17 წლის ნახევარმცველმა ჯამალ კაიშვილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდი თბილისში ამხანაგურად ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდა და ნულოვანი ფრე ითამაშა.

კაიშვილი მოედანზე ხალიდ დოლტმურზიევის ნაცვლად მეორე ნახევარში გამოჩნდა. ის "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდის წევრი გახლავთ და ვარიანტი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჰქონდა, თუმცა მან საქართველო აირჩია.

კაიშვილი დედით ქართველი და მამით ჩეჩენია. მისი გამოძახების სურვილი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო, თუმცა სამწუხაროდ, ფეხბურთელის ორივე მშობელი წლების წინ გარდაიცვალა და თავად გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩაბარდა, ამიტომ მისი წინაპრების ინდენტიფიცირება მარტივი საკითხი არ ყოფილა.

gel-100
სხვა თუ არაფერი მარტო იმის გამო ეკუთვნის ფედერაციას მადლობა რო ამდენი საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული სპორტსმენი ჩააყენა საქართველოს სამსახურში, მიქაუტაძე, კაიშვილი, დოლტმურზიევი, საზონოვი, წიტაიშვილი, ჩუბინიძე და კიდევ სხვებიც რომლებიც დღეს შეიძლება სხვა ქვეყნის სახელით გამოსულიყვნენ,, წინა ფედერაციების დროს ერთი გვარი მაინც გამახსენეთ აბა ვის ჩააცვეს ნაკრების ფორმა და ვინ უპოვნეს ქართულ ფეხბურთს?? კარგად მახსოვს ვოლფსბურგის დუბლებში მოთამაშე აკაკი გოგია რომელიც გერმანიის მოქალაქე იყო და გერმანიის ნაკრებში მოხვედრის შანსიც არ ქონდა და მიუხედავად მაგისა წლები ეხვეწნენ და ვერაფრით ჩააცვეს ნაკრების ფორმა ვიღაც საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელს რომელმაც საბოლოოდ ვერც ითამაშა ფეხბურთი მაღალ დონეზე, ამ ფედერაციამ კიდე დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ვარსკვლავები გადმოიბირა თუნდაც მიქაუტაძე რად ღირს სხვას რო თავი დავანებოთ და სხვებიც არიან ისეთები ჯერ რო არ გაგიგიათ, ჯერ პატარები რო არიან ასაკით და მომავალში რო გამოადგებიან საქართველოს, აი ესაა პროფესიონალურ მუშაობაში და ჯიბის გასქელებისთვის მუშაობაში სხვაობა,,ინფრასტრუქტურაზე, მოედნებზე, ახალ აკადემიებზე და ახალ გრანდიოზულ სტადიონზე აღარაფერს ვიტყვი
a.d.
სირცხვილიაა ამდენი საუბარი კაშიაზე კაშია არავის აძალეებს ეუბნებიან რომ გვჭირდები და რაც შეუძლია აკეთებს და ყვეოაფერს რომ თავი დავანებოთ იმ ნალრების კაპიტანი იყო რომელიც პირველად გავიდა დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასაგებიაა აღარაა ძველებური მაგრამ მოკრძალება იქონიეთ ქართველი ფეხბურთელიაა ვინც ერთადერთი იყო ნალრებში მახსოვს რომელიც ნორმალურ კლუბში თამაშობდა სხვა ყველა ჭ კლასი იყო ჩააგდო თამაში გასაგებიაა მაგრამ სანამ კაშიას შეცდომამდე მივალთ მანდ ნახევარდაცვაა იყო კაშიამდე და გოგლიჩიძემდე მაგრამ შეცდომა ყველას მოსდის თუმც კაშია აიჩემეთ დაანებეთ თავი და გავუშვათ ეს ბიჭი ლანძღვის გარეშე არ იმსახურებს ამას და კიდეევ ნუ იცოთ ეს გატრენდვა თან ყველაზე უარესი ფორმით რა უბედურებაა ადამიანთაა ლანძღვის ტრენდად ქცევა ტეხაავს დაოკდოთ და დაწყნარდით
წარმატება ჯამალს
წარმატებას ვუსურვებ ჯამალს. რთული წარსული, მომავალი ბედნიერი ქონოდეს. კარგია რომ ამ ბიჭს სურვილი აუსრულდა და შანს მიეცა ჩვენ ნაკრებში ითამაშოს.
მდაა
კაშიავ შეხედე რა ბავშვები მოდის და აცადე რა მათაც ღმერთის არ გრწამს კაცო საერთოოდ …
GIORGI KAPANADZE
წარმატებები
Deme svani
საღოლ იაშკა. წარმატებები ჯამალს და საქართველოს ნაკრებს.
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება