საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ილიან ილიევმა და მცველმა ანტონ ნედიალკოვმა ისაუბრეს.

ილიევი: „ესპანეთთან მძიმე თამაში გვქონდა. ახალი ტრავმები არ არის, კაპიტანი დესპოტოვი კი არც ხვალ იქნება. მარცხი ყოველთვის რთულია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდთან იქნება ის. თამაში საქართველოს ნაკრებმაც დათმო, ასე რომ, დაძაბული შეხვედრა გველოდება.

ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ 4 შეხვედრა კიდევ გვექნება. არ მსურს, ჩემი გუნდი დამატებითი წნეხის ქვეშ იყოს, გამარჯვება კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჯგუფის ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია.

სულისკვეთებითა და შრომით შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა. დაველოდებით დღევანდელ ვარჯიშს და შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

წილისყრის შემდეგ ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი გუნდია. თურქეთთან ბევრი საგოლე შანსი გქონდათ და ჩვენ რთული მატჩი გვექნება. სანიოლის სათადარიგოთა სკამზე არყოფნა ფეხბურთელებზე არ იმოქმედებს, მათ ისედაც კარგად იციან, მწვრთნელი მათგან რას ითხოვს. დაველოდოთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები და სასტარტო შემადგებლობას შემდეგ დავასახელებ".

ნედიალკოვი: "ესპანეთის ნაკრებთან თამაში დიდი მოტივაცია იყო და მათთან მარცხი დამთრგუნველი არაა, თუნდაც საკმაოდ დიდი ანგარიშით. ჩვენ სამომავლო მიმართულებას სწორედ ძლიერი ნაკრებებთან დაპირისპირება განსაზღვრავს. ჩემი მოლოდინი იყო, რომ თურქები ქართველებს დაამარცხებდნენ, მაგრამ ვნახეთ, რა ძლიერი გუნდი გყავთ. ხვალ წნეხის ქვეშ ვიქნებით, რადგან ერთი ქულა მაინცაა საჭირო, ბრძოლა რომ გავაგრძელოთ".

გიო გიო
შენ ვინ არის ჯიგარო?
ელგუჯა
ისე ბულგარეთთან ჩვენ დავწერეთ ისტორია 1995 წელს ევროპის შესარჩევში 1994 წლის მსოფლიო თასის მეოთხე ადგილოსან ბულგარეთს 2-1 მოვუგეთ. ასე რომ თქვენი სარკაზმი უადგილოა.
Გიო ჰ
Საღოლ ძმა, ჯიგარი ხარ 😂😂😂😂
1:2
წარმატებები. ჯიგრებო მეთქი ვერ დავამატებ, არც თქვენ ხართ ჯიგრები, მარა ამ პაკაზუხა მაიმუნებზე მეტად კი იმსახურებთ მოგებას და მჯერა ასეც იქნება.
Levani
აუ,ამათ ახლა მოუნდათ სულისკვეთება. არ შეიძლება სომხეთივით ჩამოხვიდე წააგო უპრეტენზიოდ და წახვიდე?
ვახო
ახლა ამათ უნდა დავაწერინოთ ისტორია??
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს მწვრთნელი შეეცვალა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება