თუ კაროლინი ნიუ ჰევენში ზედიზედ მეოთხე ტიტულს მოიპოვებს, ის გახდება მეათე ჩოგბურთელი ქალი ისტორიაში, ვისაც ერთი და იგივე ტურნირზე ზედიზედ ოთხჯერ ექნება აღებული მთავარი პრიზი
ბოლო დროს, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ექსპერტები მსჯელობენ იმ მიზეზების შესახებ, რამაც ბოლო ორ სუპერტურნირში კაროს ზედიზედ ორი მარცხი გამოიწვია, ჟურნალისტებს კი აინტერესებთ, ვინ იქნება დანიელი ჩოგბურთელის ახალი მწვრთნელი.

როგორც იცით, ცინცინატის პირველ წრეში წაგების შემდეგ კაროლინმა შეწყვიტა თანამშრომლობა მამასთან - პეტერ ვოზნიაცკისთან.

პრესის აზრით, ვაკანტურ ადგილზე კანდიდატებად უნდა ჩაითვალონ: მაიკლ მორტენსენი, რომელიც ჩინელ ნა ლისთან მუშაობს, იაპონელი კეი ნიშიკორის მწვრთნელი ბრედ გილბერტი და აგრეთვე კენეტ კარლსენი, ვინც ადრე ავარჯიშებდა ვოზნიაცკის.

ამჟამად კაროლინი ნიუ ჰევენის ტურნირში თამაშობს და იქ კვლავ მამამისი ახლავს თან.

ორშაბათს გამოქვეყნდა ქალ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგი და ვოზნიაცკიმ ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიუხედავად, შეინარჩუნა ლიდერობა. ის უკვე 45 კვირაა არავის უთმობს პირველობას WTA-ის კლასიფიკაციაში. გარდა ამისა, დანიელი წლევანდელი სეზონის ლიდერია მოპოვებული ტიტულების რაოდენობით (ხუთი). სწორედ ამის შესახებ ისაუბრა მან ნიუ ჰევენში ჟურნალისტების წინაშე.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ვოზნიაცკი ამ ქალაქში არავის უთმობდა პირველობას და წელსაც აქ ტიტულისთვის ჩავიდა. კაროლინი კმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, რომ კვლავაც მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზე იმყოფება და იმედი აქვს, რომ ნიუ ჰევენში წარმატების შემდეგ კიდევ უფრო გაიმყარებს ლიდერობას, რომელსაც ისედაც ვერავინ ემუქრება სერიოზულად: დანიელს ამჟამად 9335 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფი ვერა ზვონარევა 2151 ქულით ჩამორჩება.

ბოლო სამ ტურნირში ზედიზედ სამი წაგების მიუხედავად, ვოზნიაცკი მხნედ გამოიყურება.

"მომწონს კლასიფიკაციაში ლიდერობა. ჩემი აზრით, ეს უდიდესი მიღწევაა. ამიტომაც შევეცდები მაქსიმალურად დიდი ხნით შევინარჩუნო ეს პოზიცია. ჯერჯერობით ჩემი ლიდერობა 45 კვირას ითვლის და ის კვალვაც გრძელდება. სულაც არ ვაპირებ მიღწეულით დაკმაყოფილებას", - ამბობს ვოზნიაცკი ამერიკულ პრესასთან შეხვედრისას.

თუ კაროლინი ნიუ ჰევენში ზედიზედ მეოთხე ტიტულს მოიპოვებს, ის გახდება მეათე ჩოგბურთელი ქალი ისტორიაში, ვისაც ერთი და იგივე ტურნირზე ზედიზედ ოთხჯერ ექნება აღებული მთავარი პრიზი. ბოლოს ასეთი რამ ამერიკელმა ვენუს უილიამსმა გააკეთა, რომელმაც იგივე ტურნირზე 1999-2002 წლებში გაიმარჯვა.

"ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ ნიუ ჰევენში დაბრუნებით, - აგრძელებს კაროლინი. - ამ ადგილთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და ახლაც წარმატების დიდი იმედი მაქვს, მით უმეტეს, რომ ეს არის ბოლო რეპეტიცია ამერიკის ღია პირველობის წინ. ვნახოთ. ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ არაფერი მაწუხებს და სრულიად ჯანმრთელი გახლავართ. აქ უკვე ზედიზედ 15 მატჩი მაქვს მოგებული და ამ სერიის გაგრძელება ჩავიფიქრე".

ამ შეხვედრაზე ვოზნიაცკის ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა