28 აგვისტო ქართული სპორტის ისტორიაში მორიგი ოქროს ასოებით შევიდა. ევრობასკეტ 2025-ის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 83:69 დაამარცხა. არ დაგავიწყდეთ, ეს ის ესპანეთია სანაკრებო შორის გასულ ევროპირველობაზე გამარჯვება რომ იზეიმა.

ბიჭებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს, გაგვახარეს როგორც შეტევაში ისე დაცვაში (ამ უკანასკნელში განსაკუთრებით). გამოსარჩევია გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა, ახალგაზრდა სპორტსმენებმა შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშეს და ისტორიულ გამარჯვებაში ლომის წვლილიც შეიტანეს.

უმჯობესია მივყვეთ სათითაოდ:

სანდრო მამუკელაშვილი - 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა დააგროვა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოც დაიმსახურა. "ტორონტო რეპტორსის" კალათბურთელმა პარკეტზე 31 წუთი დაჰყო და მთელი ამ დროის განმავლობაში იშვიათი გამონაკლისის გარდა გუნდს უძღვებოდა. ტრადიციულად დაუცველი იყო ორი ნაბიჯი და რაც ყველაზე მეტად გვახარებს გადაცემების რაოდენობა (6! მატჩში ყველაზე მეტი). სანდრო მოედანზე უპირატესობას ქმნიდა, წარმატებით უტევდა პერიმეტრიდანაც, რის ხარჯზეც მეტოქეს პერიმეტრის რადიუსთან ხაზის ამოწევა უწევდა, ეს ყოველივე კი ჩვენს მაღლებს სივრცეს უხსნიდა. სოციალურ ქსელში ხშირად იწერებოდა, რომ სანდროზე არანაირი გათამაშება არ იხატებოდა, მსგავსი კალიბრის კალათბურთელს არ ვუქმნიდით კომფორტსა და არ ვაძლევდით თავის გამოჩენის საშუალებას, თუმცა ჯიკიჩმა ჯოკერი უშუალოდ მატჩის მსვლელობისასვე გამოაჩინა.

გოგა ბითაძე - 15 ქულა, 5 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა. ქართველმა ცენტრმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, როგორც ყოველთვის ფარს კარგად იცავდა, რითაც გასული ევრობასკეტის საუკეთესო კალათბურთელს, ვილი ერნანგომესს სათამაშო არეალი შეუზღუდა - 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა, რეალურად ალდამასთან ერტად მთავარი საფრთხე სწორედ "ბარსელონას" ცენტრისგან მოდიოდა. გოგამ მოედანზე 23 წუთი დაჰყო, გარკვეულწილად ეს ყოველივე ზედმეტმა პერსონალურმა ჯარიმებმა გამოიწვია. უნდა ითქვას, რომ "ორლანდო მეჯიქის" ცენტრისთვის ეს კონკრეტული პუნქტი პრობლემა იყო და პრობლემადვე რჩება, თუმცა ქართველი მუშაობს ამ საკითხზე და ყველაფერი გამოსწორდება. მე-4 მეოთხედში, როდესაც ნაკრებს გაუჭირდა, ლიდერობა ბითაძემ ითავა, 2 სამქულიანი ჩააგდო, ულამაზესი ალეუპი დააგვირგვინა და დარბაზს ის მუხტი შესძინა, რომელმაც ბიჭები ერთიორად დამუხტა.

თორნიკე შენგელია - 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. კაპიტანის ფაქტორი მოედანზე ბევრ რაიმეს ცვლის და როცა შენი ლიდერი შენგელიასნაირი თავგანწირული მოთამაშეა, შენ უკან დასახევი გზა მოჭრილი გაქვს. მოგეხსენებათ, თორნიკე ნაკრებს ყველაზე ბოლოს შეუერთდა, "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ გულთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ექიმებთან კონსულტაციები გაიარა და ესპანეთს 3 ვარჯიშ ჩატარებული შეხვდა. არვიცოდით შეძლებდა თუ არა თამაშს, გამოვიდა, 20 წუთი ითამაშა და მოედანზე როგორც ჩვევია ყველაფერი გაიღო, ქმნიდა სივრცეებს, იყო საიმედობის გარანტი, პარკეტის ორივე მხარეს თანაბრად იხარჯებოდა და მატჩის ბოლოს გულითაც იცინოდა. თვითონ ყველაზე ამაყი იყო, რადგან მისმა ბიჭებმა თითქოს და "რუბიკონი" გადალახეს. ზოგადად, ლიდერის ფაქტორი გუნდის წარმატების სიმბოლოა, თორნიკე კი ჩვენი ნაკრებისთვის საუკეთესო მეომარია.

კამარ ბოლდვინი - 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. ამხანაგური შეხვედრების შემდეგ როგორც ნაკრების ისე ლეგიონერის მიმართ დიდი კრიტიკა იყო, თითქოს და დონით ვერ შეესაბამებოდა ჩვენს ნაკრებს, თუმცა ერთი რამ ნათელია, კამარი მაღალი დონის კალათბურთელია, უბრალოდ გვერდით სჭირდება კალათბურთელები, რომლებიც სივრცეს შეუქმნიან, მისი ბურთის ტარება და ორი ნაბიჯი კი კარგი იარაღია. დღეს ბოლდვინი პარკეტის ორივე მხარეს კარგი იყო, მაინც ვთქვათ, განსაკუთრებით დაცვაში, რატი ანდრონიკაშვილთან ერთად ესპანელთა ერთ-ერთ ლიდერს, ბრიზუელას გატოკების საშუალება არ მისცა, აქტიურ დაცვას თამაშობდა და აზღვევდა თანაგუნდელებს. ულამაზესი იყო გოგა ბითაძესთან გათამაშებული ალეუპი და რა თქმა უნდა, მატჩის ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანი, პერიმეტრიდან შეტევა მთავარი იარაღი ნამდვილად არარის, მაგალითვისთვის, ტედ მაკფადენი გაცილებით კარგად ისროდა სამქულიანს, თუმცა ბოლდვინის დაცვითი უნარები, ბურთის გათამაშება და მოედნის ხედვა ჩვენი ნაკრების სქემაში კარგად ჯდება.

დუდა სანაძე - 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა. როდესაც შენი სნაიპერი კარგად ისვრის, ყველაფერი შედარებით მარტივია. შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაგდებული 11 ქულით დუდა კომფორტულ ჰანდიკაპს გვიქმნიდა. რა თქმა უნდა, სრული მონდომებით ითამაშა დაცვაშიც და ამასთან ერთად მნიშვენლოვანი შედეგიანი გადაცემები და ჩაჭრები განახორციელა. არასტაბილური თამაშიდან გამომდინარე სანაძემ დღეს გაგვახარა და დიდი როლიც შეიტანა გამარჯვებაში.

ბექა ბურჯანაძე - 7 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა. სათადარიგო სკამი დეს ქულებით ვერ დაიტვირთა, თუმცა ბრძოლისა და ჟინის ხარჯზე მაინც სოლიდური დრო ითამაშეს. მაგალითად, ბექამ პარკეტზე 21 წუთი დაჰყო და დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგადაც გაართვა. ზოგადად, "შვიდიანი" პარკეტზე ყოველთვის იბრძვის, თუმცა დღეს აშკარად მონდომება ეტყობოდა, 7 მოხსნიდან 3 მეტოქის ფარზე იყო, 3-დან 2-ში ჰაერშივე დაამატა და 2-2 ქულა მოუტანა ნაკრებს. რად ღირს პარკეტზე გასრიალება, როდესაც ბურთისთვის ბრძოლა მიდიოდა, ბურჯანაძის მონდომება და ფარზე ბრძოლა სათადარიგო სკამიდან ნაკრებს ძალიან დაეხმარა, რა თქმა უნდა, ნათამაშები დროის გარკვეული ნაწილი თოკოს გულის პრობლემებს ეკუთვნის, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბექამ დაკისრებულ მოვალეობებს თავი კარგად გაართვა.

გიორგი შერმადინი - 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია, გიორგი ნაკრებთან ერთად ბოლო ევრობასკეტს თამაშობს. მონდომება არასდროს აკლდა, თუმცა როდესაც უყურებ 36 წლის ცენტრი რა მონდომებით იბრძვის სიამაყის შეგრძნება ერთიორად გემატება. პარკეტზე 15 წუთი გაატარა, გოგას დასვენების შესაძლებობა მისცა, მნიშვნელოვანი მოხსნები დააგროვა და ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.

რატი ანდრონიკაშვილი - 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა. რატისთვის დაბალქულიანი მატჩი იყო, თუმცა ტრადიციულად დაცვაში გაისარჯა, პარკეტზე გატარებულ 20 წუთში, როგორც აღვნიშნე, ბრიზუელას არ მოშორდა და აქტიურად, ჯარიმის ზღვარზე აგრესიული დაცვა ითამაშა. ანდრონიკაშვილისნაირი დამცველის ყოლა გუნდში ფუფუნებაა, დაუღლელი, კარგი მოედნის ხედვით და თუ მოინდომებს და საჭიროება დადგება კარგი მექულეც.

გიორგი ოჩხიკიძემ და კახა ჯინჭარაძემ პარკეტზე 4 და 2 წუთი დაჰყვეს, ჯიკიჩს მათი გამოყენება არ დასჭირდათ.

რაც შეეხება ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ჯიკიჩს, დღეს გამოჩნდა თუ რატომაა უმაღლესი დონის მწვრთნელი. იდეალურად დაბალანსებული გუნდი, შესანისნავი პირველი ხუთეული, არათუ დაცვა, ჩაკეტილობა და ფარქვეშ "ძიძგილაობა", არამედ ბიჭებს აგრესია, პერიმეტრიდან შეტევა და ჯარიმის ზღვარზე დაცვა დაავალა. იდეალურად გამოიყენა თითოეული კალათბურთელის შესაძლებლობები და ამასთან ერთად სწორად გადაანაწილა დრო.

ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ ამხანაგურ შეხვედრებში მარცხი ბევრს არაფერს ცვლის. მარტივ შეკითხვას დავსვამ და შემდეგ მეთვითონვე ვუპასუხებ. რისთვის ინიშნება ამხანაგური მატჩები? იმისთვის, რომ რაღაც, რაც დასახვეწია გამოსცადო, ალბათ იმისთვის, რომ მისცე შანსი მათ, ვისაც ოფიციალურ შეხვედრაში ვერ მისცემ, რათა დაინახო რამდენად კვალიფიციურია ესა თუ ის სპორტსმენი უმაღლესი დონის გათამაშებებისთვის, ალბათ იმისთვის, რომ საკუთარი გამჭრიახი გონებით დააკვირდე და შეისწავლო შენი ნაკრების უპირატესობები, რასაც ოფიციალურ შეხვედრაში გადაიტან. ზოგადად, ცოტა რომ გადავუხვიოთ, ფორმულა 1-ში კვალიფიკაციასა და რბოლამდე პრაქტიკა იმართება ხოლმე, რატომ? ნახონ და გამოსცადონ ბოლიდი სავსე ავზით ან თუნდაც ნახევარით, საბურავი შეამოწმონ და ასე შემდეგ. ჯიკიჩმა სიურპირიზი დაახვედრა ესპანეთს, ჯოკერად მამუკელაშვილი მოავლინა და შესთავაზა თამაში ისეთი, როგორიც მათ ჩვენგან არასდროს უნახავთ. ზოგადად, გვიყვარს თითოეული გამარჯვების აღნიშვნა, ბიჭებმა მატჩის შემდეგ ისიც აღნიშნეს, რომ ზეიმის დრო არარის, მომავალი მატჩისთვის უნდა დაიწყონ მომზადება, მე კი ლეგენდარული კობი ბრაიანტის სიტყვებით დაგემშვიდობებით:

"საქმე არ დასრულებულა", პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, იქ კი უკვე წნეხმოხსნილები სადამდე მივლენ ამას ერთად ვნახავთ. ჯგუფის მეორე შეხვედრა 30 აგვისტოს, 16:00 საათზე იტალიასთან გაიმართება.

გიგო
ვკითხულობ რა ესპანეთთან გამარჯვებით გადარეულ-გაბრიყვებული გულშემატკივრების აღტკინებას, ძალაუნებურად მომაგონდა აფორიზმი: "უნიფხვო კაცს ყლე ეგრძელებოდაო". საუბედუროდ ჩვენს ნაკრებს ერთი ასეთი მატჩის ჩატარება შეუძლია და ის ბოსნია-ჰერცოგოვინასთან უნდა ჩაეტარებინა და არა ესპანეთთან. ამ უჭკუობის შედეგს ბოსნიელებთან თამაშზე ნახავთ. წინასწარ მიეჩვიეთ ევრობასკეტიდან გავარდნას მერე სიურპრიზი რომ არ იყოს.
ასეა ეს
იტალიასთან უნდა დაამტკიცონ ბითაძემ და მამუკელაშვილმა რომ მაგრები არიან და მათი კარგი თამაში ერთჯერადი არ იყო. თანაც ესპანელებმა ძალიან სუსტად ითამაშეს.მოკლედ ყველაფერი ხვალე გამოჩნდება.ჯგუფიდან კი აუცილებლად გავალთ.
არ იცი
ბოდიში მაგრამ კალათბურთის აზრზე არ ხარ!
კარგად დაიწყე
აბა კარგად დაფიქრდი ესპანეთს და იტალის თუ მოუგე კვიპროსთან წააგებ? თუ ბოსნიასთან უნდა იფიქრო რო წააგებ? ბოლოს რო არ ბოდიალებდე რაღაცეებს კარგი იქნებოდა
კარგი რა
კვიპროსი როგორ არის ჩვენი კონკურენტი? მასპინძლის სტატუსით არის გასული უკაცრავად და ჭ კლასის გუნდი, კარგი რა ცოტა გაანალიზე არსებული სიტუაცია. კიდევ ერთი ორი მოგებაც შეიძლება საკმარისი იყოს ჯგუფიდა გასასვლელად, მაგრამ ამაზე არც კი უნდა ვიფიქროთ, 1000% კვიპროსი განადგურებულია, ჩემი აზრით ბოსნიასთან იქნება გადამწყვეტი თამაში, მანამდე იტალიას თუ მოუგეთ მართლა პირველი-მეორე ადგილით გასვლაზე გვექნება პრეტენზია.
გურულო
ხვალ იტალიას რომ დავამწუხრებთ, მერე ერთ თამაშს ვეღარ მოვიგებთ ვითომ დარჩენილი სამიდან? უეჭველი გავდივართ ჯგუფიდან. თან პირველი ადგილით! აი, ნახავთ თუ არა! წარმატებები ბიჭებს! დერჟიმ კალაძის ზა ნაშიერი პარტიის! პაბედა ბუდეტ ზა ნამი!
ჟორას
ეი პრაფესორ თუ საბერძნეთს მოუგებთ, ნუ კვიპროსთან მოგება მგონი საეჭვო არაა და ბოსნიასთან, რომც წავაგოთ მაინც გავალთ სამი მოგებით.
გიგი
ესპანელებს როგორ არ ყავთ ლიდერი?ძმები ერნანგომესები, წინა ევრობასკეთის საუკეთესო კალათბურთელები,გუშინ არც ერთს წაუვიდა თამაში,ასე ხდება ხოლმე კალათბურთში!!
ჟორა-ს
საბერძნეთს ან იტალიას თუ მოვუგეთ, მერე კვიპროსთან და ბოსნიასთან როგორღა უნდა წავაგოთ? არც ერთ ლოგიკაში არ ჯდება. ერთ-ერთს მაინც ყველა ვარიანტში მოვუგებთ(ალბათ კვიპროსს) და სამი მოგებით ხომ უეჭველი გავდივართ. ბოლო-ბოლო ამ იტალიასთანაც ხომ უნდა გავტეხოთ ნავსი? სირცხვილია ამდენი წაგება. ან სამი თამაშით ისე როგორ გადაიღლებიან, რომ კვიპროსთან და ბოსნიასთან ვეღარ გაქაჩონ. რა ვიცი, პიკზე ჯგუფურის მერე გადიან თურმე გუნდები და რაღა ჩვენ უნდა გამოვიფიტოთ დროზე ადრე. მე პირიქით მგონია: ესპანეთთან და იტალიასთან ან საბერძნეთთან მოგება კიდევ უფრო შეკრავს გუნდს და მეტი მონდომებით ითამაშებენ.
გიორგი
ესპანეთში ვარ. კაფეში ესპანელები ირონიით უყურებდნენ ჩემს ემოციებს მატჩის პირველ ნახევარში, იცინოდნენ ჩემს ქართულად გამოხატულ შეძახილებზე, სიხარულებზე. ალბათ ბოლომდე ეგონათ რომ ევროპის ჩემპიონი მაინც შემოატრიალებდა თამაშს. ბოლოს უკვე მე ვიცინოდი, ამათ ნირწამხდარ სიფათებზე. ჭეშმარიტად ასეა: იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის...
აკაცუკს
სურიკ ჯან , ძალიან გეწყინა , რომ მოვიგეთ ?
რრრ
სამი მოგება აუცილებელია იქნება შემდეგ ეტაპზე გასავლელად, ორი არ გვეყოფა.
ერიჰაა
სად ერეკლე და სად მისი ცოლი თეკლეო, ამაზეა ნათქვამი. მე ვამბობ კითხვები 6 ამხანაგური თამაშის წაგების შემდეგ უნდა ყოფილიყო და ვინც ამ კითხვებს ვსვამდით ისინი მართლები ვიყავით. გასაგებია, რომ ესპანეთთან მოგებით ამ კითხვებს პასუხი თითქმის გაეცა, თუმცა არსებობს სხვა კითხვებიც. კითხვები არ ნიშნავს გინებას, არც კრიტიკას და არც ჯინაში ჩადგომას.

არც იტალიას ჰქონდა ჩვენზე უკეთესი სიზუსტე,ასე რომ მათთანაც ეცდებიან ჩვენები და თამაში თუ წაუვიდათ,რატომაც არა?ბერძნებთან ალბათ ძირითადის ბიჭებს ნაკლებად დატვირთავს და კვიპროს- ბოსნიისათვის შეინახავენ თავებს.იტალიასთან თამაშის მიხედვით გამოიდებენ თავს.თუ შანსი გვექნება,ბოლომდე ვეცდებით,თუ ჩამოვრჩით,მაშინ კი,სათადარიგოებს დატვირთავს,ჯიკიჩი.
ჟორა
გიგო პაპა, ჯგუფში თამაშს სხვა სტრატეგია აქვს, რისი დანახვაც არავის არ უნდა, რაც ჯგუფში ჩარჩენით შემოგვიბრუნდება. დიდებულია, რომ ესპანეთი დავამარცხეთ, მაგრამ ჯგუფში ჩვენი კონკურენტი კვიპროსი და ბოსნია-ჰერცოგოვინაა. სწორეთ მათთან მოგებას გავყავართ ჯგუფიდან. ჩვენმა გუნდმა იტალია-საბერძნეთთან უნდა ივარჯიშოს და ბოლო შეხვედრებში კონკურენტებს შეალკას თავი და გაიმარჯვოს. ვთქვათ მოვუგეთ საბერძნეთს და წავაგეთ ბოლო ორი შეხვედრა კონკურენტებთან, სად გავალთ? ერთ ადგილზე. გასაგებია? ამიტომ ნუ ჯავრობ რას ვიზამთ ბერძნებთან, იჯავრე რას ვიზამთ კვიპროსთან და ბოსნიეებთან.
წერტილას ანუ სურიკ222-ს
ნუ პროფესორობ. ვის რაში აინტერესებს შენი ტლუ აზრები?
გიგო პაპა
საბერძნეთთან გაგვიჭირდება. იანისის გამჩერებელი სამწუხაროდ არც გოგაა და არც სანდრო და შერმო. მარტომ შეჭამა მთელი იტალიის ნაკრები, ფარის ქვეშ არავის ახარებს და დრიბლინგები ხომ ფანტასტიკური აქვს. ფაქტია რომ თუ იანისას როგორმე გავაჩერებთ, შეიძლება ვიფიქროთ მოგებაზეც. იტალია კი ესპანეთზე ძლიერად მომეჩვენა. ამ ორთან მძიმე ბრძოლები გველის. კვიპროსს უნდა გადავურბინოთ და ალბათ ბოსნიასაც მოვუგებთ. მესამე ადგილით გასვლას ვვარაუდობ. წარმატებები ბიჭებს! კარგი იქნება, თუ სათამაშო დრო ნაკრების ყველა მოთამაშეს მიეცემა, ასევე თუ გოგა უაზრო ჯარიმების მიღებას მოეშვება. სამიანებიც კიდევ უფრო თამამად უნდა ვესროლოთ, არავისზე ნაკლებები არ ვართ ამ კომპონენტში. გოგა, სანდრო, რატი, კამარა, დუდა, თორნიკე, ბექა - ყველას შეუძლია ჩაგდება, უბრალოდ უფრო თამამად უნდა ესროლონ.
გოგა
ყოველთვის და ეხლაც, ჩვენი ნაკრების პრობლემა იყო პერიმეტრი, ესპანელებმა ვერ ჩაყარეს სამიანები და არც ჩვენ, მაგრამ სამ წამიანში ნებისმიერ მეტოქეს შეგვიძლია ვაჯობოთ, თუ პერიმეტრს ვკეტავთ, თამაშსაც ვიგებთ, მაგრამ თუ ვერ ჩავკეტეთ, ნებისმიერი ნაკრები კარგად ისვრის სამიანებს ჩვენც გარდა, იმედია ყველა თამაშს ასე ვითამაშებთ

ესპანელებმა 32 სამქულიანი ისროლეს და 7 ჩაგვიგდეს,ჩვენი 8/27 -ს წინააღმდეგ.ჯარიმებში მათ 6/13(!),ჩვენი 17/26 წინააღმდეგ.ჩვენი მაჩვენებლები ძალიან დაბალია,მაგრამ მათი,კატასტროფულად დაბალი და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.ესპანელებიც ჩვენსავით ფიქრობდნენ,რომ საქართველოს ნაკრები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და თამაშზე კონცენტრაცია ვერ გააკეთეს.მათ დაავიწყდათ,საქართველოს ნაკრები სწორედ მებრძოლი სულით არის ძლიერი.ისინი არც ფორმის პიკში არიან,რადგან პიკი,ცოტა გვიან,უკვე გადამწყვეტი,საჩემპიონო თამაშებისათვის სჭირდებათ,ჩვენგან განსხვავებით და კიდევ,მათ არ ჰყავდათ ლიდერი.ვულოცავ ჩვენ ბიჭებს,ამ ისტორიულ გამარჯვებას.ამ მატჩის შემდეგ,ჩვენთან აღარავინ გამოვა უკვე დაწყებამდე მოგებული თამაშის განცდით და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ,საამისოდ.მომდევნო თამაშში,მაინც ვფიქრობ,რომ თორნიკე შენგელია მაქსიმალურად უნდა დავზოგოთ,ამ გამარჯვებამ, ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსები ძალიან აამაღლა და სრული სიმძლავრით ჩართული,ჯანმრთელი თორნიკე,გადამწყვეტ თამაშებში უფრო მეტად დაგვჭირდება.იტალიასთან თამაშამდე,ყველაზე მეტად,ალბათ ჯარიმების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ.სამქულიანებს მაინც ვერ ვესვრით და ...სამქულიანებში,გამიხარდა გოგა ბითაძემ რომ ესროლა და ჩაყარა,ევროპაში რომ თამაშობდა,37% სიზუსტით ისროდა,მაგრამ ამერიკაში ხელი გაუფუჭდა და ეტყობა მწვრთნელის მითითებით,პერიმეტრიდან აღარ ისვრის.აქ გარისკა და რაკი ჩააგდო,იქნებ საკუთარი თავის რწმენაც აუმაღლდეს და იქაც გამოასწოროს საქმე.სხვა ცენტრებისაგან,ის ხომ სწორედ იმის გამო იჩაგრება,რომ ისინი პერიმეტრიდან ესვრიან და ამიტომ მწვრთნელები მათ მეტად ენდობიან.
ჟორა გაბრიჭიძე
მთელი საქართვეოა აღფრთოვანებული საქართველოს კალათბურთელების გუშინდელი გამარჯვებით, მე კი არა. საქმე იმაშია, რომ მეორდება 2017 წის შეცდომა, როცა ლიტვის დამარცხებას ყვეაფერი მივეცით, უშუალო კონკურენტების დასამარცხებლად კი ძალა არ გვეყო და ჯგუფში ჩავრჩით. გუშინდელმა თამაშმა დამანახა, რომ ჩვენს მწვრთნელებს და კალათბურთელებს საკუთარი გამოცდილებითაც ვერაფერი უსწავიათ, ანუ არ იციან ჯგუფში თამაშის სტრატეგია. ჯგუფი იყოფა გამსვლელ და აუტსაიდერთა ჯგუფად. გამსვლელები შენი მოწინააღმდეგეები არ არიან, მათთან თამაშის დროს უნდა ივარჯიშო და მოემზადო უშუაო კონკურენტებთან გადამწყვეტი ბრძოისათვის და დაამარცხო ისინი. ვთქვათ მოვიკალით თავი და დავამარცხეთ იტალიაც გვყოფნის ეს ორი გამარჯვება გასასვლელად? მაგრამ თუ ამ ორ გამარჯვებას აუტსაიდერებთან მოვიპოვებთ მეოთხე ადგილზე გავალთ და პლეიოფში ვზივართ. ჩვენი გუნდი არ არის ის გუნდი, რომესაც დროის ასეთ მცირე მონაკვეთში 3-4 ასეთი თამაშის ჩატარება შეუძლია. ვერ გავიგე რა ჭკუა იყო თოკოს თამაში, მას რომ პატარა შეტევა დამართნოდა ხომ დაემშვიდობებოდა ჩემპიონატს? არადა ის სწორედ უშუალო მეტოქეებთან გვჭირდება. იმედი მაქვს გუნდი გაითვაისწინებს შექმნილ სატურნირო მდგომარეობას და იტაიასთან უფრო გონივრულ სტრატეგიას აირჩევს.

სანიკიძეს დიდი სამუშაო გაუწევია, ვისაც თვალები აქვს, დაინახა და ორდენს და ჯილდოსაც თურმე თავისი ფუნქცია ჰქონდა.

ზუსტად, არ იყო ჭიდაობა, ითამაშეს კალათბურთი და ისე მოიგეს. ვისაც სპორტი უყვარს, მათთვის ეს მხოლოდ თავისი ქვეყნის გამარჯვება და ლიდერის დამარცხება არ იყო. ნამდვილი კალათბურთის თამაში ვიხილეთ. კიდევ ერთხელ , ბრავო ჯიკიჩს და ბიჭებს.
დათო
იდეალური ამქვეყნად არაფერია, მითუმეტეს ჩვენი ნაკრები. რაც შეეხება ამხანაგურებში წაგების მიჩვევას - ამიტომაც წავაგეთ ესპანეთთან? 😃
ერიჰაა
ყველაფერში გეთანხმები, იმაშიც რომ ამხანაგურ თამაშებს მოსამზადებელი დატვირთვა აქვს, მაგრამ ყველა თამაშის წაგება მართლა საგანგაშო არის. მაგალითად ხომ არ მიეჩვივნენ წაგებას? დაგეგმილი შეტევები არ აქვთ? რა ჭირთ ბითაძეს, რატომ იღებს ამდენ ჯარიმას? მოგებამ ეს კითხვები გადაფარა. თუმცა კითხვები რჩება. მაგალითად სათადარიგო სკამი. ზედმეტი ემოციები, რომელსაც ტრენერი ალაგებდა. როგორ ითამაშებს გუნდი, თუ თავიდან მოწინააღმდეგე დაწინაურდება? ორი ტექნიკური ერთ თამაშში, ბევრი არ არის? და სხვა. თუმცა დღეს ზეიმი გვაქვს და ვიზეიმოთ.
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი ქუსლით - "სპორტინგი" "კაირატს" ამარცხებს
დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
"ფინალში "ნაპოლისთან" შეხვედრა?" - ხვიჩამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა
[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს
[VIDEO] "კვარა" "ატალანტასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველს პრიზი გადასცეს
[VIDEO] "კვარა" და პსჟ მთელი ბრწყინვალებით - "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა დიდებულად დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - "მარსელის" მთავარი მწვრთნელი
ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?