საქართველოს-პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მიღწეული წარმატებისთვის, პრემიის სახით, 3 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც.

„გამომდინარე იქიდან, რომ კალათბურთში გვაქვს ისტორიული შედეგი, მინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც. ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე, დავაწესებთ 3 მილიონ ლარს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა. ამრიგად საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

მამა ქოციმე
ფეხბურთელებს დაურიგეს სათითაოდ 1მლნ ვისაც ისედაც დიდი ხელფასები აქვთ და ამათმა რა დააშავეს?

შენც
დავით 67
BOSS-ს-ს! მოსყიდვაა აბა რა. უკვე აღარ იციან როგორ შეინარჩუნონ სკამები. არადა რომ ჰკითხო ბიუჯეტში ფული არ არის. ამას წინათ ბავშვის დედა ითხოვდა შვილის დაფინანსებას მკურნალობისთვის და ჯანმრთელობის სამინისტროში უთხრეს ბიუჯეტში ფული არ არისო.ვფიქრობ ბავშვის გადარჩენა უფრო მთავარია, ვიდრე ეს ჟესტი
დაუ
მიდით ავავსოთ ქება დიდებით ავიყვანოთ კერპამდე და ხოტბა და გმირებად შერაცხვა.ითარსებიან და ვეღარ თამაშობენ.ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად ყოველი თამაშის წინ.სპორტული ფსიქოლოგი ჭირდებათ ძლიერზე ძლიერი განსაკუთრებით ბითაძეს რომ გაიხსნას.სულიერად უნდათ მომზადება ყველას.ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ და ეს ყველაფერი თუ გადალახეს უფრო უკეთ ვითამაშებთ ფინეთთან.ორივე გუნდმა სენსაცია მოაწყო და ორივე ეიფორიაში არიან.ამ დროს ვინც ფსიქოლოგიურად მზად იქნება ის გუნდი გაიმარჯვებს.
ყოჩაღ მთავრობას!
ერთადერთი ჩვენი სპორცმენები გვახარებენ, გადარეული ცოფიანი ნაცების ფონზე და არ ეკუთვნით დაფასება? არა ბიჭოს ქვეყნის ამრევებს ვუყურით და ნერვები ვიგლიჯოთ? ალალი და უსაყვედურო ბიჭებო! 10-ში წარმატებები და იგივე სიხარული!
tngh
ღირსები არიან...
იუკა
გაჭირვებულ ხალხს მიხედეთ, ხელფასები და პენსიები გაზარდეთ ის სჯობია, მაგათ ფული ისედაც არ აკლიათ.

ქაჩალი თავს არ მოიფხანს და თუ მოიფხანა,სისხლს გამოიდენსო!კარგია,რომ დიდი გამარჯვებებისთვის სპორტსმენები ფულად ჯილდოსაც იღებენ,მაგრამ რაღაც ზომაც ხომ უნდა არსებობდეს?დააჯილდოვეთ,მაგრამ ყველაფერს წინასწარ ჰქონდეს დადებული ფასი.მთავრობა კერძო მეცენატივით კი არ უნდა იქცეოდეს,არამედ შეფასებითი სისტემა შექმნას.ფულის ნაწილი,ბავშვთა სპორტში,სპორტულ ბაზებში და სპეციალისტების მაღალ დონეზე მომზადებისათვის გამოიყენეთ.ასე,როგორც დღესაა, მხოლოდ პროპაგანდა გამოდის,ისე კი,გრძელვადიანი ინვესტიცია იქნება,რომელიც გონივრულად გამოყენების შემთხვევაში,მთელ ქვეყანასაც მოუტანს სარგებელს.
ცისკარა
ბიჭებო, თქვენ მოიგეთ და კანცელარიაში მედლები და ორდენები სულ ცქმუტვაში არიან და თავდაყირა გადადიან. ამათ მეტი საქმე კი აღარ აქვთ. დადიან და ბრეჟნევივით არიგებენ ჩინ-მენდლებს.))) ალალი იყოს თქვენზე პატიოსანი ხალხის ნაშრომი!

ევრობასკეტის დაწყებამდე 2 მლნ მისცეს უკვე და ორდენები. ცოტაა ?
ვაააა
რა დობრი მთავრობა ყავს ქვეყანას:) და გაჭირვებულ მოსახლეობას და პენსიონერებს 20-20 ლარი ხო?:)
BOSS-ს
რომელია მაგათ შორის ბავშვი? )))))))))) სტიმული იქნებოდა რომ ჩემპიონატის დაწყებამდე დაეწესებინათ, ეხლა ლამის პირდაპირ მოსყიდვა გამოდის საარჩევნოდ. ))
BOSS
ძალიან კარგი.რაც მეტი დაფასება ექნებათ სპორტსმენებს,მით უკეთესი.მეტი სტიმული ბავშვებს დიდი სპორტისკენ და მინიმუმ ჯანსაღი ცხოვრებისკენ
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება