ერევანში გამართულ პანსომხურ თამაშებში ქართველმა ათლეტებმა ამჯერადაც წარმატებით იასპარეზეს
ერევანმა მეხუთედ უმასპინძლა უკვე ტრადიციად ქცეულ პანსომხურ თამაშებს, რომელშიც, ასევე ტრადიციულად, სომხური დიასპორის რჩეული სპორსტმენები მონაწილეობენ. ამჯერად 99 ქვეყნის 125 ქალაქის 3400 წარმომადგენელმა მოიყარა თავი თამაშებზე. დებულებით ასპარეზობაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც წარმომავლობით სომხებს, ისე შერეული ოჯახების წევრებსაც.

საქართველოდან თბილისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის სპორტსმენები ჩაებნენ თამაშებში. როგორც ადრე, ჩვენმა ათლეტებმა ამჯერადაც წარმატებით იასპარეზეს.

ჩემპიონები გახდნენ ბირთვის კვრაში თბილისელი ბენიკ აბრამიანი, ქალთა შორის 1500 მ რბენაში ახალციხელი გაიანე უსტიანი და 200 მ რბენაში ასევე ახალციხელი ენდრიკ ზილბერშტეინი; ვერცხლის მედალი ხვდა წილად თბილისელ ანგელინა კანდელაკს (მაგიდის ჩოგბურთი), ახალციხელებს ანდრანიკ მატინიანს (800 მ) და ლუდვიგ ზილბერშტეინს (100 მ); მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ თბილისის ვაჟ ფრენბურთელთა და ფეხბურთელთა გუნდები, ბადმინტონში - სვეტლანა ვართანიანი (თბილისი).

პროგრამაში იყო მძლეოსნობა, ცურვა, ფეხბურთი, ფუტსალი, ფრენბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, ჩოგბურთი და მაგიდის ჩოგბურთი. ყველაზე მეტი მონაწილით მასპინძლების გარდა წარმოდგენილი იყო არგენტინა და ირანი - 400-400.

"ჩათვლაში შედიოდა მხოლოდ მედლები და ამ მაჩვენებლით 195 ქალაქს შორის თბილისი და ახალციხე შესაბამისად მე-6 და მე-7 ადგილზე გავიდნენ. პირველობა მასპინძლებს დარჩათ. არაოფიციალურად კი ქვეყნებს შორის სომხეთის შემდეგ საქართველო მეორე ადგილზეა.

თამაშების საზეიმო დახურვას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი კი პერსონალურად საპატიო სტუმრად მიიწვია სომეხმა კოლეგამ, რომელიც პანსომხური თამაშების მუდმივმოქმედი საორგანიზაციო კომიტეეტის ხელმძღვანელია. მადლობა თბილისის მერიას დახმარებისთვის. ალბათ დადგა დრო თბილისმაც უმასპინძლოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა ანალოგიურ ასპარეზობას" - გვითხრა თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ვან ბაიბურთმა.

თენგიზ თომაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"