თბილისის "დინამოს" ესპანელ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს "ჰიუნდაი ელანტრას" ახალი მოდელები გადაეცემათ
თბილისის "დინამომ" კიდევ ერთი სპონსორი შეიმატა - ავტომობილების მწარმოებელი სამხრეთკორეული კომპანია "ჰიუნდაი", რომელიც აქტიურად საქმიანობს ფეხბურთში და ბოლო წლებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მუდმივი სპონსორია.

გუშინ, 23 აგვისტოს ეროვნულ სტადიონზე "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა სამწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ამ ფირმასთან.

მოვლენებს გავუსწრებთ და გეტყვით, რომ, პოლოლიკაშვილის თქმით, "ჰიუნდაი ელანტრას" ახალი მოდელები ესპანელ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს გადაეცემათ, რადგან ჩამოსვლის ერთ-ერთ წინაპირობად ესეც იყო.

თუმცა კონტრაქტი ესპანელების გამო არ გაფორმებულა - უახლოეს პერიოდში "დინამო" ამ სამხრეთკორეული კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლებს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: აეკ-თან უმნიშვნელოვანეს მატჩამდე მსოფლიოში ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივარ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება ძალიან გვიხარია. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თანადგომა და პატივია. გულახდილად თუ ვიტყვით, კომპანიის მხრიდან ამ ნაბიჯის სწაფად გადადგმა გარკვეული რისკიც იყო, ვინაიდან "დინამო" ძველი ბრენდია, თუმცა ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია. კომპანიასთან ერთად ბევრ ერთობლივ აქციას ვგეგმავთ.

პირველივე საშინაო შეხვედრაში "დინამოს" მაისურაზე კომპანიის ლოგოს გამოვისახავთ. კონტრაქტი სამწლიანია და იმედია, თანამშრომლობა უფრო მასშტაბური გახდება. ჩვენი ავტოფარეხი "ჰიუნდაის" მანქანებით შეივსება, გუნდისთვის ორ ავტობუსს მალე შევიძენთ.

- "ჰიუნდაის" მანქანები ფეხბურთელებს დაურიგდებათ?

- სამწუხაროდ, ახლა არ არის იმის საშუალება, რომ ავტომობილები ყველას დავურიგოთ, მაგრამ კომპანია დინამოელებს, გუნდის ქომაგებსა და ფანკლუბის წევრებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და ბონუსებს შესთავაზებს.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ხელმომწერმა მხარეებმა ეროვნული სტადიონის არენაზე გადაინაცვლეს და ხისკომ და კოტომ "ჰიუნდაის" ახალი მოდელები მიიღეს - შესაბამისად, შავი და თეთრი ფერის.

დაბოლოს, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ევროპის ლიგის პლეი ოფში საბერძნეთის აეკ-თან განმეორებით მატჩამდე "დინამო" მაყურებელთა მისაზიდად აქციას გეგმავს, სტადიონზე მისულ ყველა გულშემატკივარს კი სკამზე "დინამოს" ფორმის ფერების ფურცელი დახვდება.

"იმედია, გულშემატკივარი ისედაც შეიმოსება ჩვენს ფერებში და ამ ეტაპს წარმატებით გავივლით" - ამბობს "დინამოს" მმართველი დირექტორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...