ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 33 წლის ნახევარმცველმა სასტუმრო პარაგრაფში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ნიკა კვეკვესკირი: "მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, სამწვრთნელო შტაბს, სტაფის თითოეულ წევრს და ყველას, ვისთანაც მიმუშავია. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის თითოეულ თანამშრომელს, ვისგანაც უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ.

ძალიან დიდი პატივი იყო მეტარებინა საქართველოს ნაკრების მაისური 60-ზე მეტ შეხვედრაში და ყველასთვის საოცნებო ევროპის ჩემპიონატზე თამაში. რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ დგება დრო, როდესაც ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადაშალო.

მადლობა გულშემატკივარს და მედიას, რადგან ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ დიდი წარმატებას და მჯერა, რომ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები წინაა".

ნიკა კვეკვესკირმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა. სწორედ მისი ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი იყო გადამწყვეტი საქართველო - საბერძნეთის პლეი-ოფის ისტორიულ ფინალში, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ევრო 2024-ის საგზური მოუტანა. კვეკვესკირი საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან იცავდა. სადებიუტო მატჩი გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარა, ხოლო ბოლოს ნაკრების მაისური სომხეთთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში მოირგო.

"კვეკვე" ბოლოს "ნირედჰაზას" ღირსებას იცავდა, სხვადასხვა დროს კი ზუგდიდის "ბაიას", თბილისის "დინამოს", გორის "დილას", "ქეშალის", "გაბალას", "ტობოლისა" და "ლეხის" ღირსებას იცავდა.

წყარო: Nakrebi.ge

fani
ნიკა, დიდი მადლობა! მადლობა იმ გატანილი პენალტისთვის, რამაც ჩვენი ნაკრები ევროზე გაიყვანა - მადლობა იმ ცრემლებისთვის, რომელიც შენს სახეზე ჩანდა ჩრ. მაკედონიასთან დამარცხებისას - მადლობა იმ ღვაწლისთვის რომელიც შენ გაიღე ეროვნულ გუნდში თამაშისას! წარმატებები ახალ ასპარეზზე
Dato
გუშინ ფეხბურთელი იყო და დღეს მწვრთნელია, ერთ დღეში ისწავლა მწვრთნელობა!!!!მერე იტყვიან რატო არაფერი გვშველისო
karakasi
მადლობა კვეკვეს! ხალხი რა დღეში ხართ🤦გულწრფელად მეცოდება ჩვენი სამშობლო!
გგ
მადლობა, კვეკვე!
მერაბი ჩხოროწყუ
ნიკა მადლობა გენაცვალე,არ დაგვავიწყდება ის პენალტი საბერძნეთის კარში ისტორია დაწერეთ, გისურვებთ წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახს, თქვენი ტალანტი გამოადგება ქართული ფეხბურთს, ახალგაზრდა ტალანტების გაზრდაში, მადლობა,
С
მადლობა ისტორიული პენალტის გატანისთვის! პატარა ამბავი არ იყო. წარმარებები ნიკა კვეკვესკირს კარგ საქმეებში. გაიხარე
გოგა
წარმატებები კვეკვეს ყველაფერში, მადლობა და კიდევ მადლობა იმისთვის, რო თავისივე გადაწყვეტილებით წავიდა ნაკრებიდან, ბევრმა უნდა მიბაძოს მას კანკავას და ლორიას, სანამ არ შეგიძულებს გულშემატკივარი, მანამდე უნდა წახვიდე.. ყველაზე მაგარი მაინც კვეკვე კანკავას დუეტი იყო მაგარი
როგორც იქნა
ან აქამდე რას წვალობდა? თუმცა, ეხლა მწვრთნელობას დაიბრალებს და მომავალი ანჩელოტი გვეყოლება:)
ვაააა
არ ქნა, ნუ დაგვაობლებ/)))
ხვიჩა მაგარია!
სად დაერხა ნაკრებს....
დაგაგვიანდა გენოოოო
სანიოლმა იცის?
დიმიტრი
კაშიამ თუ დართო ნება? ))) დარჩენილიყო, ეთამაშა კიდევ 20 წელი. აგერ კაშია ჯერ არ აპირებს წასვლას.
ლავაშ-ოღლი
არავინ დაგასწროს სამსახურში მოწყობა, დაუმშვენე ხიზანას მხარი.
TT
მადლობა ნიკას და წარმატებები ახალ მიზნებთან დაკავშირებით
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა