საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისკენ სვლა წაგებით (თურქეთთან 2:3) კი დაიწყო, მაგრამ ხასიათის გამოსწორება მალევე შეუძლია. დიახ, გამოსწორება და იმედია, არა გაუარესება. წინ ბულგარეთთან მატჩია, ისევ "დინამო არენაზე" - 7 სექტემბერს, 17:00 საათზე.

"ჯვაროსნებს" ბულგარელებთან საამაყო ისტორია არ აქვს, მაგრამ ბოლო გადაკვეთის დროს ეს გარკვეულწილად გამოსწორდა და ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად დიდი ანგარიშით (5:2) მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა ამის შემდეგ თბილისში მკვეთრად დაცვიდან ითამაშეს და არ წააგეს (0:0).

ილიან ილიევის გუნდმაც მარცხით დაიწყო, ოღონდ ეს ესპანელებთან (0:3) მოხდა. საინტერესოა, წარუმატებელი თამაშების შემდეგ მწვრთნელები რა ცვლილებებს მიმართავენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან ნაკრებში მე-19 გოლი გაიტანა და გიორგი მიქაუტაძეს ერთი შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება. პირველობას ჯერ შოთა არველაძე (26) ინარჩუნებს.

მართალია, სამი გოლი გაუშვა, მაგრამ ესპანელებთან გუნდში საუკეთესო შეფასება მეკარე ვუცოვს ჰქონდა, შემდეგ კი ცენტრალურ მცველ ცენოვს. ბულგარელები 4-3-3 სისტემით თამაშობდნენ. კირილ დესპოდოვის ტრავმა მართლაც სერიოზული დანაკლისია.

ორივე ნაკრებმა იცის, რომ წაგება მუნდიალის გზაზე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებთ, ამიტომ მონდომებას არ დააკლებენ. სანიოლის გუნდი შინ თამაშობს და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენონ.

ბულგარელები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს საკმაოდ ხშირად ახერხებდნენ, 1994 წელს კი სულაც მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ვილი სანიოლი თურქებთან გააძევეს და სათადარიგოთა სკამზე არ იქნება. როგორც მატჩის შემდეგ მისი ასისტენტისგან, ზურაბ ხიზანიშვილისგან გავიგეთ, ტაქტიკა არ შეიცვლება და კვლავ 4-მცველიანი იქნება. საბედნიეროდ, ტრავმა არ არის, ხოლო ვინ როგორ აღიდგინა ფიზიკური ფორმა, ამას სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება.

დაცვაში ერთი ცვლილება ნამდვილად იქნება და მარცხენა მცველად ირაკლი აზაროვი ითამაშებს. საქართველოს ნაკრები გარისკავს და შეტევას ეცდება, რაც გარკვეულ რისკებთანაც იქნება დაკავშირებული.

გიორგი წიტაიშვილის ნაცვლად ნიკა გაგნიძე და თავიდანვე 4-3-3 სქემა ლოგიკურია. წინა მატჩიდან სხვა ცვლილებას ნაკლებად ველით. შესაძლოა, სანიოლმა შანსი ნოდარ ლომინაძეს მისცეს და სათადარიგოთა შორის ანზორ მექვაბიშვილი აღმოჩნდეს.

მთავარი მსაჯი შვედი ნუბერგია.

Levani
ბულგარეთს მოუგებენ. შეიძლება სხვაც რომ იყოს მოეგოთ,მაგრამ ბულგარეთი ძალიან სუსტია.ოს ცენტრალური მცველი კაპიტანია და ერთადერთი კაცია ვინც ფეხბურთელს წააგავს.კიდე წინ ყავთ მასიური ცენტრფორვარდი რომელიც ქვილითაიას დონისა არ არის და მარცხენა გარემარბი-ერთადერთი შემტევი რომელიც ფაფხურის და შესაბამისად სიცოცხლის ნიშნებს იძლევა.სხვებმა ბურთის გაჩერება არ იციან
გოჩა
სანამ სანიოლი და კაშია იქნებიან არაფერი გვეშველება
ზურაბ
თამაშის წინ ფეხბურთელებს 200-200 გრამი სანთლის არაყი უნდა.დაალევინონ.
მუჭანახევარა
ანუ, პირველი თამაშის შემდეგ სათანადო დასკვნების გამოტანის ნაცვლად საპირისპიროს აკეთებენ! რამდენადაც მივხვდი კაშია ისევ ძირითადში დაიწყებს, ხოლო არაფრის მომცემი ტაქტიკა საერთოდ არ შეიცვლება. ახალწვეულ ლომინაძეს შანსი არც აქ მიეცემა, აღარაფერს ვამბობ სხვა პერსპექტიულ ახალგაზრდებზე და პირველი ტაიმი თუ ფრედ დასრულდა მეორეში ბუდუს შემოყვანაზე არც ახლა იფიქრებს სამწვრთნელო შტაბი, რადგანაც ის "დიფ სთეითის" გავლენის ქვეშაა და აქციაზე დასახიჩრებულების მხარდამჭერ განცხადებას შეეწირა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში.(პარწია ვისშე ვსეგო) სანიოლმა მოედნიდან ხომ აგვაშენა და ამჯერად უკვე ტელეფონის მეშვეობით გასცემს რჩევა-დარიგებებს. ერთი სიტყვით - ცუდი სუნი ტრიალებს "ბრატცი" და იმდენს ნუ იზამთ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) , კინწისკვრით გახდეთ გასაყრელნი. ოდნავ გონს მოუხმეთ და რაიმე შეცვალეთ რადიკალურად, თორემ "ვეჩნი" არაფერია ქვეყანაზე ღმერთის გარდა და მათ შორის არც "პარწია". ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი პარტიული იყო და არის! ხელოვნება, კულტურა, ვაჭრობა, სპორტი...ან მიყვები ქარავანს და ბღავი როგორც ყველა დანარჩენი, ან განდეგილი და განწირული ხარ. P.s ხიზან, კაშიას თამაშებს გადავხედე იუთუბზე და დიდი იქაც ვერაფერი. ეგეც რომ არ იყოს, 10 წლის წინ რომ ფორმაში იყო ფეხბურთელი იმის მიხედვით არ აყენებენ ნაკრების ძირითადში დღეს! გვესმის რომ ძმაკაცია და რამე, ზუსტად ამიტომ ნუ გაწირავ და დაასვენე, თუ არ გინდა ნახევარმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ ომახიანად აგინოს. ჰო მართლა, არ დავიზარე და შენს "ფენომენალურ" თამაშსაც შევავლე თვალი კვიპროსის ნაკრებთან. იმდენი "ძოვე" მაშინ, დინამო არენას გაზონი ახლაც კბილში გექნება გაჭედილი:D
ხვიჩა მაგარია!
ძალიანაც კარგი თუ ბულგარეთი დაცვაში ჩაჯდება. როგორი კარგი მეკარე ყავთ, უცებ გააგებინებენ ხვიჩა, ჟორჟი და ზურიკომ, რომ ამოტენიან ესპანელებზე მეტად!
Givi
უნდა მორჩეს ექსპერიმენტები, ვგულისხმობ ლოჩოშვილის ადგილზე აზაროვი უნდა იდგეს და ლოჩოშვილმა ცენტრში უნდა ითამაშოს კაშიას ნაცვლად, როგორც სომხეთთან იყო და შედეგიც დაიდო...
უვიცი
რაც შეეხება დაცვას აუცილებლად ვარ მომხრე, რომ 2 ცენტრალური მცველით და 2 სწრაფი ლატერალით ვითამაშოთ, როდესაც ამის ფუფუნება გვაქვს, ამაზე უარი როგორ უნდა ვთქვათ არ მესმის. გოჩოლეიშვილს და აზაროვს ვგულისხმობ პირველ რიგში. თუმცა არის ერთი მაგრამ, დაცვის ცენტრში ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს ჯერ კიდევ გამოუცდელი და დასახვეწი გოგლიჩიძე და ასაკთან შედარებითაც კი ძალიან შენელებული კაშია (რომელიც მომენტებში მართლა ძალიან დიდ საქმეს ასრულებს, მაგრამ შეცდომებსაც უმატა), აი ამის გათვალისწინებით და ასევე იმის, რომ პირველი მატჩი (ჩემი აზრით ფინალის ტოლფასი) წაგებული გვაქ და შეტევასთან ერთად სიფრთხილეც გვმართებს, შესაძლოა გავიგოთ მწვრთნელის და კვლავ ლოჩოშვილი-კაკაბაძე ფლსნგზე ვიხილოთ, რომლებიც დაცვის ცენტრს მეტად ეხმარებიან. მითუმეტეს, რომ ლიბეროს ტიპის საყრდენი ნახევარმცველიც კარგა ხანია არ გვყავს ნაკრებში (ლომინაძე არის გამოძახებული და შეუძლია ამ როლის მორგება, მაგრამ ჩემი აზრით ჯერ არაა მზად ამ დონეზე სათამაშოდ).
მალხაზ ჯობავა
კიდე გარისკვაზე ორჭოფობენ ეს მედროვეები. აბა თუ არ გარისკე და არ მოიგე ეს თამაში მაშინ რისთვის აგდია ეს სამწვრთნელო შტაბია თუ ბიურო, აბა მომავალი შესარჩევისთვის ამზადებთ გუნდს, იბიომატ!
უვიცი
მე მომხრე ვარ, რომ 4-3-3 ვითამაშოთ, როდესაც გუნდში არის რესურსი 3 შემტევის, სმ ტაქტიკას ალტერნატივა არ აქვს. სხვა ტაქტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ გვყავს ამ ტაქტიკის შესაბამისი შემსრულებლები. ჩვენ შემთხვევაში სწორედ შეტევაში არ გვიჭირს და გვაქვს არჩევანი.
მნიშვნელოვანი დანაკლისი - ბულგარეთის ნაკრებს საქართველოსთან გუნდის კაპიტანი ვერ დაეხმარება
2026 წლიდან FIFA სანაკრებო განრიგს მნიშვნელოვნად ცვლის - ეროვნული გუნდი ზედიზედ 4 შეხვედრას გამართავს
"ეროვნულ ნაკრებში ქართველების მსგავსად უნდა მოიქცე, ისინი მოედანზე ამას აკეთებენ" - უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
საქართველო - ბულგარეთი | 6 სექტემბრის განრიგი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
დამატებითი ბილეთები საქართველო - ბულგარეთის მატჩზე
"დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს" - თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
დაბრუნება დიდხნიანი პაუზის შემდეგ - ცარუკიანის მეტოქე ცნობილია
კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს
[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას - უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა
ევრობასკეტი 2025 - 1/8-ფინალის ყველა წყვილი გაირკვა
[VIDEO] ესპანეთმა სტუმრად ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო
ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
[VIDEO] მხოლოდ მეორე ტაიმი კარგად თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან 0:2 მარცხდება
თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს" - თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
დამატებითი ბილეთები საქართველო - ბულგარეთის მატჩზე
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
საქართველო - ბულგარეთი | 6 სექტემბრის განრიგი
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
2026 წლიდან FIFA სანაკრებო განრიგს მნიშვნელოვნად ცვლის - ეროვნული გუნდი ზედიზედ 4 შეხვედრას გამართავს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ