13 სექტემბერს, ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვილიარეალი“ მადრიდში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება და სტუმართა რიგებში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი უნდა შედგეს. იქამდე კი კლუბის გენერალურმა დირექტორმა ფერნანდო როიგ ნეგეროლესმა ქართველი კიდევ სამ ახალწვეულთან, მეკარე არნაუ ტენასთან (პსჟ-დან გადავიდა), აგრეთვე ფორვარდებთან ტანი ოლუვასეისთან (სან-ანტონიო) და მანორ სოლომონთან (ლიდსი) ერთად „კერამიკას“ სტადიონზე წარადგინა.

მიქაუტაძემ პრეზენტაციის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ვილიარეალში“ დიდი წარმატებების მისაღწევად ჩავიდა, ეს ლიგა ყოველთვის მოსწონდა, იქ თამაში სურდა, ადაპტაცია არ გაუჭირდება, სჯერა, თავისი უნარებით კარგად იასპარეზებს და გუნდი წარმატებებს მიაღწევს.

გიორგიმ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე თანანაკრებელ გიორგი მამარდაშვილს ესაუბრა, რომელიც „ვილიარეალის“ მეზობელი კლუბის ღირსებას იცავდა და იმედი აქვს მომავალში ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ უფრო მეტი ქართველი ითამაშებს.

ნეგეროლესმა თქვა, რომ მიქაუტაძე ქუჩის, ძველი ეპოქის სტილის შემტევია, რაღაცით დავიდ ვილიას და ემილიანო ბუტრაგენიოს აგონებს, მასზე ფსონს ჩავიდნენ, გუნდს ბევრ რამეს შესძენს და გულშემატკივრებს გაახარებს.

ვისაც ამ ორი ფეხბურთელის თამაში ახსოვს,დამეთანხმება,რომ უკვე მათთან შედარებაც ბევრს ნიშნავს.ისიც ვიცით,რომ უფრო მეტიც შეუძლია და მანდ დიდხანს თუ შერჩა,თვითონ გახდება სხვების შესადარებელი ფეხბურთელი.
კიეზა
მართალია რომ პრემიერლიგა ყველაზე ძლიერია..და ქონდა გიოს ვარიანტები..მაგრამ მისი სტილის ფორვარდისთვის ლა ლიგა იდეალურია..მისი სტიქიაა და უნდა გაიბრწყინოს..თუ მანდ დარჩა..ეს ბიჭი ახალი ბენზემა იქმება ლა ლიგაში..გამარჯვებით გევლოს ჟორჟ ..შენ და ყველა ქართველს
მალხაზ ასპონიშვილი
წარმატებები ჟორჟ!
გიგო პაპა
ამოიქოქა წყალქვეშა სუბმარინაააა!!! მიდი ჟორჟ, შეუბერე შენებურად, პირველივე თამაშში გაამწარე ატლეტიკო!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა