„ჩელსის“ ნიგერიელი ვარსკვლავის, 24 წლის ჯონ ობი მიკელის ათი დღის წინ გატაცებული მამა შინ დაბრუნდა
„ჩელსის“ ნიგერიელი ვარსკვლავის, 24 წლის ჯონ ობი მიკელის ათი დღის წინ გატაცებული მამა შინ დაბრუნდა. ბოროტმოქმედებს მაიკლ ობი მიკელი ქალაქ კანოში წაუყვანიათ.

მიკელი უფროსი ახლობლებმა ბოლოს 12 აგვისტოს მშობლიურ ქალაქ ჯოსში ნახეს. ხუთი დღის წინ ჯოსშივე იპოვნეს მისი მანქანა. საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია ხუთი ადამიანი. მათ შეიძლება ადამიანის გატაცება დაუმტკიცდეთ. მიკელის მხარდამჭერი ჯგუფის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„მაიკლ ობიმ თავად დარეკა ოჯახში და თქვა, რომ გამტაცებლებმა ის გაათავისუფლეს. იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯონის მამა ჯანმრთელად და უსაფრთხოდაა, ჩვენმა ჯგუფმა დრო ითხოვა და განცხადების გამოქვეყნება არ იჩქარა. დღეს, ჯონ ობი მიკელი მადლობას უძღვნის ყველა ნიგერიელს ვინც მხარში ედგა, მისი ოჯახის წევრებს, ფეხბურთის კლუბ „ჩელსის“, ფანებსა და აგენტებს, მისი ცხოვრების საშინელ პერიოდში მხარდაჭერისთვის“.

დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ, რასაკვირველია, სინამდვილეში, ფეხბურთელის მამა გამოსყიდული არ არის და ის ხუთი კაციც თვალის ასახვევად არ ჰყავთ ნიგერიის პოლიციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა