მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურში უკრაინის ნაკრები გასვლაზე აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ამ მატჩში უკრაინელებისგან ქულების დაკარგვას ნაკლები ადამიანი თუ წარმოიდგენდა.

თავისი ნაკრების ფეხბურთელების კრიტიკას ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იოზეფ საბო არ მორიდებია, რომელმაც თქვა, რომ ხოხვისთვის დაბადებული ადამიანი ფრენას ვერ შეძლებს და გუნდს გოლის გატანის შანსი არ ჰქონდა და გოლის გასატანად კარში უნდა დაარტყა.

მატჩის დასრულების შემდეგ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ შეხვედრებში შედეგებს გამოასწორებენ.

"ყველას, ვინც ჩვენგან განსხვავებულ შედეგს მოელოდა, მინდა ბოდიში მოვუხადო. 1:0-ის მოგების შემთხვევაშიც კი იტყოდნენ, რომ ეს საკმარისი არ იყო. თქვენ ნახეთ, რომ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, დღესაც კი ვერ გამოვიყენე გუცულიაკი, რომელიც გუშინ დაშავდა. ამიტომ რთულია, რთულია ამ დონეზე თამაში. ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, ჩვენი გუნდის მხარდაჭერა გვჭირდება.

დიახ, ზოგიერთს შესაძლოა ვძულდე. მაშინაც კი, როცა ბელგიას მოვუგეთ, მეკითხებოდნენ: "რატომ ითამაშეთ ასე ცუდად პირველ ტაიმში?" - სამწუხაროდ, ყოველთვის ასეა.

მინდა, რომ უკრაინელებმა ახლა ფეხბურთელებს მხარი დაუჭირონ. ჯერ არაფერი წაგვიგია, ჯერ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს. ვეთანხმები, ამ კრიტიკას ვიმსახურებთ, მაგრამ ჯერ არაფერი დაგვიკარგავს", - თქვა რებროვმა.

აზერბაიჯანთან ფრედ დასრულებულ შეხვედრას უკრაინის ნაკრებისა და "ბენფიკას" კიპერი ანატოლი ტრუბინიც გამოეხმაურა, რომელმაც ამ ფაქტს სირცხვილი უწოდა.

"რა შთაბეჭდილებები შეიძლება არსებობდეს? - ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. ეს ძალიან, ძალიან ცუდია, რადგან ასეთი მატჩების მოგება, ასეთი მეტოქის დამარცხება გვჭირდება.

არ აქვს მნიშვნელობა რა და როგორ იქნება. თუ წინსვლა გვსურს, გამარჯვება გვჭირდება. ყველამ ამაზე პირადად და ინდივიდუალურად უნდა იფიქროს. შემდეგი საწვრთნელი შეკრება გადამწყვეტი იქნება, ამიტომ ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რამე გვინდა, ჩვენი ამოცანები უნდა შევასრულოთ".

ინფორმაციისთვის, 2 ტურის შემდეგ D ჯგუფს, სადაც უკრაინის ნაკრები ასპარეზობს, 6 ქულით საფრანგეთი ლიდერობს. მე-2 პოზიციაზე 3 ქულით ისლანდიაა, აზერბაიჯანსა და უკრაინას კი 1 ქულა აქვთ მოპოვებული.

lasha
დაგოლოცს პუტინის დიადმა სულმა და ლენინის მავზოლეუმის აურამ
q
პუტინი გეტკინა ხო?
მეგრელი
შენ არასდროს ყოფილხარ მაგათ მხრეს))) შენ ვის მხარეს იყავი გეტყობა კოჭებში და მთელი მსოფლიოს სახელით ლაპარაკი სად ისწავლე?
მხოლოდ ფაქტი
ხახოლებმა დაამტკიცეს რომ მსოფლიოში ყველაზე მებრძოლი ხალხია.განსხვავებით ზოგიერთი მხდალი ქართველებისგან რომლებიც წაქცეულ ქართველ ახალგაზრდებს და ქალებს წიხლებს ურტყავენ თან დამპყრობელს და მტერს ელაქუცებიან.უკრაინელები ყველაზე ბოროტ რუსებს 3,5 წელია ვაჟკაცურად ებრძვიან.მხოლოდ ნაძირალას შეუძლია უკრაინელები ცუდად ახსენო.
ნუგზარი ფრიდონის ძე
მთელი მსოფლიო თქვენს მხარეს იყო და ყველას შეაძულეთ თავი, თქვენზე უმადური ერი ალბათ არც არსებობს...
დათო
ძალიან დაუნდობელი, უზრდელი და ამპარტავანი ხალხი ხართ. ასე დამცირებულად მეტოქეზე ლაპარაკი მხოლოდ ხახლებს შეუძლიათ
ეზო
გვჯერა..
პლატონ ძიმისტარაშვილი
აქ ალიევის ხელი ურევია აშკარად,ბოლო დროს რუსეთთან ოფ.ბაქოს ურთიერთობა დაეძაბა,კიევთან დაუთბა,ბევრ საკითხში დაეხმარნენ აზერბუტები უკრებს,ახლაც ეტყოდნენ__სანტუში ახალი მოშორებული გვყავს,პრესტიჟის აღსადგენათ რამე გვჭირდებაო!..ჰოდა,ფრე გააგორეს!..არ გჯერათ?!..ნუ დაიჯერებთ,თქვენი ნებაა!
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"შახტარმა" "ინტერს" ტრუბინი 35 მილიონად დაუფასა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
უკრაინელთა დანაკლისი საქართველოსთან მატჩის წინ - რებროვს შემადგენლობაში ცვლილებები მოუწევს
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - რა გააკეთა ტიბო კურტუამ "რეალის" მარცხის შემდეგ?
"ინტერი" ზომერის და ტრუბინის ტრანსფერებზე მუშაობს
რებროვი: ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს - როგორ შევაჩეროთ კვარაცხელია?
რებროვი: შეაჩერა კონოპლიამ კვარაცხელია? რა ვუთხარი მუდრიკს - მადლობა ქართველებს!
რებროვმა საქართველოსთან გასვლითი მატჩის წინ უკრაინელებს პირობა მისცა
"ინტერი" ონანას შემცვლელად უკრაინელი მეკარის შეძენას აპირებს
უარი ხელის ჩამორთმევაზე - უკრაინელი ტრუბინი რუს გოლოვინს არ მიესალმა - "მონაკოს" ნახევარმცველის რეაქცია სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
უკვე მეორედ - ტრუბინმა გოლოვინს ხელი კვლავ არ ჩამოართვა