კვლავ გაურკვეველია მდგომარეობა კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის, "პიტსბურგის" კაპიტნის სიდნი კროსბის მომავალი კარიერის შესახებ
კვლავ გაურკვეველია მდგომარეობა კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის, "პიტსბურგის" კაპიტნის სიდნი კროსბის მომავალი კარიერის შესახებ. სიდნიმ ამ ზაფხულს უკვე მეორედ გააუქმა დაგეგმილი ვარჯიში იმის გამო, რომ იანვარში მიღებული ტვინის შერყევის სიმპტომებმა ისევ შეახსენეს თავი, - ავრცელებს ბოლო ინფორმაციას TNS.

როგორც უკვე ვწერდით, ამ მიზეზით 24 წლის კროსბიმ, შესაძლოა, არა მარტო ყველა წინასასეზონო მატჩი, არამედ რეგულარული ჩემპიონატის სტარტიც გამოტოვოს. ახალ სეზონში პირველ შეხვედრას "პიტსბურგი" 7 ოქტომბერს სტუმრად "ვანკუვერის" წინააღმდეგ გამართავს.

თუმცა ჰოკეისტის აგენტმა ჟურნალისტებს ურჩია ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ დასკვნებს.

"კროსბის მდგომარეობა არ გაუარესებულა. რაც შეეხება ვარჯიშებს, მან უბრალოდ ამ პროცესისადმი მიდგომა შეცვალა და ის მისთვის ახალ პირობებს მიუსადაგა, რადგან ადრე სიდს ასეთი ხასიათის ტრავმა არასოდეს ჰქონია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ კროსბი თავად შეხვდება ჟურნალისტებს და ის ყველაფერი მოგიყვებათ. ასე რომ, გლობალური პროგნოზების გაკეთებისგან თავი შეიკავეთ. ნუ დაგავიწყდებიათ, რომ საწვრთნელი ბანაკები მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გაიხსნება", - განაცხადა "პიტსბურგის" კაპიტნის აგენტმა პეტ ბრისონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა