„ჩელსის“ ახალმა ფეხბურთელმა ხუან მატამ „არსენალსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უარი შეუთვალა, რათა ანდრე ვილაშ-ბოაშის „რევოლუციას“ შეერთებოდა
„ჩელსის“ ახალმა ფეხბურთელმა ხუან მატამ „არსენალსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უარი შეუთვალა, რათა ანდრე ვილაშ-ბოაშის „რევოლუციას“ შეერთებოდა.

საიდან მოვიდა სიტყვა რევოლუცია? მას მერე, რაც დასავლეთ ლონდონის კლუბი რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა იყიდა, ინგლისურ მას-მედიაში გაჩნდა გამოთქმა „რუსული რევოლუცია“. სხვა სიტყვებით, ყველა ცვლილება, რაც „ჩელსიში“ ხდებოდა, „რუსულ რევოლუციად“ მოინათლა და ეს ფრაზა შემორჩა კიდეც ტელეეთერსა და გაზეთების ფურცლებს. ჩვეულება კი, მოგეხსენებათ, რჯულზე უმტკიცესია - ბოლო წლებში ყველაფერს, რაც „ლურჯებს“ ეხება, რევოლუციას უწოდებენ.

„სტემფორდ ბრიჯზე“ „მესტალიადან“ 26 მილიონ ფუნტად ანუ 30 მილიონ ევროდ გადასულმა 23 წლის ფეხბურთელმა თქვა: „ინგლისში ტიტულების მოსაპოვებლად ჩამოვედი და სხვა კლუბებს „ჩელსი“ ამიტომ ვამჯობინე. არჩევანი იმდენად ფულმა არ განაპირობა, რამდენადაც წარმატების წადილმა. „არსენალი“ და „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ამ მხრივ „ჩელსის“ ვერ შეედრებიან.

ჩემს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადმოსვლაში დიდი როლი ითამაშა ფერნანდო ტორესმა, რომელიც ჩემს შესახებ უშუალოდ ანდრე ვილაშ-ბოაშს ელაპარაკა. ტორესმა მწვრთნელს უთხრა, რომ რაკიღა ის საბაზისო სისტემად 4-3-3-ს იღებს, მე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გავხდები. კიდევ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევარდაცვაში ისეთი მონსტრის მხარდამხარ მომიწევს თამაში, როგორიცაა ფრენკ ლემპარდი“.

მატამ, გასულ სეზონში, „ღამურების“ შემადგენლობაში რვა გოლი გაიტანა და გუნდს „ლა ლიგაში“ მესამე ადგილზე გასვლაში დაეხმარა. ადრეც გვიხსენებია, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს ნახევარმცველი სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰყავდა წაყვანილი, სადაც ესპანეთი ჩემპიონი გახდა. ორი თვის წინ მატა გახდა 21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი.

მატა დარწმუნებულია, რომ ინგლისურს მალე ისწავლის, რადგან ამაში თანამემამულე ტორესი დაეხმარება. და კიდევ, ნახევარმცველი კმაყოფილია, რომ მოხვდა გუნდში, რომლის ფორმაც ლურჯია - ლურჯი მისი მშობლიური „ოვიედოს“ ფერიც გახლავთ.

„პატარაობიდან მოყოლებული ჩემი ფერი ლურჯია - ამბობს ვარსკვლავი - „ოვიედოში“ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გუნდში დავბრუნდები“.

მატას დამატებამ „ჩელსის“ საშუალო ასაკი ცოტა დასწია, მაგრამ ჯონ ტერი ამბობს, რომ მწარედ ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ „ლურჯების“ ვეტერანებს თამაში ძველებურად აღარ შეუძლიათ. მოგეხსენებათ, დიდიე დროგბა, ფრენკ ლემპარდი და თავად ტერი 30 წელს გადაცილებულნი არიან, ახალ სეზონში კი თვალს ყველას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდული გუნდი ჭრის.

ამ ორი გუნდის შედარებისას, ყველა უნებლიედ ახალგაზრდა მანჩესტერელების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, თუმცა ტერი იხტიბარს არ იტეხს: „ვიცი, ბევრი ამბობს, რომ ლემპსი, დიდიე და მე აქ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვთამაშობთ და დროა წავიდეთ, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვანაირად არის. „ჩელსი“ სწორედ ჩვენს გამოა ერთსულოვანი და მებრძოლი გუნდი“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა