ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე...

როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე...

ფეხბურთში ტრავმა ის ამბავია, რაც მწვრთნელებს დაწყობილ გეგმებს უჩეჩავს. მითუმეტეს, თუკი საქმე გუნდის ლიდერებს ეხება. როცა გავიგეთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე დაგვაკლდებოდა, მთელი იმედები ოთარ კიტეიშვილზე გადავიდა. სამწუხაროდ, თურქეთთან და ბულგარეთთან ისიც დაგვაკლდება. ვილი სანიოლი "ერთა ლიგის" განმავლობაში რამდენჯერ იფიქრებდა, თურქეთთან ახალი ტაქტიკით და მეტი შემოქმედებითი ფეხბურთელით როგორ შეუტევდა, ახლა კი, სიტუაციიდან გამომდინარე, ფრანგს ცვლილებები დასჭირდება და იქნებ ბოლო დროს დატესტილ 4-მცველიან განლაგებაზე უარის თქმა მოუწიოს.

თავად მწვრთნელმაც აღნიშნა, მთავარი ისაა, როგორ ითამაშებო. მანამდე კი მთავარი ისაა, ვინ როგორ ფორმაშია, სასტარტო შემადგენლობის გამოკვეთას ხომ ეგ უწყობს ხელს.

სავარაუდო სასტარტო შემადგებლობაზე ხვალ ვისაუბროთ, ახლა კი რგოლებს გადავხედოთ.

მეკარეები

სამწუხარო ფაქტი ისაა, გიორგი მამარდაშვილს "ლივერპულში" პრაქტიკა რომ არ აქვს, სასურველი კი ისაა, ეს მის თამაშზე უარყოფითად არ აისახოს.

"მამარდას" ცვლილების საკითხი არც განიხილებოდა, მაგრამ კლუბში მეორე მეკარე ლუკა გუგეშაშვილიც სათადარიგოა. მოგეხსენებათ, განაცხადში გორის "დილას" კიპერი დავით კერესელიძეცაა.

ცენტრალური მცველები

ორი წამყვანი ნახევარმცველის არყოფნის ფონზე, აქ სიტუაცია კრიტიკულად აღარ გვეჩვენება. რაც მთავარია, საბა გოგლიჩიძემ "უდინეზეში" ითამაშა, თანაც "ინტერის" წინააღმდეგ და წარმატებულადაც.

ბოლო ტურში ლუკა ლოჩოშვილს საუკეთესო შეფასება ჰქონდა. მისი გუნდი გერმანიაში ვერ ბრწყინავს, ამ ფონზე კი ჩვენებურის გამორჩეულობა მეტად სასიამოვნოა.

კაპიტამ გურამ კაშიას საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, მაგრამ მისი გამოცდილებისა და შეუპოვრობის გვეიმედება.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი შეხვედრები გოგლიჩიძემ, კაშიამ და ლოჩოშვილმა სამმცველიან ტაქტიკაში ჩაატარეს, შესაბამისად, მარჯვნივ, შუაში და მარცხნივ და შესაძლოა, სანიოლისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგეს.

გუნდშია ახალგაზრდული ნაკრების ექსკაპიტანი საბა ხვადაგიანიც.

დაცვის ფლანგები

ბოლო თემა რომ გავაგრძელოთ, ოთარ კაკაბაძეს კვირას ასევე სამმცველიან ტაქტიკაში მთელი მარჯვენა ფლანგი ებარა, რაც ნაკრებშიც ხშირია. მისი პირდაპირი კონკურენტი გიორგი გოჩოლეიშვილია, ვინც "ჰამბურგში" თავიდანვე დამკვიდრდა, მაგრამ დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი ისეთი არ აქვს, როგორც კაკაბაძეს.

მარცხნივ პირდაპირი არჩევანი ირაკლი აზაროვია, ვინც უთამაშებლობის შემდეგ, "შახტარის" შემადგენლობაში 90 წუთით ვიხილეთ, მაგრამ ალბათ სასტარტოს შანსი ნაკლებად აქვს, რადგან თუ საქმე 4 მცველთან გვექნება, მარცხნივ ლოჩოშვილს ველით, სამი უკანახაზელის შემთხვევაში კი სანიოლი ამ ფრთაზე ალბათ გიორგი წიტაიშვილს გამოიყენებს. მას "მეცში" პრაქტიკა აქვს, ეროვნულ გუნდში საგოლე პასით მოდის, მაგრამ გუნდში მარჯვნიდან უტევს, რაც მის კარიერაში ხშირია. მაშინვე დავწერეთ, რომ გასაკვირი იყო, ფრანგი მწვრთნელი მარჯვნივ ნაკლებ დროს რომ აძლევდა და ამ პოზიციაზე უფრო ლევან შენგელიას იყენებდა, ახლა რომ გამოძახებულიც არაა.

ცენტრი

ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ის ფეხბურთელები არიან, თურქებთან აუცილებლად რიმ იქნებიან. აი, იქნება თუ არა მათ გვერდით მესამე შუახაზელი, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი მცველით ვითამაშებთ. კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში ბურთის კონტროლსა და დომინანტობაზე აქცენტს რამდენად გავაკეთებთ, საქმე ისაა. თუ მაინც მესამე უნდა იყო, უპირველესად ალბათ ენერგიულ ნიკა გაგნიძეს ვიხილავთ, სანიოლმა ძალიან რომ აქო. გუნდშია ნოდარ ლომინაძეც, პორტუგალიის ჩემპიონატში წარმატებული ტური რომ ჰქონდა. განაცხადშია ვლადიმერ მამუჩაშვილიც.

საფიქრალი ისაა, იმ პოზიციაზე სადაც "ჩაკვეს" არყოფნაში ზურიკო დავითაშვილს ვხედავდით, ახლა აქცენტს შემოქმედებითობაზე რამდენად ავიღებთ.

გარემარბები

თუკი საქართველოს ნაკრები გადაწყვეტს, რომ გარემარბებით ითამაშოს, აქ რამდენიმე ვარიანტია. გიორგი აბუაშვილსა და გუნდს  ბოლოს დამატებულ გიორგი კვერნაძეს სერიოზული პროგრესი აქვთ, როგორც ახალგაზრდულ ნაკრებში, ასევე საფრანგეთსა და იტალიაში. გუნდშია საბა ლობჟანიძეც, ვისაც აშშ-დან გრძელი გზის გამოვლა უწევს. ეროვნულ გუნდშია გიორგი გულიაშვილიც.

გუნდის განაცხადში რამდენიმე გარემარბის ყოფნა იმასაც გვაფიქრებინებს, სანიოლს პერსპექტივაში 4-3-3 აქვს წარმოდგენილი, რასაც რამდენად განახორციელებს, ერთად ვნახავთ.

შეტევა

ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია - მათი ხსენებით თითქოს ყველაფერია ნათქვამი. "კვარა" ოპტიმალურ ფორმას ჯერ იბრუნებს, ჟორჟი კი "ლიონში" მშვენიერი იყო. მთავარია, მათ ირგვლივ სწორი ტაქტიკა მოერგოს.

ნაკრებში ბუდი ზივზივაძე, თუმცა რთული სათქმელია, დღევანდელ ფორმაში მყოფი დროს რამდენად მიიღებს.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ თურქთა ლიდერი არდა გიულერი მადრიდის "რეალში" დიდი ნდობით სარგებლობს და შეუჩერებელია. მან ბოლი ტურში ერთი გაიტანა და მეორე გაუუქმეს; საუკეთესო დრო უდგას კენინ ილდიზს "იუვენტუსში", რასაც ჰაკან ჩალხანოღლუზე ვერ ვიტყვით; თურქეთის ნაკრებში ორივე მეკარე ტონუსშია, ერთი "ლილის", მეორე კი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარს იცავს.

ისეთი მენტალიტეტი აქვს,ახალგაზრდულ ნაკრებში კაპიტნად აირჩიეს.შემთხვევით მოხდა?შეიძლება ძირითადის დონეზე ვერა,მაგრამ ბურთსაც აგორავებს.ევროპაზე მცველების მრავლობითი ტრავმების გამო,იძულებით სხვა პოზიციებზე უწევდა თამაში და საუკეთესოდ თუ ვერ გაისარჯა,მაგის გამო მასზე ხელს ნუ ჩაიქნევ.რაც შეეძლო,თავი არ დაუზოგავს.

• გეო

შენ რას უყურებდი არა ვიცი, მაგრამ სწორედ მან ირბინა ყველაზე მეტი წინ და უკან. ალბათ ნომრები აგერია

• Giorgi

არ ვიცი თუ ვინმემ უყირეთ მეცის თამაშებს მაგრამ ეს აბუაშვილი უბურთოს საერთოდ არ მოძრაობს დადის ისეთ ასაკშია ეხლა თუ არ ირბინა ცოტა ხანში სკამს მოითხოვს რო ჩამოჯდრს, ეგ ვინმემ უნდა უთხრას რო უბურთოდაც უნდა ირბინოს თავისუფალი ზონები ეძებოს რო ბურთი მიიღოს, იმედია გამოასწორებს თორე მოუწევს ერთ წელში გაგრაში ან თელავში თამაში.

• ლექსო

იცით მეგობრებო,ასე მგონია,რომ ბიჭები ბოლომდე ვერ იაზრებენ პასუხისმგებლობის იმ ტვირთს,რომელიც მათ აწევთ მხრებზე.ვგულისხმობ კოტეიშვილის ტრავმას! დავიჯერო,ფეხბურთელს,რომელიც გუნდის ლიდერი და კაპიტანია,სარგებლობს დიდი ავტორიტეტით,ეთხოვა გუნდის ხელმძღვანელობისთვის ერთმატჩიანი დასვენება ან უკიდურეს შემთხვევაში ერთი ტაიმის თამაში?!ალბათ კი,მაგრამ ეს ასე არ მოხდა,მიიღო ტეავმა და გამოტოვებს ორ უმნიშველოვანეს მატჩს,რომლებშიც ჩემი აზრით,მიზერული შანსებიღა დაგვრჩა.ტყუილია ახლა იმაზე მარჩიელობა ვინ ჩაანაცვლებას მას,იმიტომ,რომ შეუძლებელია ასეთი გაქანების ფეხბურთელის ჩანაცვლება,რომელიც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გუნდის ხერხემალია!ასე რომ,დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ოცნება,(რომელზე მოხვედრაც ისედაც სათუო იყო,კენჭისყრის გადამკიდე)რომელიც წესიერად არც კი დაწყებულა!სამწუხაროდ,ჩვენ არ გყვავს იმ გაქანების ნაკრები,რომ ორი ასეთი დონის ფეხბურთელი ჩაანაცვლოს!უფრო მეტად სამწუხარო კი ის გახლავთ,რომ ბევრისთვის ეს იქნებ უკანასკნელი შანსიც კი ყოფილიყო მსოფლიოზე სათამაშოდ..

• Achi

Kvernadzea TU abuashvili TU kide vinme axali magat jobia zuriko daayenon sastartoshi mteli matchi irbens mainc da magatze upro meti klasic aqvs eset dros tavdasxmelma centrshic ro itamashos araperia Unda sheedzlon

• ზურა

კვარას გადაეცემა საპატიო ჟესტის ბურთი

• ვაჰმე

მგონი ავტორს კარგი ანალიზისთვის თურქების აგენტობას შეტენიან. რაც შეეხებ კვერნაძეს, ეგ რატო იფიქრეთ, რომ საყრდენად დააყენებენ,რადგან კიტე ჩაანაცვლა

• ნიანგი ბაბანგიდა

ლონდარიძეს რატომ არ იძახებს სანიოლა? ჯიკიჩმა აითვალწუნა, მანდ მაინც გამოგვადგებოდა. ძალიან სწრაფია, მოტორიანივით დაქრის მოედანზე.

• დდდ

ვინმემ ამიხსენით, კვერნაძემ როგორ უნდა შეცვალოს კიტეიშვილი? რა აქვს საერთო ამ ორ ფეხბურთელს? ამპლუა? პოზიცია? ფლანგი? მინდვრის ხედვას და საფეხბურთო ინტელექტს ვიღან დაეძებს, სად ერთი და სად მეორე? კვერნაძეს პარიკმახერთან მისვლაც რომ აუკრძალო, ერთი წელი მაინც დასჭირდება, რომ ვარცხნილობით მაინც დაემსგავსოს კიტეიშვილს...

• Გიო ჰ

Ეს სტატიები ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ რას ემსახურება ხოლმე, შიკრიკობას აქვს ადგილი თუ ოღონდ წაკითხვადი იყოს და მეტოქეს თუ მივაწოდეთ ზედმეტი ინფორმაცია რა პრობლემააა??? Მგონი ჯობია ყველამ ვისაც წმინდა გულით გულშემატკივრობს ნაკრებს ცოტა ტვინი დაატანოს ყველა ნაბიჯს, მით უმეტეს რომ ასეთი ფართო გაშუქებისას... Ბოდიშს ვიხდი

• დდდ

ახალი სახეები ამხანაგურებში მოითხოვეთ, თურქებთან ექსპერიმენტების დრო არაა.

• მამუკა ბათუმი

ვფიქრობ ამ ფონზე თურქეთთან ფრე არ იქნება მთლად ცუდი შედეგი. ცხადია ბულგარეთთან მოგება. ნუ პირველ ორ თამაშში 4 ქულა და თუ თურქებს მოვუგებთ და ბულგარეთს ფრეს ვეთამაშებით ეს მთლად უკეთესი. ორივე თამაშის მოგება საერთოდ კანფეტი. აბა წინსვლა და წარმატებები ნაკრებს! ✌️😘

• ქუთაისელი

საბა ხვადაგიანის მენტალიტეტის ტიპს რა უნდა ნაკრებში? შეფურთხებას უეფა არ აპატიებს, და სხვა რა წვლივლი შეუძლია რომ შეიტანოს საერთო საქმეში?

• ეეჰ

განახლება ყოფილა საჭირო. პირველი და მთავარი ვის ხედავ, ვისაც განხლება შეუძლია? კვერნაძე, აბუაშვილი, ლომინაძე დღეს იმდენს ვერ ქაჩავენ, რომ თურქეთთან გარისკო. მეორეც, განახლება მსოფლიოს წამყვან ნაკრებებსაც კი უჭირთ. ამიტომ არის, რომ ერთა ლიგაზე ისინი განახლებაზე აკეთებენ აქცენტს. ეს კიდევ შესარჩევია, აქ სხვა პრიორიტეტებია.. პ.ს. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ამ ორი მთავარი ფიგურის ტრამვისგამო, იმის გამო რომ ფეხბურთელები უთამაშებელი არიან და სხვა თუ სასტარტო ორი მატჩი ჩვენთვის მიუღებელი შედეგით დასრულდა, მაშინ დარჩენილ 4 თამაშში აუცილებლად განახლება და ექსპერიმენტი უმდა იყოს. ამ ეტაპზე შედეგზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

• q

გადახალისება და ახალი სახეების გამოჩენა არის აუცილებელი. ერთი დგილის ტკეპნა შედეგს არ მოგვცემს. ეს დაგვანახა ჩაგდებულმა ერთა ლიგამ, სადაც 2 მოგებული თამაშის მერე ,რაც ინერციის შედეგი იყო, ნაკრაბმა ჩააგდო მთელი ტურნირი ამიოტმ განახლება არის აუცილებელი ეხლა მთავარი სიტყვა სანიოლს ეთქმის როგორ გაართმევს თავს და როგორ მოახერხებს პრაქტიკულად მოდერნიზებული ნაკრების შეთამაშებას და სწორი ტაქტიკის და ძირითადი შემადგენლობის დაყენებას.

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება

ოფიციალურად: პსჟ-სა და "მარსელის" მატჩი გადაიდო

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი

მოურინიო: ვიცი, რომ "პორტუს" ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან

[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა - ონანამ საგოლე პასი გააკეთა

გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და "მილანთან" განადგურებული "უდინეზე"

არის პირველი გამარჯვება - ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" როგორც იქნა მოიგო

დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია

[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!

კიტეიშვილი დაბრუნდა - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგს" მოუგო

გუბანოვამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს

[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა

მუდრიკი ძალებს ახალ სპორტში ცდის და უკრაინას ოლიმპიადაზე წარადგენს? - ფეხბურთელს ახალი გეგმა აქვს

დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა

უდიდესი სხვაობა - საქართველოსა და სომხეთის ნაკრების ჯამური ღირებულება ტრანსფერმარკტის მიხედვით

ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ

ცნობილია, სად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას

საქართველო-უკრაინის მატჩამდე ცოტა დრო რჩება - რა ხდება ბათუმში? [VIDEO]

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია

ვიწყებთ სახლში თურქეთთან - საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში