ბულგარეთის ნაკრების თბილისში გამომგზავრებამდე "ვასილი ლევსკის" სახელობის აეროპორტში BFU-ს ტექნიკური დირექტორი კირილ კოტევი ადგილობრივ მედიას ესაუბრა.

ესპანეთთან 0:3 მარცხის შემდეგ ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ ბულგარელებისგან გაცილებით აგრესიული თამაში იყო მოსალოდნელი და მათ აღნიშნულ დაპირისპირებაში ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია. კოტევი ამ მოსაზრებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ თბილისში ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

"დიახ, ესპანელები სრულიად მართლები არიან. ნორმალური არ არის, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბარათიც კი არ მივიღოთ. თბილისში ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ განსაკუთრებით შეტევაში გაცილებით უკეთეს და აგრესიულ თამაშს ვაპირებთ.

შევეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ მოცემული შანსები და პირველი ქულები მოვიპოვოთ. ეს საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაცის "მოპარვას" შევძლებთ. ფავორიტი არცერთ მატჩში არ ვართ და ნებისმიერ შეხვედრაში ქულის მოპოვება ჩვენთვის კარგი იქნება.

ჩვენი მიზანია, რომ გუნდი ახალგაზრდებზე ავაშენოთ, როგორებიც მაგალითად ემილ ცენოვი და როზენ ბოჟინოვი არიან. მათ შესანიშნავი თამაში აჩვენეს. ჩვენი ხედვა ესაა, რომ ახალგაზრდა გუნდიდან ნიჭიერი ბიჭები მოვიდნენ და გამარჯვებები მოიპოვონ", - თქვა კოტევმა.

jarji
კაშია თუ არ იქნება უეჭველი მოვიგებ
გიგი
არ გადაგვიღუნოთ
Achi
Bulgarelebi chaayeneben avtobusda midida gautaneo egeti ambavi iqneba dzalian dzneli mosagebi iqneba
ცისკარა
კარგია, თუ ბევრი ყვითლების მიღება უნდათ. შეუძლიათ პირდაპირ მსაჯს აგინონ და არ დაზარდება მაგ საქმეში. მოინდომეს ბიჭებმა რაღაცის მოპარვა, იქნებ ყვავს კაკალი გავაგდებინოთო. ვინ რას გაგატანთ, ჩვენი გაგვჭირვებია.)))))))))
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა