გაახალგაზრდავების მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მაინც ეყო ძალა დაემარცხებინა „დეზების“ გუნდი
პრემიერლიგის მეორე ტურის ბოლო შეხვედრის მიწურულს, სერ ალექს ფერგიუსონი სიამაყოთ გაბადრული გადაჰყურებდა თავის ყმაწვილებს „ოლდ ტრეფორდის“ ტრიბუნიდან. მათ, 20 წლის დენი უელბეკის წინამძღოლობით, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ დაამარცხეს და მერე როგორ - 3:0.

არადა, „იუნაიტედის“ შემადგენლობა მიმომხილველთა ერთ ნაწილს ეჭვის გამოთქმის საბაბს აძლევდა. საქმე ის გახლავთ, რომ რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის ტრავმებმა სერ ალექსს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა აიძულეს და შედეგად, იმ გუნდის საშუალო ასაკი, რომელიც მანჩესტერში „სფურზის“ წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდა, 23 წელი და ერთი თვე გამოვიდა. თუმცა, გაახალგაზრდავების მიუხედავად, „მანჩესტერს“ მაინც ეყო ძალა დაემარცხებინა „დეზების“ გუნდი. გოლები უელბეკმა, ანდერსონმა და უეინ რუნიმ გაიტანეს. ცნობისათვის: რუნიმ „იუნაიტედის“ შემადგენლობაში თავისი 149-ე გოლი შეაგდო.

გახარებულმა ფერგიუსონმა მატჩის შემდეგ თქვა: „ჩვენ სადავეები ხელში ავიღეთ და მეორე ტაიმში საოცარი ფეხბურთი ვითამაშეთ. დღევანდელმა შეხვედრამ ყველას აჩვენა თუ როგორ ვენდობით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებს. ვფიქრობ, ფანები დაინახავენ, როგორ მუშაობს ჩვენი კლუბი და გარჯას დაგვიფასებენ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, როგორ თამაშობენ ეს ბიჭები. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ახალგაზრდების ნდობა ყოველთვის გვქონდა, ახლა კი შესანიშნავმა თაობამ მოიყარა თავი.

უელბეკი ყოველთვის ძალიან ნიჭიერი გახლდათ, მაგრამ უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, რადგან ზრდის პროცესში მუხლი ჰქონდა სუსტი და ჩამოუყალიბებელი. ამიტომაც გადავწყვიტეთ 2010-2011 წლებში „სანდერლენდში“ გაგვექირავებინა, სადაც კაცად ჩამოყალიბდა. ახლა დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ თავდამსხმელს დიდი მომავალი აქვს. თან, ხავიერ ერნანდესიც გამოჯანმრთელდა... როგორ უნდა მოვიქცე? რომელი უნდა ვათამაშო? ნამდვილად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ“.

აღსანიშნავია, რომ უელბეკი მანჩესტერელია. სხვა სიტყვებით, როდესაც ფერგიუსონი კლუბის მუშაობის სტილზე ლაპარაკობს, „იუნაიტედის“ ბავშვთა სკოლისა და ყმაწვილთა აკადემიის მიერ ადგილობრივი კადრების აღზრდას გულისხმობს.

„შესვენებისას გასახდელში შევედით, სადაც მწვრთნელმა ცოტა შეგვჯორა, რამაც კარგად იმოქმედა. მეორე ნახევარში, მოედანზე დაბრუნებულებმა სხვა ფეხბურთი ვითამაშეთ“ - თქვა შეხვედრის გმირმა.

19 წლის ფილ ჯონსი კი მანჩესტერელი არ არის, ბლექბერნიდანაა და სერ ალექსმა ამ ზაფხულს იყიდა. მატჩის შემდეგ მასაც ჰკითხეს აზრი. ჯონსმა უპასუხა:

„დღეს „ოლდ ტრეფორდზე“ ჩემი დებიუტი შედგა. ეს ფანტასტიკური იყო. ამ დღეზე დიდხანს ვოცნებობდი. შედარებაც არ შეიძლება, აქ, „იუნაიტედში“ გაცილებით სწრაფ ფეხბურთს ვთამაშობთ, ვიდრე „ბლექბერნში“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს