მგონია რომ ჩვენ რომელიმე გუნდს მოეგო იმ გუნდისთვის,და ის ოლიმპია უფრო ძლიერია ვიდრე კლაკსვიკი,ლივადია,პაიდე,რიგა,და,ასე, შემდეგ, წავიდნენ დელეგაცია და კითხონ სომეხი მეზობლებს, როგორ ახერხებენ ასეთი კლასის გუნდების გაკეთებას, სირცხვილია უკვე, ბოდიში, დაწერეთ თქვენი აზრი,
ხვიჩა მაგარია!
სად აქვთ ამათ ფული? ნისიაზე გახსნეს.
სანიოლს მეტი საქმე არ აქვს?
კაი მაყუთიც მოტყდებოდა!
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია