ვეტერანი ბორჯღალოსანი ილია ზედგინიძე ქართულ რაგბს უბრუნდება. გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტანი საერთაშორისო ურთიერთობებზე იზრუნებს და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბიში (EPCR), რომელიც ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ორგანიზატორია, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი იქნება.

„დიდი ხნის განმავლობაში ჩემი რაგბთან კონტაქტი იმით შემოიფარგლებოდა, რომ ვგულშემატკოვრიბდი საქართველოს ნაკრებს და ჩემს შვილს, რომელიც რაგბზე დადის. მოხარული ვარ, კვლავ მომეცა შესაძლებლობა ჩავერთო ქართული რაგბის სამსახურში და დავეხმარო მას საერთაშორისო ურთიერთობაში. დავით კაჭარავასთან დიდი ხნის სპორტული და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და სწორედ ამ ურთიერთობის შედეგია ჩემი გადაწყვეტილება“ - ამბობს ილია ზედგინიძე.

ზედგინიძის სანაკრებო დებიუტი 1998 წელს, ირლანდიასთან შედგა. მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით მან 66 შეხვედრა ჩაატარა და 15 ლელო გაიტანა. ილიამ ბორჯღალოსნებს 37 თამაშში უკაპიტნა, რაც გუნდის ისტორიაში მესამე მაჩვენებელია. ითამაშა სამ მსოფლიო თასზე - 2003, 2007 და 2011 წლებში და ქართული რაგბის წარმატებების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად რჩება. ის ასევე რაგბი ევროპის ერთა თასის (დღევანდელი ჩემპიონთა თასი) 4-გზის გამარჯვებულია.

თამაშობდა ‘გუმარში’, ფრანგულ ‘ტულონში’, ‘ბეზიეში’, ‘ოშში’ და ‘ექს-ან-პროვანსში’, ასევე იტალიურ ‘როვიგოში’.

წარმატებული სარაგბო კარიერის პარალელურად, ილია ზედგინიძე სწავლასაც ასწრებდა. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა საფრანგეთში განაგრძო. დაამთავრა ორლეანის უნივერსიტეტი, Skema-ს ბიზნესის სკოლა და არის საერთაშორისო ბიზნესის მეცნიერებათა მაგისტრი. ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და იტალიურ ენებს.

ქართულ რაგბიში დაბრუნებული ლეგენდა საკუთარ როლსა და ხედვების შესახებ გვიყვება:

„ჩვენ EPCR-ის პარტნიორები ვართ და გვსურს ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და ფართომასშტაბიანი გახდეს. ქართული რაგბის ინტერესია, რომ დავმკვიდრდეთ ევროპულ პროფესიულ რაგბში. სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება შეხვედრები და ბევრი რამ გაირკვევა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ‘შავი ლომი’ მოხვდეს რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში. მომავალი წლიდან სანაკრებო დონეზე აღარ მოგვეცემა ტიერ1-ის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა და ეს გამოსავალი ქართულ რაგბს ჰაერივით ჭირდება, რათა ჩვენს მორაგბეებს ქონდეთ განვითარების შესაძლებლობა“.

„რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის დამაარსებლების მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა, მაგრამ გარკვეული პირობები გვაქვს შესასრულებელი და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ - რაგბის კავშირმა, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა. ამ გადაწყვეტილებაზე დიდწილადაა დამოკიდებული ქართული რაგბის შემდგომ ეტაპზე გადასვლის ბედი, ეს ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ“.

„ჩვენის მხრიდან საჭიროა პირობა, რომ ვიქნებით კონკურენტუნარიანები და ფინანსური გარანტიები. ეს ორი სიტყვა რამდენიმე ასეულ-გვერდიან დოკუმენტს მოიცავს, რასაც დეტალური განხილვა და შესრულება უნდა. სწორედ ამიტომაა საჭირო გაერთიანება და თუ მიზანს მივაღწევთ, რისი პერსპექტივაც ძალიან დიდია, ეს იქნება ყველას გამარჯვება და უდიდესი სარგებლის მომტანი როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის“.

Rugby.ge

ძალიან მიხარია ილიას დაბრუნება.ერთერთი ყველაზე განათლებული და ჭკვიანი მორაგბე იყო,ქართულ რაგბში.დარწმუნებული ვარ,დიდ საქმეს გაუკეთებს,ქართულ რაგბს,თუმცა თუ ეს მიზანი ვერ შესრულდა,შავი ლომის არსებობას აზრი დაეკარგება და მკვეთრი უკუსვლა დაგვეწყება.ეს ფაქტობრივად ქართული რაგბის დახრჩობა იქნება,მსოფლიო რაგბის მიერ,რადგან მათგან გატარებული რეფორმები,ქართულ რაგბს იზოლაციაში მოაქცევს და განვითარების ყველა გზას გადაუკეტავს.
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა
დავითაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"უზარმაზარი წარმატებების მიღწევის იმედი მაქვს" - ბარკოლა "ლივერპულში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
გოჩა სვანიძე: რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
გიორგი კახიანი: დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი
საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია
გოჩა სვანიძე ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს