2012 წლის ზაფხულის თამაშებზე ჩოგბურთში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება: ქალებსა და მამაკაცებს შორის ერთეულებსა და წყვილებში და მიქსტში
ერთ-ერთ წინა ნომერში დავწერეთ იმის შესახებ, თუ როგორ დაკომპლექტდება 2012 წლის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის შემადგენლობა. ახლა ვნახოთ, ჩოგბურთში რა სქემით მოხდება ტურნირის მონაწილეთა შერჩევა.

საინტერესოა, ვის აქვს შანსი იბრძოლოს გაისად ლონდონის ოლიმპიური ოქროსთვის.

2012 წლის ზაფხულის თამაშებზე ჩოგბურთში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება: ქალებსა და მამაკაცებს შორის ერთეულებსა და წყვილებში, აგრეთვე მიქსტში, რაც ოლიმპიადის პროგრამაში სიახლე გახლავთ.

ერთეულთა თანრიგი

მამაკაცები (28 ივლისი-5 აგვისტო)

ქალები (28 ივლისი-4 აგვისტო)

ძირითადი ბადე - 64 მონაწილე

56 - რეიტინგში 2012 წლის 11 ივნისის მონაცემებით (მაქსიმუმ - 4 ჩოგბურთელი ერთი ქვეყნიდან)

6 - მიწვევა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან

2 - სპეციალური მიწვევა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან

დღევანდელი კლასიფიკაციით, მამაკაცებს შორის ლონდონში სრული შემადგენლობის წაყვანა შეუძლიათ ესპანეთის (ნადალი, ფერერი, ალმაგრო, ვერდასკო), საფრანგეთისა (მონფილსი, ცონგა, სიმონი, გასკე) და აშშ-ის (ფიში, როდიკი, ისნერი, ბოგომოლოვი) ნაკრებებს. სერიოზული პროგრესი აქვს სერბეთის ნაკრებს - ამ გუნდის წევრები: ჯოკოვიჩი, ტროიცკი და ტიპსარევიჩი ტოპ-ოცეულის წარმომადგენლები არიან.

კლასიფიკაციის პირველ 56 ჩოგბურთელს შორის ესპანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის სხვა წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ოლიმპიადაზე ვერ მოხვდებიან. ამის გამო, თამაშებზე გამსვლელი ადგილები შეიძლება იყოს 65-დან 70-მდე პოზიცია.

ქალებშიც არის ისეთი ნაკრებები, რომლებიც ლონდონში 4-4 ჩოგბურთელს წაიყვანენ: რუსეთი (ზვონარევა, შარაპოვა, კუზნეცოვა, პავლიუჩენკოვა), ჩეხეთი (კვიტოვა, საფაროვა, ჩეტკოვსკა, ზაკოპალოვა), იტალია (სკიავონე, ვინჩი, პენეტა, ერანი). უფრო უარესად აქვს საქმე ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორებიც არიან აშშ, ესპანეთი, გერმანია - დღევანდელი მდგომარეობით მათ ოლიმპიადაზე სამ-სამი წარმომადგენელი ეყოლებათ.

რაც შეეხება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მიწვევებს, ასეთ საგზურებს, ძირითადად ცნობილ ჩოგბურთელებს აძლევენ, რომლებიც ტრავმის ან სხვა მიზეზის გამო დიდი ხანი არ თამაშობდნენ და ამით რეიტინგში ძალიან დაბლა დაეშვნენ. ან მიწვევას იღებენ საჩოგბურთო თვალსაზრისით ნაკლებად განვითარებული ქვეყნების წარმომადგენელები, რითაც ტურნირის გეოგრაფიას იზრდება.

წყვილთა თანრიგი

მამაკაცები (28 ივლისი-4 აგვისტო)

ქალები (28 ივლისი-5 აგვისტო)

ძირითადი ბადე - 32 წყვილი

24 - რეიტინგში 2012 წლის 11 ივნისის მონაცემებით (მაქსიმუმ - 2 წყვილი ერთი ქვეყნიდან)

8 - მიწვევა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან

ძირითადში ავტომატურად ხვდება წყვილთა რეიტინგის ათი საუკეთესო წარმომადგენელი, თუ, რა თქმა უნდა, მათ ღირსეული პარტნიორი ეყოლებათ თავიანთ ქვეყანაში. ამასთან, ერთეულთა თანრიგში მოხვედრილ ჩოგბურთელს უფლება აქვს ოლიმპიადაზე წყვილებშიც ითამაშოს და მიქსტშიც.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სამივე დისციპლინაში ერთ ნაკრებს მხოლოდ ექვსი წევრი ეყოლება (ოთხი ერთეულებში, ორი - წყვილებში).

მიქსტი

1-5 აგვისტო

ძირითადი ბადე - 16 წყვილი

12 - ერთეულებში ან წყვილებში წარმოდგენილი მოთამაშეებიდან (მაქსიმუმ - 2 წყვილი ერთი ქვეყნიდან)

4 - მიწვევა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან

მიქსტის დებიუტი ოლიმპიადაზე, შესაძლოა, ძალიან საინტერესო გამოვიდეს, რადგან აქ ბევრი საინტერესო წყვილის შედგენას აპირებენ. ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ შვეიცარიელების - როჯერ ფედერერისა და მარტინა ჰინგისის დუეტზე. ამერიკელმა ტყუპმა ძმებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა უნდა დაინაწილონ დები - სერენა და ვენუს უილიამსები. შეგახსენებთ, რომ ბობი ვენუსთან ერთად 2006 წლის უიმბლდონის მიქსტის ფინალში თამაშობდა.

რთული არჩევანის წინაშე იქნება ნოვაკ ჯოკოვიჩი - ელენა იანკოვიჩი თუ ანა ივანოვიჩი? თუმცა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს ჯერ არ დაუდასტურებია მიქსტში თამაში. დღეისთვის მთავარ ფავორიტებად ჩეხებს ტომაშ ბერდიხსა და პეტრა კვიტოვას ასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"