კვიპროსში ევრობასკეტზე საასპარეზოდ ჩასულ საქართველოს ნაკრებს გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აეროპორტში დახვდა. როგორც იცით, შენგელია გულის არითმიის გამო გამოკვლევების ჩასატარებლად ბარსელონაში იმყოფებოდა და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო. გუშინ ჩვენმა ნაკრებმა ლიმასოლში „სპიროს კიპრიანუ არენაზე“ თორნიკესთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

„ბარსელონას“ ახალწვეულს წერილი „მარკამ“ მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ესპანელთა პირველ მეტოქეს სერიოზული პრობლემა აქვს, რამეთუ ქართველთა ვარსკვლავს და ლიდერს ექიმებმა პირველ ორ შეხვედრაში, მათთან და იტალიასთან ურჩიეს არ ითამაშოს:

„თუმცა, „თოკოს“ თამაში ნებისმიერ ფასად უნდა და შესაძლოა, იტალიასთან პარკეტზე გავიდეს, მაგრამ როგორც ჩანს, სკარიოლოს გუნდთან მისი მონაწილეობა სრულად გამორიცხულია და ეს შეიძლება მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობით გააკეთოს.

ის ყოველთვის უზარმაზარ ერთგულებას ავლენდა თავისი ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის მიმართ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც ფიბასა და ევროლიგის ფანჯრები დაემთხვა, ის 24 საათში ორ მატჩს ატარებდა. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ცსკა-ში ირიცხებოდა და მაშინვე დატოვა კლუბი, ვინაიდან ჩათვალა, რომ არმიულ გუნდში ასპარეზობა არ შეეძლო.

შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონისთვის მას შემდეგ გააფორმა, რაც "ვირტუსთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. ფორვარდმა სენსაციური შედეგები აჩვენა, მათ შორის ერთ შეხვედრაში, როდესაც ტრავმირებული იყო, ქამბექის ავტორი გახდა. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ ევროპის ჩემპიონატზე იქნება. ვნახოთ, მისცემს თუ არა ამის საშუალებას გული“.

ხაზგასმულია, რომ მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელია, რომელთაგან ერთი განაცხადს მიღმა დარჩება.

რომ იომებენ,მაგაში ეჭვი არავის ეპარება,ნამდვილ გულშემატკივრებს შორის.რამდენი შეგვიძლია,ეგ არის მთავარი კითხვა.რესურსი ძალიან შეზღუდული გვაქვს.მიდით ბიჭებო,როცა ვხედავთ,რომ მოედანზე ბოლომდე იხარჯებით,წაგებაზეც არავინ გისაყვედურებთ.ასე იყო და ასე იქნება.ჯგუფიდან გასვლა,ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია და უნდა გავიდეთ.მთავარია შემადგენლობას არავინ გამოაკლდეს.წარმატებებს გისურვებთ!
დავით 67
აქ უმეტესობა იმდენად პესიმისტურადაა განწყობილი,რომ საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საკუთარ საქმეშიც ასე არიან. როგორ შეიძლება გახვიდე მოედანზე წინასწარ წაგებულმა? უნდა იბრძოლო ყოველთვის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თქვენ თუ ხართ ასეთი დაჩიავებული, კალათბურთელებს შეეშვით. არ ვარ მათი ადვოკატი, მაგრამ იმდენი მაინც იციან რომ მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ და წინასწარ წაგებული არ გავლენ სათამაშოდ. ფეხბურთიც და კალათბურთიც ისე სპორტია, რომ ყველაფერი ხდება, ბურთი მრგვალია როგორც იტყვიან. რაგბის ბურთით ხომ არ ითამაშებენ.
maxi
მიუხედავად ტესტ მატჩების წაგებისა, მწვრთნელის კრიტიკისა, სკამის არ ყოლის, დავწერ და თავადაც ნახავთ მერე ,რომ ნაკრები აბსოლუტურად სხვა თამაშით და შემართებით იქნება.ესპანეთზე არაფერს ვიტყვუ, იტალიასთან ვიომებთ, ბერძნებთანაც, ბოსნიას მოვუგებთ და კვიპროსსაც და გავალთ ჯგუფიდან. მაგრამ ფაქტი ერთია თაობათა ცვლა ძალიან კარგა ხანს დაგვეტყობა, პლუს ჩემი აზრით და ალბათ ბევრის ლეგიონერი სხვა დაგვჭირდება სამომავლოდ. წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს და ვუქომაგოთ! ჯანმრთელობა თითოეულს და უფლის წყალობა! შენგელიას მხნეობა!
ლადო
ხოდა აიღონ ლიდერობა საკუთარ თავზე მამუკელაშვილმა და ბითაძემ პატარები აღარ არიან,დონჩიჩმა ჩვიდმეტი წლის ასაკში თავისი ლიდერობით მოიგო ევროლიგა!
ანი
ლაშა-ს,ევროპული კალათბურთის მოყვარული ვარ,ვუყურებ ევრობასკეტსაც და ევროლიგასაც,შეგახსენებ რო წინა ევრობასკეთის MVP ვილი ერნანგომესი გახდა,ხოლო მისი ძმა ხუანჩო ფინალის MVP,სადაც ესპანეთმა უძლიერესი საფრანგეთი დაამარცხა,ამ ძმებიდან ერთი ბარსელონაში თამაშობს მეორე კი პანათინაიკოსში,წინა სეზონში კი NBA-ში თამაშობდნენ,ვისაც კალათბურთი უყვარს ძმები ერნანგომესები ყველამ იცის!!!
2025
ვფიქრობ, რომ მთავარია თორნიკეს ჯანმრთელობა! სჯობს გამოტოვოს ორი თამაში და არ გადატვირთოს გული! ელემენტარულია!

შენ გგონია,რომ ფედერაციის და სანიკიძის გულისთვის იკლავს თავს?!ადამიანს რაღაცა მაინც ხომ უნდა ჰქონდეს,წმინდა?!თორნიკესაც ძალიან ბევრი ტალახი და სიბინძურე შეასხეს,დღეს ამას აღარავინ იხსენებს,მაგრამ ბოდიში არავის მოუხდია.ნამუსი არ ჰკმარათ,ან კიდევ ოპოზიციის აგორებულ ტალღას აჰყვნენ და როცა მიხვდნენ,რცხვენიათ ამის აღიარების.
Ლაშა
Ანი ეტყობა ჭეშმარიტი ქართველი ხარ. Ჰერნანგომესების თამაში სად ნახე რო ასე ხარ აღტაცებული. Თორნიკე ნაღდად სჯობს ორივე ძმას
დავით
გიხარია?
საბა
შენგელიასთან ერთადაც ვერ მოვუგებთ ესპანეთს,იტალიას და საბერძნეთს!
ჟორა გაბრიჭიძე
მახსოვს წინა ევროპაზე ლიტვას რომ შეაკლეს თავი და ჯგუფში ძირითად მეტოქეებთან რომ წააგეს და ჩარჩენ ჯგუფში. თუ ჭკუა ეყოფათ და ამ სისულელეს არ გაიმეორებენ და თოკოს იმ თამაშებზე დააყენებენ სადაც ჩვენი ჯგუფიდან გასვლის ბედი წყდება, კარგია, თუ არა და ჯობია ჯგუფიდან გასვლას წინასწარ გამოემშვიდობოთ.
გიორგი
ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში. თორნიკეს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. ყველაფერი დამტკიცებული აქვს. ვი გამოადგება რაიმე რომ დაემართოს?
ანი
შენგელიამ რომც ითამაშოს მაინც ვერაფერს გვიშველის ესპანეთთან, ძმები ერნანგომესები მოუგებენ მარტოს საქართველოს ნაკრებს!
ვოოტ
მე მაინც ოდნავ სხვაგვარად მგონია საქმე და თქვენის ნებართვით: მიუხედავად ჩვენი ქვეყნის უდავოდ წარმატებული სპორტსმენების (ფეხბურთელების ხვიჩას თამადობით, მორაგბეების ნინიაშვილისა თუ ტაბუცაძის თამადობით, წყალბურთელების შუშიაშვილის თუ სხვების თამადობით, ხელბურთელების ცხოვრებაძისა და ბევრის თამადობით), თორნიკე შენგელია არის ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც ცალსახად ნაკრებში უფრო მეტად იხარჯება, ვინემ კლუბში ( არადა, რომელ კლუბშიც უნდა ყოფილიყო, ყველგან საუკეთესო მოთამაშე და უპირობო ე.წ. მვპ გახლდათ) და ნაკრებისადმი მის თავდადებაზე ლეგენდები დადის სრულიად ევროპაში (რაღაც დოზით ჩვენთანაც)... ნაკრების თამაშის გამოტოვება თორნიკესთვის სასჯელის უმაღლესი ზომაა, რადგან ნაკრების მაისურით მოთამაშე თორნიკე შენგელია ერთდროულად არის სამასი არაგველიც, ცხრა ძმა ხერხეულიძეც, ჩვიდმეტი შინდისელიც და მტრის ურდოსთან მარტოკაცად მებრძოლი შალვა ახალციხელიც... ეს მისი პიროვნული არჩევანია ( გნებავთ, ხვედრიც), რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, არ შეუძლია და არავის, არც მწვრთნელს, არც ფედერაციას, არც ჩინოვნიკებს და არც გულშემატკივარს, ამ არჩევანში ჩარევის უფლება არ აქვს, სხვა განზიმილებასთან გვაქვს საქმე... მაგრამ ნაკრების მესვეურთა მიზნები და ზრახვები, ბევრად უფრო პრაგმატულია - მაგათ ახალგაზრდა და ნიჭიერი კალათბურთელების გამოზრდა არ გამოსდით( რატომღაც), თორემ რეალობას საკმაოდ საღად აღიქვამენ - მშვენივრად იციან, რომ გრანდებთან პირველ სამ თამაშში თავის შეკვლას, ბოლო ორი თამაშისთვის ძალების შენახვა და ჯგუფიდან გასვლა სჯობს, ამასთან, თორნიკეს გარეშე, არც განახევრებულ ბოსნიასთან მოგება ეიმედებათ და შესაძლოა, მასპინძელ კვიპროსთან გვარიანად დაბუქსავდნენ, რაც ცალსახად უარყოფითად შეფასდება და ვფიქრობ, თავს იზღვევენ ე.წ. მოციმციმე არითმიებითა და ექიმების რეკომენდაციებით, თორემ მეორე და მესამე თამაშებს შორის სხვაობა სულ რამდენიმე საათია და რას უნდა წყვეტდეს ეგ საათები თორნიკე შენგელიასთვის, ვისაც ჩარტერული რეისებით განაწემებსა და ფაქტობრივად უძილოს, ოთხ დღეში სამი თამაში ჩაუტარებია უმაღლეს დონეზე და ერთი არ დაუჩივლია... მე ფედერაციას არ ვამტყუნებ, უბრალოდ, ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის სურვილია, რომ იტალიასთან 13:0-იანი სტატისტიკა შევცვალოთ, ესპანეთსა და საბერძნეთს ვუჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენი ანტეტოკუმპოები გვყავს და კვიპროსთან სულაც რომ წავაგოთ, არა უშავს, ხვალ-ზეგ მაინც ეგენი უნდა გახდნენ ჩვენი ტოლ-სწორები და გვეცოდინება მაინც, რამდენს გავქაჩავთ და რისი იმედი უნდა გვქონდეს შენგელიას გარეშე... მე თანახმა ვარ წინა ევროპის ჩემპიონატის შედეგზეც, როცა ყველა თამაში წავაგეთ - მოსაგებიც და წასაგებიც, მაგრამ თურქებს მოვუგეთ და პირადად მე ეს მოგება დანარჩენ წაგებებად მიღირდა... წარმატებები თორნიკეს და ბიჭებს, მე მაინც ბებერი ხარების ნახნავი ყამირების მოლოდინით ვხვდები ამ ჩემპიონატს და ნუ დამძრახავთ...
Beka
წარმატებები საქართველოს ნაკრებს კალათბურთში VISCA TOKO! VISCA BARCA!
duo
nu itarsebi mazgach
გოგა
ადამიანობის, პატრიოტობის და სპორტსმენობის მსოფლიო ეტალონი!ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, შევხვდებით ბარსელონაში.
Toy
Კი მარკასგან რატო უნდა ვიგებდეთ ინფორმაციას? Მარკას და ესპანელებს არ უნდათ، რომ ითამაშოს ამაში რაა გასაკ ირი.

თორნიკე შენგელიას არავისთან და არაფერი აქვს დასამტკიცებელი.მთელი მისი კარიერა,მამულიშვილობის და უდიდესი პროფესიონალიზმის მაგალითია.ვფიქრობ კი არა,დარწმუნებული ვარ,ექიმების რჩევა უნდა შეისმინოს და რამდენიც საჭიროა დაისვენოს.ჯერ ერთი ფორმის პიკში რომ იყოს,მაშინაც კი,ამ ორ თამაშში საკმაოდ მცირე შანსები გვექნება და მეორე და მთავარი კი ის არის,რომ ახლა რეკომენდაციების შესრულებაზე უარის თქმამ,შესაძლოა ისეთი შედეგები გამოიწვიოს,რომ სამომავლოდაც ვეღარ შესძლოს ნაკრების დახმარება და საერთოდ თამაშიც კი.მხოლოდ ამ ჩემპიონატზე კი არა,საერთოდ,კარიერის დასრულება აიძულოს.გულთან ხუმრობა არ შეიძლება!თორნიკე ახალგაზრდა კაცია და ეს ჯერ არ ესმის,ექიმები კი,ამაში კარგად ერკვევიან და ასეთ რეკომენდაციას ტყუილად არ მისცემენ.ვფიქრობ მწვრთნელებმა ხისტი პოზიცია უნდა დაიკავონ და დასასვენებელი დაასვენონ.ამით,დღეს ცოტას დავკარგავთ,მაგრამ სამომავლოდ სრულფასოვანი თორნიკე გვეყოლება და მისი მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება,შეუძლებელია. მოკლედ,უნდა დაისვენოს და თვითონ თუ უარს იტყვის,ძალით დაასვენონ.
გუვი
შენგელია მაინც და მაინც ვერ გვიშველის რაც ნაკრები გვყავს. მაგრამ გვყვას უმაგრესი და მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი ლონდარუძე რომელიც ქუხს და შენგელია რაღათ გვინდა
Gio
მე ვთვლი, რომ არ უნდა გარისკოს. მისი ეს სურვილიც უკვე დასაფასებელია, რომ ასე ძალიან უნდა ქვეყნის დახმარება. მით უმეტეს ამ მომენტში, როდესაც ყველაზე ცუდად მომზადებული ვხვდებით ევრობასკეტს. ყველა სხვა კალათბურთელს მივმართავ - თავი გაიგიჟეთ, იბრძოლეთ და გვასახელეთ.
გოგა
ესპანეთან და იტალიასთან ჯობია დაისვენოს, რომც შევაკლათ თავი ვერ მოვუგებთ, ბოსნიასთან და კვიპროსთან მოგებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, მაგრამ ეგეც წყლის ნაყვა და მეტი არაფელი, არანაირი დონე და კლასი ჩვენ ნაკრებს არ აქვს, სულ 4 კალათბურთელი გვყავს,საერთოდ არ გარისკოს თოკომ ჯობია წავიდეს სახლში და დაისვენოს, ჯგუფიდან რომც გავიდეთ კვიპროსთან მოგებით იქ რას ვიზამთ, ამოგვტენის ვიმე და მორჩა
zviadi
ან რატომ უნდა მოიკლას თავი, ფედერაციამ რომ ქულები დაიწეროს და სანიკიძეს პარლამენტში სკამი არ გაუცივდეს?
ფიგუ
შეეშვით ეს “კომენტატორები“ თქვენი „განათლების“ დემონსტრირებას ეს პლეიმერიკერიო, ეს ვინგერიო ეს ქამბექიო ეს მოიგო ერთით სამიო ისწავლეთ ქართული ლაპარაკი,ხშირათ უსმიეთ კოტე მახარაძის ,ეროსი მანჯგალაძის, ჩანაწერებს მურმან ჯინორიას.
rigiti
დიდი ქართველი!!! აი ასეთ ვაჟკაცებზე დგას საქართველო!
zaza
ბრავო თოკოს, ამაზე მეტი თავგაწირვა რას ნიშნავს ნაკრებისთვის!! ჯობია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება თოკოსთვის რადგან ეს ხო უბრალო ტრავმა ხო არ არის!! სპორტზე მაღლა ადამიანის ჯანმრთელობა დგას და იმედია ჯიკიჩი გადაათქმევინებს თოკოს და მოსაგებ თამაშებში გამოვიყენებთ ჩვენი ნაკრების ლიდერს.
ქუთაისი
შენს გულს ვენაცვალე.
სიმართლე
საბოლოოდ დაგვერხა...
ზურა

alex
თოკო გამოტოვე ესპანეთი და იტალია..... მთავარი თამაშია მოსაგები ბოსნიასთან.... მანდ გვჭირდები ზუსტად.... ცარიელი გულია ეს კაცი რა.... შენ გენაცვალე...

საქართველოს კალათბურთს სერიოზული პრობლემები აქვს მრავალი წელია. თუ არ გჯერავთ აგერ ნახავთ ევრო ბასკეთზე….!
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"