შაბათს პრემიერლიგა რვა თამაშით იწყება.

დღეს პრემიერლიგა რვა თამაშით იწყება. მეცხრე შეხვედრა ხვალ გაიმართება, მეათე კი ორშაბათს. შაბათის შეხვედრებიდან რამდენიმე თვალშისაცემია. მაგალითად, „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლობს. ეს ორი გუნდი გასული სეზონში ერთმანეთს მეოთხე ადგილისთვის ექიშპებოდა და მართალია, ფულის გამო თავიდან „სიტი“ უფრო შორს წამსვლელს ჰგავდა (ზოგი ჩემპიონობასაც კი უწინასწარმეტყველებდა) საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი ლონდონელებმა მოიპოვეს.

კაცმა რომ თქვას, რაც სათავეში ჰარი რედნაპი ჩაუდგა, აღარც „სფურზია“ ხელწამოსაკრავი. რედნაპამდე, გუნდმა პირველ რვა ტურში ორი ქულის მეტი ვერ მოიპოვა და ყველას ეს ამბავი ჰქონდა პირზე მიკერებული, მაგრამ რაც მწვრთნელი გამოიცვალა, გუნდი სხვანაირად ათამაშდა და ყველამ იცოდა, რომ „დეზები“ თავის ომახიან სიტყვას იტყოდნენ.

ასე და ამგვარად, გასულ სეზონსი „სიტი“ სწორედ „სფურზის“ ბარიერს შეეჯახა შუბლით — „უაით ჰართ ლეინზე“ 3:0 დამარცხებამ მანჩესტერელთა წინა მწვრთნელს, დღეს „ფულჰემში“ გადასულ მარკ ჰიუზს თანამდებობა დააკარგვინა. მართალია, სამი დღის შემდეგ, შაბათს, ჰიუზის ხელმძღვანელობით „სიტიმ“ „სანდერლენდს“ 4:3 აჯობა, მაგრამ მწვრთნელის მოხსნა ისტლენდზე უკვე გადაწყვეტილი იყო და აღსრულდა კიდეც. ჰიუზის ნაცვლად მანჩესტერული გუნდის პატრონმა არაბმა მილიონერებმა იტალიელი რობერტო მანჩინი ჩამოიყვანეს.

და კიდევ ერთი ოთხშაბათი: 5 მაისს გუნდები კვლავ ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ. საქმე ასე იყო: თუ „ტოტენჰემი“ მოიგებდა, მეოთხე ადგილს დაიბევებდა, ხოლო თუ თამაში ფრედ დასრულდებოდა, დიდ უპირატესობას დაეუფლებოდა. „ტოტენჰემმა“ 1:0 მოიგო...

დღეს, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლონდონელთა მწვრთნელის გასახარად დაშავებული ცენტრალური მცველი ლედლი კინგი თამაშს შეძლებს. ის მეტიუ აპსონს ამოუდგება მხარში. რაც შეეხება „სიტის“, ამბობენ, რომ მანჩინი ახალ ნაყიდ ფეხბურთელებს იაია ტურეს, დავიდ სილვასა და ალექსანდრ კოლაროვს ათამაშებს. ეს მათი სადებიუტო მატჩი იქნება.

„ჩელსი“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ მასპინძლობს. „ლურჯებმა“ გასულ სეზონში დიდ შედეგს მიაღწიეს, ჩემპიონებიც გახდნენ და ფეხბურთის ასოციაციის თასიც მოიპოვეს, თუმცა გასულ კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სუპერთასი, ეგრეთწოდებული „ქომუნითი შილდი“ წააგეს. კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ კარის დაცვას გუნდის მთავარი მეკარე პეტრ ჩეხი მოახერხებს. სავარაუდოდ თავიდან ბოლომდე ითამაშებს გამოჯანმრთელებული დიდიე დროგბა. სამაგიეროდ, დაცვაშია პრობლემა: ალექსს ბარძაყი სტკივა რიკერდუ კარვალიუ კი მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ცენტრში ბრანისლავ ივანოვიჩი ითამაშებს, ის ჯონ ტერის შეუწყვილდება, მარჯვენა ფრთას კი პაულუ ფერეირა ჩაიბარებს.

„ვესტ ბრომვიჩის“ უდიდესი პრობლემა კი გუნდის ნახევარმცველის გრემ დორანსის ჯანმრთელობა გახლდათ, თუმცა ბოლო ცნობების თანახმად დორანსი თამაშს შეძლებს.

ბირმინგემში „ასტონ ვილა“ „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებს. „ვილას“, მოგეხსენებათ, მწვრთნელი გაექცა და მარტინ ონილის მოვალეობას ახლა კევინ მაკდონალდი შეასრულებს, რომელსაც არ ეყოლებიან კარლოს კუელიარი და ჯეიმს კოლინზი. თი მუხლის ტკივილი დაუამდება, დაცვაში რიჩარდ დანის კერტის დევისი შეუწყვილდება. ორთავა კუნთის პრობლემა აქვს თავდამსხმელ გაბრიელ აგბონლაჰორსაც რომელმაც შესაძლოა დროულად მოირჩინოს კიდეც ტრავმა.

„ბლექბერნის“ თავკაცმა სემ ელერდაისმა კი გადაწყვიტა თავისი ახალი შენაძენი მამე ბაირამ დიუფი „ევერტონის“ წინააღმდეგ ათამაშოს. სასურველი ფეხბურთელებიდან ერთადერთი, ელერდაისს ავსტრალიელი ვინს გრელა არ ეყოლება.

„ფულჰემი“ „ბოლტონში“ თამაშობს და ლონდონელთა ახალ თავკაცს, ზემოხსენებულ მარკ ჰიუზს სამი კაცის ამბავი აქვს საჭოჭმანო. ლაპარაკია მარკ შვარცერზე, დიკსონ ეტუჰუზე და პოლ კონჩესკიზე.

„სანდერლენდი“ „ბირმინგემ სიტის“ მასპინძლობს. ათამაშებს თუ არა სტივ ბრიუსი დარენ ბენტს, უშუალოდ თამაშის წინ გადაწყდება. ბირმინგემელთა გუნდში კი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი სათადარიგო მეკარის ბენ ფოსტრის დებიუტი შედგეს. „სიტის“ მწვრთნელი ალექს მაკლიში იმედოვნებს, რომ ფოსტერი ამ კვირაში ეროვნული გუნდის შეკრებაზე მიღებულ ტრავმას მოიშუშებს.

კვირას „ლივერპული“ - „არსენალია“. ლონდონელები თამაშის წინ მსოფლიოს ჩემპიონის სესკ ფაბრეგასისა და ფინალისტის რობინ ვან პერსის ჯანმრთელობას შეამოწმებენ. სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯეკ უილშერმა ითამაშოს. „ლივერპულში“ ჯო კოულის დებიუტს ელიან, თუმცა მთავარი დებიუტანტი რასაკვირველია მერსისაიდელთა ახალი მწვრთნელი როი ჰოჯსონი გახლავთ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნიუკასლ იუნაიტედს“ მასპინძლობს. მანჩესტერული გუნდის ქომაგებს ერთი სული აქვთ მათმა ლიდერმა უეინ რუნიმ კვლავ დაიწყოს გოლების გატანა. ახალი შენაძენი ხავიერ ერნანდესი შუა კვირაში მექსიკაში იყო ესპანელებთან სათამაშოდ და ნამგზავრი, ალბათ, თავიდან სათადარიგოთა სკამზე იქნება — ეს უკვე ორშაბათის თამაში გახლავთ.

ლელო

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა