პრიმერადივიზიონი. კლუბების წარდგენა - "გრანადა"
თქვენს წინაშეა ესპანური პრიმერის დებიუტანტი "გრანადა", ამას გრანადელები 35 წლის განმავლობაში ელოდნენ. გუნდის სახელოვან წარსულზე ლეგენდები დადიოდა, უკვე თითქმის არავის სჯეროდა, რომ ეს კლუბი ელიტაში დაბრუნდებოდა. თუმცა ორმა კაცმა ერთობ მოიწადინა და ქალაქელებს ოცნება აუხდათ - ესენი არიან "გრანადას" პრეზიდენტი ენრიკე პინა და ვიცე-პრეზიდენტი ხუან კარლოს კორდერო.

ესპანურ-იტალური ალიანსი

2009 წელს კლუბი რანგით მესამე დივიზიონ, სეგუნდა ბ-ში გამოდიოდა და გაკოტრების პირას იდგა და აქ ესპანელებს მხარში აპენინელები ამოუდგნენ, გუნდთან თანამშრომლობა იტალიურმა "უდინეზემ" გადაწყვიტა და... ორ წელიწადში "გრანადა" ელიტაში აღმოჩნდა.

ახლა მთავარი, ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, გაძლიერება საჭიროა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ფაბრი გონსალესი მიიჩნევს, რომ სატრანსფერო პოლიტიკაში შეცდომის უფლება არა აქვთ. აგვისტოს დასაწყისში "გრანადაში" "რეალის" ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი ფრან რიკო გადავიდა და ის კლუბის მე-6 შენაძენი იყო. წარმატებით გრძელდება ურთიერთობა "უდინეზესთან", საიდანაც "გრანადა" კარგ შევსებას იღებს. ის ფეხბურთელები, რომლებიც სერია ა-ს კლუბის ძირითადში ვერ მკვიდრდებიან, სიამოვნებით თანხმდებიან "გრანადაში" იჯარას. ახლა კი მით უმეტეს, ესპანური გუნდი ხომ ელიტაში ითამაშებს, ესპანური ჩემპიონატი კი იტალიურზე ძლიერია.

ანდალუსიელებს ევროპის ჩემპიონ დანიელ გუისას შეძენა სურდათ, მაგრამ ისინი ფინანსურმა შეჭირვებამ დააღალატა. არადა, კლუბის პრეზიდენტი პინა გუისას ახლო მეგობარი და მისი წარმომადგენელია, მაგრამ "ხეტაფემ" ფორვარდს გაცილებით კარგი პირობები შესთავაზა, ცალკე როლი იმანაც ითამაშა, რომ "ხეტაფე" დედაქალაქის წარმომადგენელია.

ციტატები

ალან ნიომი: "ამ სეზონში, ეჭვიც კი არ მეპარება, სტადიონი მუდამ სავსე იქნება. ჩვენ მათ მხარდაჭერას კარგად ვგრძნობთ - ყველაფერი კარგად იქნება".

კარლოს კორდერო: "ჩვენ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი შევიძინეთ - იოან მოლო, მას ხომ ფრანგ კრიშტიანო რონალდოს უწოდებენ".

სეზონის ამოცანა - პრიმერაში დარჩენა

აი, რას წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი: "ფაბრიმ, მიუხედავად ჩვენი ეჭვებისა, მიზანს მიაღწია და ახლა მორალური უფლებაც კი არ გვაქვს, მას მეტი მოვთხოვოთ". მოკლედ, ქალაქში გუნდის ლიგაში დარჩენას დიდ წარმატებად შეაფასებენ.

ამასვე ამბობს თავად მწვრთნელი: "პრიმერაში დარჩენა დიდებული შედეგი იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი გრანდებთან მებრძოლი, კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნაა. ამისთვის კი დისციპლინის დაცვა და ბევრი შრომაა საჭირო", - განაცხადა ფაბრი გონსალესმა.

ტრანსფერები

მივიდნენ: იკეჩი ანია ("სელტა", თავ. აგენტი), დავიდ კორტესი ("ერკულესი", თავ. აგენტი), ნოე პამარო ("ერკულესი", თავ. აგენტი), იოან მოლო ("მონაკო", 1 მლნ.), ფრან რიკო ("რეალი ბ", 1 მლნ.), გილერმე სიკეირა ("უდინეზე", იჯარა), ჟორჟე რიბეირო ("ბენფიკა"), ჰასან იებდა ("ბენფიკა"), კარლუშ მარტინში ("ბენფიკა"), ხაიმე რომერო ("უდინეზე", იჯარა), ჟულიო სეზარი ("ბენფიკა").

წავიდნენ: კოლანტესი, გრანადა, ო. პერესი, ბარანკოსი, კრუსი, მურილიო, ბენიტესი, გეიხო, კალვო, ორელანა, ხუანდე.

დოსიე

გრანადა კლუბ დე ფუტბოლი

დაარსდა: 1931 წ.

სტადიონი: ლოს კარმენესი, 16 212

პრეზიდენტი: კიკე პინა

მწვრთნელი: ფაბრი გონსალესი

კლუბის წევრი: 10 100

17 სეზონი პრიმერაში

მეტსახელი: ელ გრანა, ფილიპინოსი

გასულ სეზონში: მე-5 ადგილი სეგუნდადივიზიონში, გამარჯვება პლეი ოფში

ოფიციალური საიტი: www.granadcf.es

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ა. გომესი (45), რობერტო (44), რიკო (44), ნიომი (43), ბენიტესი (40).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: გეიხო (24), ბენიტესი (10), ორელანა (8), კოლანტესი (6), იგჰალო (5).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. ხოსე ხუან გარსია 31.12.1979

13. რობერტო ფერნანდესი 25.01.1979

25. ჟულიო სეზარი (ბრაზილია) 02.09.1986

30. რაფა მარტინესი 11.11.1986

მცველები

2. ალან-რომეო ნიომი (საფრანგეთი) 10.05.1988

3. ჟორჟე რიბეირო 09.11.1981

4. ნოე პამარო 14.04.1979

5. დიეგო მაინს გარსია 29.12.1982

12. ინიგო ლოპესი 23.07.1982

18. მანუელ ლუსენა 18.11.1982

21. დავიდ კორტესი 29.08.1979

ნახევარმცველები

6. ფრან რიკო 03.08.1987

8. იოან მოლო (საფრანგეთი) 18.07.1989

10. კარლუშ მარტინში (პორტუგალია) 29.04.1982

11. დანი ბენიტესი 07.04.1987

14. მიკელ რიკო 01.11.1984

15. გილერმე სიკეირა (ბრაზილია) 28.04.1986

20. ხაიმე რომერო 31.07.1990

23. აბელ გომესი 20.02.1982

გოკუ 01.04.1990

აბდულ აზიზ ტეტე (განა) 25.05.1990

ჰასან იებდა (ალჟირი) 14.05.1984

თავდამსხმელები

7. ოდიონ იგჰალო (ნიგერია) 16.06.1989

რენსფორდ ოსეი (განა) 05.12.1990

იკეჩი ანია (შოტლანდია) 31.01.1988

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...