ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] მხოლოდ მეორე ტაიმი კარგად თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

[VIDEO] მხოლოდ მეორე ტაიმი კარგად თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, რომლის ტრიბუნების ნაწილი იმის ნაცვლად, რომ გულშემატკივრებით ყოფილიყო სავსე, ისევ ნაჭრებით იყო გადაფარული, თურქეთთან 2:3 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ტრავმირებული კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის ნაცვლად სასტარტოში მექვაბიშვილი და დავითაშვილი დააყენა. სტუმრებმა დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიულდურმა თავით მამარდაშვილის კარში მიუჩინა ადგილი. „ჯვაროსნები“ თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ, მექვაბიშვილის შეცდომის შედეგად თურქებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ მეტოქის შემტევის დარტყმული ბურთი გოგლიჩიძემ დაბლოკა. აქედან მოყოლებული ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა, იერიშებზე გადავიდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მეტოქე ბურთს აკონტროლებდა, უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დაცვის მორიგი შეცდომის გამო მეორე გოლი გავუშვით. ბოლოს ქოჩორაშვილის ჩაწოდებული ბურთი ლოჩოშვილმა ჩაქირის კარში ვერ გადაგზავნა და პირველი ტაიმი 0:2 დავთმეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა წიტაიშვილის მაგივრად მოედანზე გაგნიძე შეუშვა. მალე მესამე გოლიც მივიღეთ. 63-ე წუთზე დავითაშვილის გარღვევას მექვაბიშვილის ძელს გარტყმული ბურთი მოჰყვა, დამატებაზე ყველას ზურიკომ დაასწრო და ანგარიში შეამცირა. ცოტა ხანში ქოჩორაშვილითან უხეშობისთვის მსაჯმა ილმაზი გააძევა, სანიოლსაც წითელი ბარათი უჩვენა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მეტოქე დაცვაში ჩადგა, კვარაცხელიას დარტყმამ ორჯერ მიზანს ვერ უწია, ერთხელ მეკარემ არ გაატანინა, კომპენსირებულ დროში მან მაინც დალაშქრა მეტოქის კარი, ბოლოს დავითაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს სახლში ბულგარეთთან ჩაატარებს.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - თურქეთი2:3

გოლები: 0:1 მიულდური (3), 0:2 აქტიურკოღლუ (41), 0:3 აქტიურკოღლუ (52), 1:3 დავითაშვილი (63), 2:3 კვარაცხელია (90+7)

გაძევება: ილმაზი (71, თურქეთი)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 86), კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (აზაროვი 69), წიტაიშვილი (გაგნიძე 46), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (გულიაშვილი 81), დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

• გელა

ისა და მამუკა რა გიხარია?სამადლო პური არ მინდა.ბერძნებმა მოიგეს და გაათრიეს ეს ჩვენი ვითომ გუნდი.პლეი ოფის მერე ილაპარაკე.თუ გინდა ტელეფონის ნომერს მოგწერ და თამაშის მერე დამირეკე.მაინტერესებს რას იტყვი

• C

მოკლედ დავწერ ბევრი აბდაუბდის გარეშე: კაცი, რომელმაც ამოქაჩა მარტომ ქართული ფეხბურთი, ვის სანახავადაც დადის ხალხი და ვინც ცათამბჯენის დონის სხვაობას ქმნის დანარჩენებთან თავისი ჟინით, მიზანდასახულობით, რწმენით, შრომით, პრინციპულობით, გულწრფელობით, არაყალბობით - დგას 90 წუთიდან 89 უბურთოთ! საკუთარ გუნდში! საკუთარ თანაგუნდელებთან და პასს არ აძლევენ, ან დაგვიანებით აძლევენ. ილაოარაკეთ რაც გინდათ. უნამუსობა რომ გვაქვს ქართველებს არ ვიცი რა, ყველა რომ პაკაზუხობს რომ მე ვარ რაც ვარო და ხვიჩა გყავდეს და არ იყენებდე ასეთი არაფერი გამიგია რა. მისცწს როგორც იქნა 85 დან რამოდენიმე პასი და დაბრუნდა გუნდი თამაშში, მარა ვის გააგებინებ აბა. კარგი, მადლობა ყურადღებისთვის!

• საქართველო

საშინელი დღე ქართული სპორტისთვის,კიდევ რომელ ქვეყანას უნდა დავაწერინოთ ისტორია?!

• Achi

Saertod ar mimachnia turkebtan 2-3 wageba katastropad prosta kargi klasis pexburtelebi yavt gasagebia magram... Tavidan shemadgenloba ro vnaxe shemeshinda espaneti ardagvemartosmetki gavipiqre iqid midioda saqme romara is witeli da vari eg ertida meore isrom marto saniolikiara mtlianad pederacia aris shesacvleli tavis prezidentianad da is damxmarebi visac saniols vitom exmareba egenic kargi specialistebi gvchordeba da am nakrebisgan kargi gundi gaketdeba chveulebrivad

• L.J.

Estrela da kolosi erti da igivea,gagnidze urigod ar shemosula...

• სორი

ტელევიზიებს ვგულისხმობდი

• იქნებ ამით დაგვეწყო

მატჩი საქართველოში ჩატარდა და მატჩისშემდგომი პრესკონფერეციების ძებნა მაინც უცხოურ საიტებზე გვიწევს.

• ნინო

თურქები დღეს ჩამოვიდნენ დაგვარბიეს და წავიდნენ,ჩვენებმა კი ვერაფერი გააკეთეს,არანაირი მონდომება,თავგანწირვა,ძალისხმევა!!

ცენტრში მუდმივად 3 ნომინალური ნახევარმცველი გვჭირდება.

საერთოდ 4-4-2 რომელი გუნდები თამაშობენ? და თუ თამაშობენ კვარას და მიქაუტაძის სტილის ფეხბურთელებით? ბურთი ვის უნდა მიეტანა იმ 2 ფორვარდამდე? 4-2-3-1 ან 4-3-2-1 ტაქტიკა იცის ამ კაცმა? თანამედროვე ფეხბურთში რგოლებს შორის გადაადგილების, რგოლების გადაბმის და ზონებოს დაკეტვის უფრო მეტ საშუალებას გაძლევს ეს. 10 კაცთან ნახევარი საათი მწვავედ ვერ შევუტიეთ და საჯარიმოს გარედან ვარტყავდით. გასკდა გული რა ამ საცოდაობის ყურებით - ამდენი წელია ვტკეპნით, ალბანეთთან, უკრაინასთან, ფარერებთან, კაბო ვერდესთან შედეგებმა ვერაფერი დაგვანახა, ეს შედეგიც საბრძოლოს გავს, ბულგარეთს მოვუგებთ და ისევ დავხუჭავთ თვალს გუნდის არ არსებობაზე, ტაქტიკის და სქემის არქონაზე თვალს, როგორც სომხეთის დამარცხებით დავხუჭეთ და დავივიწყეთ თუ რის გამო მოგვიწია მათთან თამაში. პ.ს. 10 კაცთან ტაქტიმა გვქონსა "კვარას მიეცით ბურთი იქნებ რამე ქნას" - მწვრთნელის ნამუშევარი ქვია ამას?

საერთოდ 4-4-2 რომელი გუნდები თამაშობენ? და თუ თამაშობენ კვარას და მიქაუტაძის სტილის ფეხბურთელებით? ბურთი ვის უნდა მიეტანა იმ 2 ფორვარდამდე? 4-2-3-1 ან 4-3-2-1 ტაქტიკა იცის ამ კაცმა? თანამედროვე ფეხბურთში რგოლებს შორის გადაადგილების, რგოლების გადაბმის და ზონებოს დაკეტვის უფრო მეტ საშუალებას გაძლევს ეს. 10 კაცთან ნახევარი საათი მწვავედ ვერ შევუტიეთ და საჯარიმოს გარედან ვარტყავდით. გასკდა გული რა ამ საცოდაობის ყურებით - ამდენი წელია ვტკეპნით, ალბანეთთან, უკრაინასთან, ფარერებთან, კაბო ვერდესთან შედეგებმა ვერაფერი დაგვანახა, ეს შედეგიც საბრძოლოს გავს, ბულგარეთს მოვუგებთ და ისევ დავხუჭავთ თვალს გუნდის არ არსებობაზე, ტაქტიკის და სქემის არქონაზე თვალს, როგორც სომხეთის დამარცხებით დავხუჭეთ და დავივიწყეთ თუ რის გამო მოგვიწია მათთან თამაში. პ.ს. 10 კაცთან ტაქტიმა გვქონსა "კვარას მიეცით ბურთი იქნებ რამე ქნას" - მწვრთნელის ნამუშევარი ქვია ამას?

• ნიკა

შენგელიამ და სანიკიძემ ძველბიჭობა და ბლატაობა იციან კარგად!

• მამუკა-ს

არ გიტყდება შაურიანი ტროლი რომ ხარ ფედერაციის

• მამუკა-ს

მერე რა გიხარია?ჩვენს გასაკეთებელს რო სხვები აკეთებენ?ისევ ევროპელების იმედზე უნდა ვიყოთ?

• 100%

ეს პატარა ბავშვი, გიულენი რატომ თამაშობს მადრიდის ,,რეალში,, იცით? ინტელექტი აქვს საფეხბურთო მაღალი, როცა საჭიროა დარბის, პასს აკეთებს, იბრძვის და როცა საჭიროა წვება! სირბილი უნდა ფეხბურთს. და რატომ მეშინია ყოველთვის, როცა მამარდაშვილი დგას კარში. ლირიკაზე ეგ არ მემართებოდა. ერთი რაც კიდე მინდა ვთქვა, სათადარიგოს ფეხბურთელები ვერ თამაშობენ. ჯობია დაბალ დონის გუნდში იყოს ფეხბურთელი, ოღონდ თამაშის მუდმივი პრაქტიკით. (ჩვენს ჩემპიონატს არ ვგულისხმობ).

• მამუკა

დაგამწუხრებთ ვისაც საქართველოს ნაკრების წაგება გიხარიათ ბერძნები ესპანეთს 16 ქულით უგებენ

• გიო

ესე იგი კიტე მაშინ იღებს "ტრამვას",ნაკრებმა რომ უნდა წააგოს

• Lelo

Საქართველო ნაკრები იმსახურებს მაღალი დონის მწვრთნელს გუნდი კომბინაციები გარეშე თამაშობს ვერც პრესინგს თამაშობს 10 წუთი მაინც არადა ამ გუნდს და ამ თაობას მეტი შეუძლია.

• საჩინო

ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს.დიდია სხვაობა კლასში.დაბალი კლასის გუნდს მაღალთან ორ შემთხვევაში აქვს წარმატების შანსი --1) როცა მაღალი კლასის გუნდს ნაკლები მოტივაცია აქვს დაბალთან შედარებით.2)როცა დაბალი კლასის გუნდი მოწინააღმდეგეს უპირისპირებს დაცვის მაღალ ორგანიზაციას და არნახულ თავგანწირვას.თუ ამას იღბალიც თან სდევს.სხვა შემთხვევაში განწირულია.ჩვენს გუნდში კი იმ სანაკრებო დონეს,ჩვენ რომ გვსურს, მხოლოდ ოთხი-ხუთი ფეხბურთელი თუ აკმაყოფილებს და ჩვენი მოლოდინები არის სრულიად შეუსაბამო რეალობასთან.თუ რატომ არ გვყავს მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი და საერთოდ სპორტსმენი,ეს უკვე იმ გლობალურ პრობლემასთან არის დაკავშირებული ,რომელიც საქართველოს თავსაა მოხვეული.დემოგრაფიული კატასტროფიული მდგომარეობა და სპორტის მსობრივად ხელმიუწვდომლობა ნათელს ხდის სურათს.ეს ის მომენტია, როცა რაოდენობა აისახება ხარისხზე.შეიძლება ამ მხრივ თურქეთის და საქართველოს შედარება? სრულიად სხვადასხვა განზომილებაში ვართ და მაინც ვითხოვთ გამარჯვებას.სამწუხაროდ ჩვენი გულშემატკივარი ,კიდევ უფრო დაბალი დონისაა,ვიდრე სპორტსმენები და ბიჭების ლანძღვა და აუგად მოხსენიება არასამართლიანია.ისინი თავს არ ზოგავენ ,მაგრამ თავის თავს ვერ გადაახტებუან.ერთი სიტყვით გვინდა ბევრი ჩემპიონი? უნდა შეიცვალოს სახელმწიფოებრივი მიდგომა საკუთარი ხალხის ,საკუთარი ქვეყნის მიმართ ,თითქმის ყველა მიმართულებით.სამართალი,ეკონომიკა,ჯანდაცვა,განათლება და ა.შ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ცალკეული გამონათებები საერთო სურათს ვერ გადაფარავს და ვერ გააკეთილშობილებს.

• ზიპო

წვრთნელის შეცდომა დაცვის ხაში სასტარტოს დაყენება როცა ნახევარდაცვის ორი წამყვანი ფეხბურთელი რომ გაკლია. მამარდა ს ლივერპულში გადასვლა ადრე იყო ჯერ, კარგად გამოჩნდა ამ თამაში. იმედია შემდეგ მატჩი ბულგარეთან წვრთნელი სწორ მონახაზს და ტაქტიკას შეუცვლის თუ არა და მაშინ ჯობია სანიოლი განთავისუფლდეს !

• გიგა

ჩემის აზრით სასწრაფოდ უნდა შევქმნათ საპარლამენტო კომისია ( ქალბატონი თეას მეთაურობით) უეფას ბოლოდროინდელი მოქმედებების შესასწავლად. რა იყო ეს რომ ასეთ ჯგუფში გაგვამწესეს? არ შეეძლოთ რომ ვყოფილიყავით სან-მარინოს,კვიპროსის და ლიხტენშტეინის მეტოქეები? ნამდვილად ეს ყველაფერი დიფსტეიტის ჩაწყობილი საქმეა.

• T.q

მარტივად რომ ვთქვათ კაშია უნდა აებარგოს ნაკრებიდან

• Nedved

პირველ რიგში სანიოლის კისერზეა ეს წაგება, როცა იცი რო კაშია დაბერდა, სხვებიც არ ბრწყინავენ, და გუნდის 2 ლიდერი მოგაკლდა, უნდა დააყენო დაცვითი ტაქტიკა 3-5-2 რომელიც კარგად გვაქვს დაცდილი, და სადაც მცველები ერთმანეთს უფრო ადვილად გადააზღვევენ, ამას პლიუს კონტრშეტევაზე თამაში. მე თვითონ მირჩევნია შევუტიოთ და თუნდაც წავაგოთ მაგრამ, კიტე და ჩაკვეს გარეშე ჩვენ რო ჩვენზე მაღალის დონის თურქეთს მაგას ვერ გავუკეთებთ წესით კი უნდა ესმოდეს მწვრთნელს. ფეხბურთელების უხეშ შეცდომებზე და ნაჩუქარ 3 გოლზე არაფერს ვამბობ

• llcl

მადლობა სანიოლს, რასაც ქვია კარგი ფსიქოლოგია და როგორც ესეთი ერთიანი გუნდი შექმნა, მაგრამ როგორც მწვრთნელი და ტაქტიკოსი, ოროსანი თუ არა დიდი დიდი გაჭირვებულ-დამადლებული სამიანი გაქაჩოს, ეხლა ამ მართლაც და ნორმალურ თაობს გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელი სჭირდება, რომ არა გაჭირვებულთა ერთა ლიგა, ვერც ევროპას ვითამაშებდით. გურამ, წადი რა წადი, წაიკითხე კომენტარები და წადი!

• დათო

წააგო სანიოლმა.

• Lelo

Კაშიამ დიდი მადლობა მაგრამ ნაკრებიდან წასვლის დროა ვიმეორებ წასვლის დროააა

• მაყურებელი.

სანიოლი მაინც გასაშვები იყო და მსაჯმა “გაუშვა”. აი სუდიაც კი ხვდება რომ გასაშვებია და წითელი უჩვენა. კობიაშვილი თუ არ უშვებს მსაჯმა გაუშვა. ერთი ეგეთი წითელი კიდე კობიაშვილისთვისაც უნდა ეჩვენებინა. ფედერაციის პრეზიდენტი რომელსაც არ შეუძლია ნაკრებში ნორმალური მწვრთნელის მოყვანა (რაც მისი მთავარი მოვალეობაა) სრულიად გამოუსადეგარია და არაფერში საჭირო არაა. ეხლა ვინ გაუძღვება ერს შემდეგ თამაშში, დიდი მთავარსარდალი “ხიზანა”? … კარგით რა, სანამ არ ამოასხავს ხალხს ყელში გეყოფათ ფარჩ@კობა და უხეირობა

• მამუკს

ერთი რამე შეიგნეთ შიგევროპელებო ეროვნული ნაკრები არის ქვეყნის და ერის, და არა რომელიმე მთავრობის, ეგ ზიზღი და ბოღმა კიდევ საკუთარ ოჯახებში აფრქვიეთ თქვე კლავიატურის ვირთხებო, ვისაც ეხება იმან მიიღო საკუთარ თავზე.

• Vitali

სანიოლი და კაშია წასასვვლელია, მაგათ სინდისზეა ეს წაგება.

• ,gio

სანიოლმა დაუშვა ბევრი შეცდომა და მის სინდისზეა ეს წაგება

• Kaxa

სანიოლიმ წააგო ეს თამაში, ვინმემ მაინც მიაწვდინეთ ხმა რო ჩვენი ნაკრები 4-4-2 ს ვერ თამაშობს . ესპანეთთანაც მაგ ტაქტიკით ითამადა და 7-1 წავაგეთ თბილისში

• Tem

ანუ მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ? 😅

• ირაკლი

თავში აუვარდათ ჩვენს სპორტსმენებს და დღეს მიწაზე დაეშვნენ!!

• ლგბტ საზოგადოება

ო მაი გააად, რა კომენტარებია ?! რა საშინელი ბულინგია საქართველოს საამაყო კაპიტნის მისამართით ??? გურამმა თავის დროზე ჩვენი მხარე დაიჭირა და მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა და ჯოჯოხეთური ზეწოლისა, ბოლომდე თავის პოზიციაზე დარჩა. ახლა ჩვენი ჯერია გვერდში დავუდგეთ. გუუუურ საუკეთესო ხაარ !!! შეცდომები ყველას მოსვლია და იმედია უფრო ძლიერი გამოხვალ ამ სიტუაციიდან.

• Დინამოელი

Კაკაბაძეს და კაშიას სამადლობელ და საქებარ სიტყვებს ვიდრე გინებით არ შეუცვლიან ვერ მოიფიქრებენ რომ წავიდნენ ნაკრებიდან? Კვარაცხელიას რა ტრავმა ქონდა ასეთი, რომ მხოლოდ ბოლო 5 წუთი შემოუშვა, სასტარტოდან ვერ დაიწყებდა ვითომ? 18 წლის თურქმა კი გვიჩვენა როგორ უნდა ბრწყინავს კლუბში და როგორ უნდა ულიდერო ნაკრებს. Ძალზე დასანანი მარცხი იყო

• ალფა

ჰო კიდე, აქ რატომღაც არა პოპულარული აზრია, მაგრამ ცოტა თავში ავარდნა იკითხებოდა ფეხბურთელებისგან. კაბო ვერდესთან და ფარერებთან არდადეგები მოინდომეს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო ჩვეულებრივი შესარჩევის მატჩებივით უდგება ამხანაგურებს და ძირითადით თამაშს არ თაკილობენ. ყველა მატჩის მოგება სურთ.

• jarji

ასაკში შევიდა და წავიდა ნაკრებიდან კანკავა.არადა ბევრს აჯობებდა კიდე.კაშია რით ვერ მიხვდა რო უნდა წავიდეს

• jarji

ასაკში შევიდა და წავიდა ნაკრებიდან კანკავა.არადა ბევრს აჯობებდა კიდე.კაშია რით ვერ მიხვდა რო უნდა წავიდეს

• გიორგი

კი დროა კაშიამ წავიდეს მაგრამ მერწმუნეთ ეს თამაში დაწყებამდე წაგებული იყო გურამი აქ არაფერ შუაშია წინააღმდეგ შემთხვევაში თურქებს მისცემდნენ ტოტალიზატორები სამს და საქართველოს ორ კუშს და არა პირიქით

• L.J.-ს

არა, პორტუგალიაში თამაშობს და ახალგაზრდული ნაკრების დამრტყმელი ძალა იყო, დიდწილად მისი დამსახურებაა, რო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდულმა, თვალს თუ ადევნებდი მის თამაშებს მიხვდებოდი პერსპექტიულობას.

• დდდ

აურელიო დე ლაურენტისის კალიბრის წუწურაქი საქმოსნებიც კი მიხვდნენ, რომ კვალიფიციური მწვრთნელის გარეშე, რაც უნდა ვარსკვლავური შემადგენლობა გყავდეს, შედეგზე ვერ იოცნებებ, მაგრამ საქართველოს სპორტის ფედერაციებში მოკალათებულ საქმოსნებს არაფერი ეშველათ... აბა, თუ მიხვდებით, ფეხბურთს ვგულისხმობ, თუ კალათბურთს - სტრატეგია 0, ტაქტიკური მონახაზი 0, დამუშავებული კომბინაცია 0, შეთამაშება 0, მოთამაშე იღებს ბურთს და არ იცის რა უყოს, ამიტომ ინდივიდუალურად ცდილობს, რაღაცა გაახლაფორთოს და მეტოქის მთელი გუნდის ( ხუთი ან ათი კაცის) თავზე გაიაროს, ხან გამოსდის, ხან - არა... არც სანიოლს და არც ჯიკიჩს არავინ გაუშვებს, მაქსიმუმ, ადგილები გაუცვალონ და უარესი შედეგის შიშიც არავის ექნება...

• გია

ფეხბურთელები არ გვყავდა და ტოპმიულერი და კუპერი ჩამოყავდათ ნაკრებისთვის და ახლა თაობა გვყავს და სანიოლს უნდა გაანიავებინონ ამათი პოტენციალი.

• გია

თურქეთმა მიწაზე დაუშვა ვარსკვლავებს გამოკიდებული ბიჭები და დაანახეს რას ეწოდება გამართული გუნდი გამართული ფეხბურთელებით და გამართული ფეხბურთის თამაშით მარტო გუნდების დასახელება საკმარისი რომ არ არის სათამაშოდ აგერ არის მამარდაშვილის მაგალითი კაცს სამი დაურტყეს კარისკენ და სამივე გაუტანეს დალოცვილო მე ვხვდები მეკარისთვის პრაქტიკის გარეშე დარჩენა იგივეა ხის მჭრელი ტყეში გაუშვა ბირდაბირის გარეშე

• რიგითი

შემცვლელი გყავს თუ არ გყავს ამაზე საუბარი მეასე ხარისხოვანია, რო დაბერდები უნდა წახვიდე.. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი..

• ურგა

ერთი,ის ხალხი სადაა რომ მაკრიტიკებდა დღეს,ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობაზე რომ ვწერდი თავიანთ კლუბებში?!..თითქმის ყველას,პრობლემა აქვს ძირითადში მოხვედრაზე,კვარაცხელიასაც კი უკვე,ეს რა თქმა უნდა ნაკრების თამაშზეც უარყოფითად აისახა სამწუხაროდ

• მერაბ სინძინპინი

ყველა გუნდურ სახეობებში დაიწყო დაღმასვლა . სადაც სამართალი არაა ვერ გაიხარებთ სოროკაიძინებო !

• გიორგი 3

დღეს ვნახეთ კაშიას 3 ასისტი ალბათ ბულგარელებთან გოლსაც დაამატებს ამ "მონაგარს", (თაცის კარში რა თქმა უნდა)

• L.J.

Lominadze barsashi tamashobs da malav????

• SOS

კობიაშვილო და სანიკიძე! დაიხურეთ ქუდები და წადიით,წადიიით!

• გია

კაშიას ხო ნამუსი არა აქვს, რომ მიხვდეს, წავიდეს!

• ლევანი

ძალიან ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა ტურქეთმა. ყოჩაღ მონტელა, ნამდვილად ეტყობა მწვრთნელის ხელი გუნდს. აბა სანიოლია, ერთა ლიგაზე ერთი ქოჩორა ჰყავდა შესაცვლელი, და ისე აურია გუნდი, წავაგეთ, ეხლაკიდე, კი ჩაკვე და კიტე დიდი ძალაა, მაგრამ მთელ თამაშში ერთხელ მაინც მიეტანათ ბურთი მიქაუტაძემდე, აღარ მაქ ნერვები რა... გვეშველება რამე?

• მამუკა

შეიძლება ესპანეთს არ ჰყავდეს პედრი და ოლმო, მაგრამ ამან მათ თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინოს, იმიტომ რომ აქვს საკმარისი რესურსი რომ ჩაანაცვლონ, მაგრამ ჩვენი დონის ნაკრებს როცა ორი ძირითადი ფეხბურთელი გამოგაკლდება და თან რომლებიც შემქმნელები არიან ძნელია ვინმეთი ჩაანაცვლო, პირველ ტაიმში ზუსტად ამის გამო იქმნებოდა პრობლემა რომ ბურთი ვერ მოქვქონდა და ბურთის დამჭერი არავინ არ იყო, ნუ დაცვა სულ მუდამ პრობლემა იყო ცხადაძეს და შელიას შემდეგ. მაინც ყოჩაღ ბიჭებს რომ ბოლომდე იბრძოლეს, იღბალიც რომ ჩვენ მხარეს ყოფილიყო ფრეს დავამთავრებდით.

• გეგი

მაგრად ადარებ კაშიას და სხვებს ერთმანეთს რა! წაიყვანე და მშვიდობაში მოიხმარე,ნაფტალინი არ მოაკლო!

• US Lecce

გურამ მადლობა ყველაფრისთვის დროა რომ წახვიდე.

• rigiti

კაშია!!! იმედია მიხვდი რატომ წავიდა კანკავა ნაკრებიდან, მიუხედავად იმისა მასაც სთხოვეს კიდევ დარჩენილიყო ნაკრებში!!! სხვათა შორის შენზე ნაკლებ ფორმაში არ იყო მაშინ...

• ნოდარი

კაშია მაინდამაინც უნდა დაგიბშტვინონ რომ წახვიდე? და წადი წადი გიძახონ?

• Aleko

mokled ra sanam or avtogols ar gaitans kaladzesavit ar cava es kaci nakrebidan daberdi da cadi ra

• არაუშავს

4-5-1 ტაქტიკა უფრო ამართლებს ამ შემადგენლობით. მოედნის ცენტრში კაცის ზედმეტობა გვჭირდება თორემ მარტო ქოჩორა და მექვაბიშვილი ვერ იჭერდნენ ბურთს. როგორც კი გაგნიძე დაემატა, შეტევაში მეტად გადავედით. ბულგარეთს მივუგებთ ჩემი აზრით. წარმოიდგინეთ კიდე და ჩაკვე რომ დაგვემატება. ცენტრში ქოჩორა-კიტე-ჩაკვე. ფლანგებზე ზურიკო და ხვიჩა. პლუს მარცხენა ფლანგზე აზაროვი უნდა იდგეს. მაგრად ეხმარება ხვიჩას, სივრცეებს უქმნის. არ გვაქვს ცუდი მომავალი თუ ტრავმებმა არ დაგვაღლატა

• ჰაიმე

აი, რომ გვგონია, რომ მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ზუსტად მაგიტომ არაა საშველი

• ყველა

კაშიაზე მაგრად ვინც გვყავს ნაკრებში მცველები ყველა ითამაშებს მაგრამ სანიოლის გადაკეტილი აქვს კაშიაზეე

• გეგი-ის

სხვებმა ხო დაგლიჯეს რა

• Givi

ჩვენ თვითონ წავაგეთ, სულ ძალით წავაგეთ... რატომ არ უტევს გუნდი თავიდანვე და რატომ ელოდება იმათ შეცდომებს ვერ ვხვდები... ამდენი შეცდომა გადაცემებში ან კარში დარტყმები რა იყო შორიდან გეგონება რაგბიაო ყველი ცაში მიფრინავდა...

• ალექს

ახლა ზოგი კაშიას დააბრალებს, ზოგიც სანიოლს და მოდი გაამტყუნე,მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, კიტე და ჩაკვე რომ ყოფილიყვნენ მინიმუმ არ წავაგებდით.. შემეცოდა კვარა, შემეცოდა ქოჩორაც.. კაპიტანს რაც შეეხება. კატეგორიულად და ძალიან ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ: მადლობა ყველაფრისთვის, წასვლის დროა! კანკავას ვეღარ მიბაძავ, რადგან მან იმაზე ადრე გააკეთა ეგ ვიდრე გულშემატკივარი ეტყოდა,მაგრამ ეს მაინც გაიგონე თუ საკუთარი გონება არაფერს გეუბნება!

• გეგი

და საერთოდ! კაშიას გველესიანი სჯობს ათი თავით თუ მასეა!!!

• ალფა

ცალკე კაშიამ წაგვაგებინა და ცალკე მოედნის ცენტრში მხოლოდ 2 ფეხბურთელის დაყენებამ. ლომინაძე არსებობს და კოლოსის ფეხბურთელი შეჰყავს ცვლილებაზე, ესეც ჩაქიმვა იყო.

• გიორგი

რა ცუდი დღეა ქართული სპორტისთვის.თურქებისთვის პირიქით გუშინ კალათბურთში მოიგეს დღეს ფეხბურთში!

• გეგი

ნერვები აღარ არის ხალხოოოო.მოაშორეთ ეს კაშია ნაკრებს მოაშორეთ კმარა უკვე! ტიპი ვერაფერს აკეთებს რა უბედურებაა ნაყიდი ხომ არ აქვს ადგილი მართლა!

• სკ ზესტაფონი

სანიოლის მშიშარა ფეხბურთი!!!

• რაგბის ფანი

ეს კომენტარი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შემდეგ დავწერე: - "კაშიამ ბარემ თურქეთის მაისური ჩაიცვას. იმათი კარიდან ბურთი გამოიტანა. ჩვენს საჯარიმოში თურქებს ასისტი უკეთა." ტიპმა მეორე ტაიმში უარესები ქნა. კაპიტანი ხარ, არავინ გაგაგდებს, შენით უნდა მიხვდე, რომ პრობლემა ხარ ნაკრებისთვის.

• ოიეეე

კაშიაა წადი წადიო წადიო ნაკრებიდანნნნნ

• ვაზგენა

კაშია წადი ნაკრებიდან ან კალაძეც დავიმატოთ და გაგვისწორდება მაგრად...

• ხოკეი

უთავმოყვარეო და კორუფციაში ჩაფლული ფედერაცია, უთავმოყვარეო ფეხბურთელები , უთავმოყვარეო ჟურნალისტები და საფეხბურთო ექსპერტები ყველა დონეზე, სამოყვარულო დონის მწვრთნელი და კატასტროფულად სუბიექტური გულშატკივარი. შედეგი კანონზომიერია .

• კაშიას

კაშიამ წააგო ეს თამაში ვეღარ გაიგო რომ წავიდეს ნაკრებიდან!!!

კაშია ძლიერი თავდამსხმელი ჰყავდათ თურქებს, ბრავო, რა გვეთქმის.

• სიმართლე

კაშია წადი ნაკრებიდან!!!

[VIDEO] ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:2 მარცხდება

თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს

"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

სუპერმატჩი ევრობასკეტზე - თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია

დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

მეორე ბრძოლა UFC-ში - ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია

თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს

"მუდმივად ვითარდებიან, მათგან წამოსულ საფრთხეებს კარგად ვიცნობთ, რაგდან..." - ესპანელთა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

სამედიცინო შემოწმება გაიარა, ყავის დასალევად გავიდა და აღარ გამოჩენილა - ოჩოას უცნაური ტრანსფერის ამბავი

[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია

თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:2 მარცხდება

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?

მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

[VIDEO] ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო