„დღეს, 8 სექტემბერს, ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა,“ — ასე აფასებს საქართველოში პირველად A.C. Milan-ის საფეხბურთო ბანაკის, Milan Junior Camp-ის დაწყებას პროექტის ორგანიზატორი, Sports Corporation LLC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ფოფხაძე.„Milan Junior Camp-ის თბილისში ჩატარება ჩვენთვის დიდი პატივია. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მთელი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ „მილანის“ მწვრთნელებთან, გაეცნობიან კლუბის ოფიციალურ პროგრამას და უნიკალურ ცოდნას მიიღებენ.ჩვენი მიზანია, ბავშვებმა არა მხოლოდ ფეხბურთი ისწავლონ უმაღლესი სტანდარტებით, არამედ მიიღონ გამოცდილება, რომელიც მათ სპორტულ და პიროვნულ განვითარებაში დაეხმარება.

ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მჯერა, რომ საქართველოში Milan Junior Campაუცილებლად იქცევა ტრადიციად და ყოველწლიურად სპორტულ კარიერაში განვითარების შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტ მოზარდს მივცემთ.მინდა, მადლობა გადავუხადო A.C. Milan-ს, იტალიის საელჩოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის მერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტს მხარი დაუჭირა,“ - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი იტალიური გრანდი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში ადგილობრივ მოზარდებს დაუვიწყარ კვირას შესთავაზებს. ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ. Milan Junior Camp-ში მონაწილეობას იღებენ 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები.პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს პატარა ფეხბურთელებს, მოირგონ A.C. Milan-ის მაისური და ჩაერთონ გუნდურ, დისციპლინებულ და მხიარულ პროცესში.

პროგრამა ელიტარულ საფეხბურთო ტრენინგს და დაუვიწყარ გამოცდილებას აერთიანებს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად ივარჯიშებენ „მილანის“ოფიციალური მეთოდოლოგიით; ისწავლიან საერთაშორისო დონის სპეციალისტებისგან და მიიღებენ იმ ემოციებს, რასაც მოზარდს მხოლოდ ფეხბურთი ჩუქნის. საგულისხმოა ისიც, რომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოში „მილანის“აკადემიის კოორდინატორი ჩამოვიდა.

შესაბამისად, 6 სექტემბერს ქართველი მწვრთნელებისთვის და, ზოგადად, ფეხბურთში დასაქმებული პირებისთვის საინტერესო და ინფორმაციული ხასიათის ვორქშოპი ჩატარდა. ქართველ მწვრთნელებს ვორქშოპზე „მილანის“ აკადემიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, რაც ქართულ საფეხბურთო სივრცეში A.C.Milan-ის მეთოდოლოგიის დანერგვას შეუწყობს ხელს. კლუბის ავტორობით შედგენილი პროგრამის მიხედვით, ყურადღება ექცევა გუნდურ მუშაობას, პიროვნულ ზრდასა და გართობას. „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება.

მათი მეშვეობით, ყველა მონაწილე ეზიარება უნიკალურ გამოცდილებას, იძენენ ახალ მეგობრებს, ატარებენ სასიამოვნო დროს. ს.კ „მილანის“ მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, თამაშობენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ.

მნიშვნელოვანია პროექტში იტალიის საელჩოს ჩართულობა. იტალიის საელჩოც ამ პროექტის თანაორგანიზატორია. Milan Junior Camp სწორედ იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში ტარდება, რომელიც უკვე მეორე წელია, იმართება და ტრადიციად დამკვიდრდა. ინფორმაციისთვის, ახალი ინიციატივა 2024 წლის ლეგენდების მატჩის წარმატებული გამოსვლის შემდეგ დაიბადა. იგი ასახავს კლუბის სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნისა და იქ მცხოვრები ფეხბურთის მოყვარული საზოგადოებისადმი. პროექტი A.C. Milan-ის განვითარების გლობალური ხედვის ნაწილია. მისი მიზანია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება, კლუბის ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარებით.

R

ცისკარა
უკვე ბავშვებსაც დაერივნენ. ამოარჩევენ პატარა მამლუქებს. მშვენივრადაა შენიღბული პროექტი, კაცი ვერ მიხვდება ამათ მზაკვრულ განზრახვას. მერე ვიძახოთ და ვივიშვიშოთ რომ ეროვნული ჩემპიონატი დაბალი დონის გვაქვს.
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა