"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა ფაუზი გულამმა "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა.

"ჰატაისპორის" ფეხბურთელის თქმით, პსჟ იტალიელ მეკარეს უპატივცემულოდ მოექცა.

"პსჟ-მ დონარუმას გაშვებით უდიდესი შეცდომა დაუშვა, ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ ენრიკეს სურვილის მიხედვით ემოქმედათ. ფეხბურთელი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა, არ შეიძლება ასე მოექცე. "ჯიჯიო" მსოფლიოს ორ-სამ საუკეთესო მეკარეს შორისაა და ის Ballon d'Or-ის დაჯილდოებაზეც იქნება, მაგრამ რა მოხდებოდა მისი შეძენა გვარდიოლას რომ არ მოესურვებინა?

ალბათ, მეორე ნომრად დარჩებოდა. მესმის, რომ შევალიე ძალიან ძლიერი მეკარეა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, თუ ამბობდნენ, რომ დონარუმა ფეხით თამაშში სუსტია, გვარდიოლამ მისი შეძენა როგორ მოინდომა?! ყველამ ვიცით, რომ ეს მიზეზი აბსურდულია. მე პარიზში ვცხოვრობ და კარგად ვიცი, თუ როგორ უყვართ ამ ქალაქში დონარუმა, მას თანაგუნდელები და გულშემატკივრები უდიდეს პატივს სცემდნენ. პსჟ-ს გადაწყვეტილებას ვერაფრით ვხსნი, ეს სულელური გადაწყვეტილება იყო", - გულამის სიტყვებს Corriere dello Sport-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, დონარუმა "მანჩესტერ სიტის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მის შემცვლელად კი პსჟ-მ ლუკა შევალიე 40 მილიონ ევროდ დაიმატა.

პეტუხი კრიშტიანუ
გვარდიოლამ რატომ აიყვანა და... ავანტურისტი და ინგლისელი ფეხბურთელების მტერია კლოუნი გვარდიოლა,მაგიტომაც აიყვანა,რომ ინგლისელი მეკარე მოსპოს და გაანადგუროს,რომელიც მანამდე სოლიდურ თანხად იყიდეს,თორემ მართლა რა პონტში უნდა აეყვანა,როცა ლამის არის პლეიმეიკერივით თხოვს ფეხით თამაშს მეკარეებს?!
ჟორა
შევალიეს დონარუმამდე ბევრი აკლია, რაც მთავარია ის ექსტრა კლასის მეკარისთვის დაბალია, ამ დროს სიმაღლის პრობლემას კარგი ნახტომით ფარავენ, ვნახოთ რა იქნება. დონარუმას გაყიდვას მეც დიდ შეცდომად ვთვლი. ერთიც ვერ გამიგია, რატომ უნდა გაყიდოს გუნდმა უფასოდ აყვანილი ფეხბურთელი? ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა ფეხბურთელისთვის რაღაც შეღავათს უნდა ითვალისწინებდეს.

ხელფასის მომატებას მოითხოვდა!მას თუ მოუმატებდნენ,ცხადია რომ სხვებიც მოინდომებდნენ და ჯანყი სათავეშივე ჩაახშეს.შევალიე კარგი მეკარეა და ეტყობა მისი მოყვანა,ხელფასთან ერთად,უფრო იაფი უჯდებოდათ.ხელაიფის ფული არ აკლია,მაგრამ ეტყობა მბაპეს შემდეგ,მეორედ ასე გამომძალველობის მცდელობა(მისი აზრით) აღარ მოითმინა.მხოლოდ ეს არ იქნება,მაგრამ კარგა მოზრდილი ფაქტორი,დონარუმას გასაშვებად,ეგეც უნდა იყოს.
მალხაზ ჯობავა
ასპროცენტიანია ეს კაცი, ძან ცუდად მოექცნენ დონარუმას. ჩემი აზრით ძაან მწარე გაკვეთილებს მიიღებს პსჟ ლიგაზე. რაღაც არ მეიმედება შევალიე ლიგაზე, ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ნაპოლის" ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა