კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. ლიდერმა იბერია 1999-მა სტუმრად სამგურალს მოუგო; დინამო ბათუმისა და ქუთაისის ტორპედოს შეხვედრაში ოთხგოლიანი ფრე ვნახეთ, ხოლო დინამო თბილისი და გარეჯი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

სამგურალი 0:1 იბერია 1999

ერთადერთი გოლი ახალგაზრდა ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. ლუკა სილაგაძემ მარცხნიდან დაბალი პასი გააკეთა და დადიანმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. ეს მოხდა მეორე ტაიმის საწყის წუთებში.

მანამდე კი, 23-ე წუთზე სამგურალს გაუძევეს კაპიტანი დემურ ჩიხლაძე. მან ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 5 ქულით უსწრებს გორის დილას, რომელსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს. ისე საინტერესოა, რომ იბერელებმა ბოლო 4 მატჩი გოლის გაუშვებლად ჩაატარეს. და ზოგადად 23 ტურიდან 14 მშრალად ჩაატარეს...

სამგურალი კი მეშვიდე პოზიციაზეა.

დინამო თბ 0:0 გარეჯი

საგოლე მომენტი ბევრი არ ყოფილა. გამოსარცევია რამდენიმე ეპიზოდი, მაგალითად, როცა გიორგი ლორიამ ხელით 60-მეტრიანი პასი გააკეთა, ირაკლი სირაძემ მეტოქე ჩამოიშორა და კარგი პასით მოძებნა თირნიკე მორჩილაძე, რომლის დარტყმული ბურთიც ლუკა კუტალაძემ მოიგერია.

ასევე, გარეჯის ცენტრალური მცველ თამაზ ცეცხლაძის თავგანწირული ვარდნა. შესაძლოა, იმ მომენტში გოლი გასულიყო. ეს მატჩის ბოლო წუთებში. გარეჯსაც ჰქონდა კარგი კონტრშეტევები.

დინამო თბილისს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გარეჯს კი 5 თამაშია არ გაუმარჯვია.

დინამო ბთ 2:2 ტორპედო

გოლებით თუ ავიღებთ, ბათუმელებმა დაიწყეს და დაამთავრეს, შუალედში კი ქუთაისელთა ორი გატანილი ვნახეთ. საბოლოოდ, 2:2.

პირველივე წუთზე, კერძოდ კი 26-ე წამზე გაიტანეს ზღვისპირელებმა: თორნიკე კირკიტაძემ თავისი სისწრაფე გამოიყენა, მეკარესაც გასცდა და 1:0...

35-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს კომნენ ანდრიჩმა თავურით კარში მიუჩინა ადგილი. მალევე, სორი მანეს დაფარულ პასს მოჰყვა ბიორნ იონსენის მეკარესთან პირისპირ გასვლა და ტორპედო წინ გავიდა...

82-ე წუთზე კი ბათუმელებმა გაათანაბრეს: გურამ ჯაფარიძის პასი და ალბანელი უერდი მარას დარტყმა ფილიპ კლიაიჩისთვის აურებელი გამოდგა.

გუნდები მეოთხე და მეხუთე ადგილებზე დარჩნენ: ბათუმელები ორი ქულით უსწრებენ ქუთაისელებს.

erovnuliliga.ge

ირაკლი
ამათზეა ნათქვამი, თავისთვის გიჟდებიან და გარშემო ყველა ფეხზე კიდიათო. კრისტალბეეეთ ტატალიზატოოორ ლიგა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...