42 წლის სპეციალისტი სიმონე პიანიჯანი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოედანზე დაეცა და ნეკნების სერიოზული ტრავმა მიიღო
სერბი გულშემატკივრებისთვის არასასიამოვნო ამბები ვრცელდება ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ბანაკიდან. როგორც ირკვევა, დუშან ივკოვიჩის გუნდის ორმა კალათბურთელმა შეიძლება გამოტოვოს მომავალი ევრობასკეტი.

ერთი მათგანი გახლავთ მადრიდის "რეალის" 24 წლის ფორვარდი ნოვიცა ველიჩკოვიჩი. მუხლის ტრავმის შემდეგ მისი აღდგენითი პროცესი ისეთი ტემპით ვერ მიდის, როგორც ამას ექიმები ვარაუდობდნენ. მორიგი სამედიცინო შემოწმების შემდეგ ივკოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფორვარდის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი მინიმალურია.

რაც შეეხება 23 წლის მარკო კეშელს, მას საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის დროს ყვრიმალის ძვალი გაუტეხეს. თუ დამატებითმა სამედიცინო გამოკვლევამ ეს დიაგნოზი დაადასტურა, სერბეთს ამ კალათბურთელზე უარის თქმა მოუწევს.

ტრავმიანობაა იტალიის ნაკრებშიც, თუმცა აქ ერთი უცნაური ამბავი მოხდა - დაზიანდა არა რომელიმე კალათბურთელი, არამედ, გუნდის მთავარი მწვრთნელი სიმონე პიანიჯანი.

42 წლის სპეციალისტი ბოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოედანზე დაეცა და ნეკნების სერიოზული ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოშიც კი წაიყვანეს, თუმცა რენტგენმა მოტეხილობა არ დააფიქსირა.

იტალიელთა თავკაცი, სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში დაუბრუნდება გუნდს. ამჟამად "სკუადრა აძურა" საბერძნეთშია და იქ აკროპოლის თასის გათამაშებაში მონაწილეობს. მასპინძლების გარდა, ტურნირში იბრძვიან ბულგარეთისა და ბრიტანეთის ნაკრებები.

2011 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა კაირი ირვინგმა, რომელიც "კლივლენდ კავალიერზმა" აიყვანა, მე-11 ნომერი მოითხოვა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო. საქმე ისაა, რომ "კლივლენდი" სათანადოდ აპირებს ლიტველი ცენტრის ჟიდრუნას ილგაუსკასის ღვაწლის დაფასებას და მის 11-ნომრიან მაისურას საშინაო არენის თაღზე დაკიდებს.

36 წლის ილგაუსკასი "კავალიერზის" კალათბურთელი იყო 1997-2010 წლებში, სანამ "მაიამი ჰიტში" არ გადავიდოდა. ჟიდრუნასი "კლივლენდის" რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების (771), მოხსნებისა (5904) და დაფარებების (1269) რაოდენობით.

ლიტველი მეშვიდე კალათბურთელი იქნება, ვის მაისურსაც "კლივლენდის" არენის თაღზე ჩამოკიდებენ. მანამდე ასეთი პატივი ერგოთ: ბინგო სმიტს, ლარი ნენსის, მარკ პრაისს, ოსტინ კარს, ნეიტ ტერმონდსა და ბრედ დოჰერტის.

"გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი რეჯი უილიამსი ესპანეთის "კახა ლაბორალის" წევრი გახდა. ესპანური პრესის ცნობით, ახალ კლუბში კალათბურთელის ხელფასი წელიწადში 1.5 მილიონი დოლარი იქნება. ასევე ცნობილია, რომ უილიამსი შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტია, ამიტომაც ლოკაუტის დასრულების შემთხვევაში მას "კახა ლაბორალისთვის" გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს NBA-ში დასაბრუნებლად.

გასულ სეზონში 25 წლის რეჯიმ 80 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ 9.2 ქულა და 2.7 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს