კვიპროსის ჩემპიონატის ცუდად დაწყების შემდეგ (2 მატჩში 1 ქულა) "ანორთოსისმა" მთავარი მწვრთნელი ხუაკინ გომესი გაათავისუფლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფამაგუსტელებს მესამე ვადით თემურ ქეცბაიას დაბრუნება სურდათ, მაგრამ ქართველმა უარი განაცხადა.

ჟურნალისტი ჩარალაბოს პარპეტასი წერს, რომ ეს ორი მიზეზითაა განპირორებული. პირველი ისაა, რომ "ანორთოსისს" ამ დროისთვის ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია, მეორე კი ისაა, რომ თემურის მიმართ ინტერესი ერთ-ერთ ქართულ კლუბს (სახელი არ გაჟღერებულა) აქვს და შესაძლოა, ქეცბაია ჩვენს ეროვნულ ლიგაში დასაქმდეს.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ახლა "ანორთოსისს" წარსულში ცნობილ იტალიელ-არგენტინელი ფეხბურთელის მაურო კამორანეზის მიწვევა სურს.

რაც შეეხება ქეცბაიას, ის ბოლოს კვიპროსის ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც 2024 წელს წამოვიდა და მას შემდეგ უმუშევარია.

რეზო
თემურ -მოდი თბილისის დინამოში!
ბუხუტი
ნეტა თქვენ, ვისაც გგონიათ,რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის პრობლემა მწვრთნელებშია.
tedo-ს
ბოლო წინადადება წაიკითხე?
Emzi
იქნებ ტორპედოში მოვიდეს!
შენ სად ხარ მისული?
რა არ გამოვიდა, კაცმა კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გაიყვანა, რაზეც ბევრი დღესაც ოცნებობს.
ვასიკო, როდემდე უნდა თხარო?)))
ყვარლის დურუჯისკენ იხრება თურმე, მწვადი ყვარებია ნამეტანი.)))
ჯიჯი
სამგურალში მოდისო სანდო წყაროდან გავიგე
tedo
საკუთარ ქვეყანში ვინც რაიმეს გააკეთებს საცოდავია ?
მათე-ს
რა პრინციპით და იმ პრინციპით რო რა თანამდებობაზეც კვეკვესკირი სამწვრთნელო შტაბშია ქეცბა ჯერ ერთი რო არც დათანხმდება და სირცხვილის იქნებოდა ვინმეს შეეთავაზებინა.მე კვეკვესკირის პიროვნებას სულაც არ ვაკნინებ.კვეკვესკირისთვის დიდი პატივია შტაბში მუშაობა და გამოადგება მომავალში. შენ ერთი წამით მაინც წარმოგიდგენია ქეცბა მეოთხე ან მეხუთე პირი იყოს ნაკრებში? ხიზანას ადგილზეც არ იმუშავებს და ვერც გაუბედავენ იმუშავეო
გოგა
არამგონია ქეცბამ ქართული გუნდი, რო გაწვრთნას და თუ ასე მოხდა, მაშინ გარანტიებს მიღებს ისეთს, რო თანახმა იქნება და ეს კარგია
მწარე
შენ გჯერა, მე არ მჯერა. ეგ არ იყო 7 დამცველით რომ თამაშობდა? ლატვიასთან წააგო გადამწყვეტი მატჩი თბილისში. ქეცბას ბოლო 10 წელია შედეგი არ აქვს. ეს ერთი. მეორე სანიოლი იქნება 2 წელი. ეს ორი და მესამე ჩვენ ახალგაზრდა ინოვაციური ტრენერი გვინდა.
Pepelu
დინამო არ გაყიდულა! მინიმუმ აქციების 51% ისევე რომანას ხელში იყო 01.09.2025 მდგომარეობით! ამ დღეებში თუ რამე შეიცვალა მხოლოდ გამიხარდება!! მოშორდეს ეს კრეტინი ფიფია დინამოს!!
წარმატება ქეცბაიას.
მე თემური კრისტალ ბეტის ჩემპ. მეცოდება. ანართოსის თუ კარგი შემადგენლობა ქონდა და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შეეძლო მგონი უნდა დარჩენილიყო. საქართველოს ჩემპიონატს მხოლოდ მწვრთნელები ვერ აამააღლებენ. ინვესტიცია სანამ არ ექნებათ კლუბებს ნორმალური, ყველაფერი ტყუილია. სახელმწიფო ბიუჯეტს სანამ არ ჩაეხსნება ფეხბურთი, იქნება ფულის განიავება. თუმცა ასეთი მაგარი ქართველი კაცის სამშობლოში დაბრუნება ძალიან დასაფასებელია.
tngh
ქუთაისის "ტორპედო" ქეცბაიასთვის შესაფერისია!!!
ბადრი
""ანორთოსისს" ამ დროისთვის ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია", თუ პირიქით- არ შეუძლია?
მამლუქი
თემურ გააკეთე ქუტაისში მაგარი საევროპო გუნდი/ და გაახარე ქართველნი
მათე
ძაან სასიხარულოა. აბა კვეკესკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში და ქეცბა უმუშევრად?!! რა პრინციპით ვინმემ იცის? სოწრედ ქეცბას დონის ხალხს( გეგუჩაძე,…)შეულია ჩვენი ფეხბურთი ამოიყვამონ ამ ჭაობიდან.მაგრამ დრო უნდა მისცენ , ისე არა როგორც იციან 6 თვე და უშვებენ მწვრთნელებს : სეზონში 3 მწვრთნელს რო ცვლიან
Porto
დინამოს დაინტერესება ლოგიკურად მოჩანს მაგრამ ქეცბაია აკადემიის ფეხბურთელებით არ დააკომპლექტებს გუნდს! ლეგიონერებზე გააკეთებს აქცენტს. უფრო სავარაუდოა, რომ ქუთაისის ტორპედო დაინტერესდა. მანდ ფულიც აქვთ და ლეგიონერებზეც აკეთებენ აქცენტს! ყველა შემთხვევაში ქეცბაიას ქართულ ფეხბურთში დაბრუნება დადებითი მოვლენაა!!
იბერიელი
ღმერთო ნეტავ ასრულდეს,ეს კაცი არის კარგი კაცი, კარგი მწვრთნელი,ასე ვიტყვი ფეხბურთის პროფესორი, უმაღლესი დონის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს პატრიოტი,და უბრალოდ ჯიგარი კაცი,ამ კაცმა იცის ეს საქმე კარგად, პროფესიონალია, ძალიან მიხარია ეს ამბავი თუ მართალია,რაც შეეხება მატებს და პერემატებს,როზგებიც არის საჭირო ზოგიერთი შემთხვევაში, ბატონო თემურ შენ გენაცვალე, წარმატებებს გისურვებთ,

60% სხვამ იყიდაო!თუ რამე იცი,იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბო?!
ლევანი
მეც ეგრევე მაგ აზრმა გამიარა თავში, თუ რაღაც კარგის იმედი არაა, ისე ქეცბა არ მივა დინამოში, თუ მიდის, ე.ი. რაღაც იქნებ გაცოცხლდეს? ააა?
ვაჟა მასწავლებელი
მე რამდენადაც ვიცი, "იბიო მატები" ქეცბამ უკვე ინგლისურად თარგმნა: "Your mum!" მისი კრიტიკოსებისათვის. მივცეთ შანსი და ხელი შევუწყოთ მუშაობაში. მჟერავს, რომ სანიოლზე უკეთეს შედეგს დადებს დღევანდელი დონის ქართველი ფეხბურთელებით!
kesha
ვავა დინამოში რაღაც ახალი ამბებია და მანდ ხომარ მიდის ნეტავ ქეცბა? 60% სხვამ იყიდა და იქნებ დაიწყოს სასიკეთო ძვრები ჩვენ საკლუბო ფეხბურში.
ვასილიჩი
იბიო მატები კი უნდა ჩვენ გუნდებს სირბილს მაინც დაიწყებენ სხვა თუ არაფერი
ვაი, სადაც ეგ მივა)))
აბა დაიწყება იბიო მატები ახალ გუნდში.)))) არ გამოვიდა მაგ თაობიდან ძლიერი მწვრთნელები. დუშეთის არაგვში კი ბატონო.....
LL
წარმატებები თემურს, სიმართლის მოყვარულ და გულიან კაცს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა
"რეალის" შესახებ საუბარი არ მსურს" - ფლიკი ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლაზე
"არ მინდა, რომ წავიდეს" - სლოტმა სალაჰის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა
რა შემთხვევაში შევლენ "მეცთან" კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე - Le Parisien-ი განმარტავს
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლების გამო კარიერის დასრულება მოუწევს
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
სომხური გუნდი ევროტურნირზე სომეხი ფეხბურთელების გარეშე თამაშობს
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები